Home » TRX7-NEWS » პოლიტიკა

  • შუალედური არჩევნები

    შუალედური არჩევნები

    მთელი დღეა ვზივარ კომპიუტერთან და ღიიმილით ვაკვირდები შუალედურ არჩევნებზე განვითარებულ მოვლენებს, უნდა ავღნიშნო ,რომ საოცარი “სინქრონი” აღმოვაჩინე საინფორმაციო გამოშვებებსა და საინფორმაციო სააგენტოებს შორის . პირველი რასაც ველოდი , თქმა უნდა ეს იყო ლეიბორისტების კონტექსტიდან ამოვარდნილი ქმედებები.. ჯერ ისევ გახურებული საარჩევნო ფაცი–ფუცი მიდიოდა რომ ბატონმა შალვამ ასე გულუპყვრილოთ გვაცნობა რომ “ყველა” წინასაარჩევნო გამოკითხვებით ლეიბორისტები ლიდერობენ და თუ გუგავა ვერ გაიმარჯვებდა მაშინ ეს არჩევნებიც იქნებოდა გაყალბებული და ლეიბორისტები ყველაფერს იზამდნენ, რომ ზემოთხსენებული ფაქტი მისულიყო დასავლელი ლიდერების ყურებამდე .. თუმცა მე დიდიხანია გამოვთქვამ [...]

    Continue reading »

  • ბორის ბერეზოვსკი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ბორის ბერეზოვსკი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

    რუსი ოლიგარქი და ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი”, ბერეზოვსკის სიძის, იგორ შუპის მიერ “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის მიხედვით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ბერეზოვსკი ბოლო პერიოდში ლონდონში ცხოვრობდა.

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (13.03.2013) — “ახალი მემარჯვენეები”: ” აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების    თემა პოლიტიკურ ელფერს ატარებს”

    TRX7-NEWS (13.03.2013) — “ახალი მემარჯვენეები”: ” აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების თემა პოლიტიკურ ელფერს ატარებს”

    “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ჩაატარა. “ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ მოწმე როგორ ხდებოდა განათლების რეფორმის და მეცნიერების რეორგანიზაციის საბაბით, საკანონმდებლო ბაზის მეშვეობით ხელოვნურად შექმნილი  ბარიერების გამო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და არასასურველი ადამიანების   თუ სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამოშორება, გაუქმება, “ჩარეცხვა”.  ყოველი ასეთი პოლიტიკური  გადაწყვეტილების შედეგად ზარალდებოდა ქართული განათლების სისტემა, ჩვენი უნივერსიტეტები და რაც მთავარია, ახალგაზრდა თაობა. სწორედ მაშინ ვიხილეთ ჩვენ პირველად პოლიცია უნივერსიტეტებში,  ქუჩაში გამოყრილი პროფესორ-მასწავლებლები, სამედიცინო კოლეჯის, კადეტთა [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (5.03.2013) — პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

    TRX7-NEWS (5.03.2013) — პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

    ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირების ერთ საკანში მოთავსება აიკრძალება. აქედან გამომდინარე, ცვლილებები შედის „პატიმრობის კოდექსში” და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, რომლის განხილვაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოეწყო. საკითხი განსახილველად იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ წარმოადგინა, რომლის განცხადებითაც წარმოდგენილი ცვლილებებით, 2006 წლამდე არსებული სტატუს -კვო აღდგება. მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი აკრძალვა 2006 წლამდე არსებობდა და არსებობს ეჭვი, რომ მისი გაუქმება სანდრო გვირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირების გამო განხორციელდა. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (4.03.2013) — (Video) შეხვედრა კანცელარიაში

    TRX7-NEWS (4.03.2013) — (Video) შეხვედრა კანცელარიაში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს სახელმწიფო კანცელარიის შენობაში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა   პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. მან მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანი “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების ღირსეულ წევრებად დარჩენის სურვილი იყო. პრემიერ–მინისტრის თქმით, ახლა მთავარია სწრაფად ჩაცხრეს ემოციური ფონი. “ჩვენ გვქონდა სხვა ტიპის საუბრები. მე დავარწმუნე ის, რომ არანაირი არეულობა არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ამის სურვილი აქვთ. არ [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (1.03.2013) — (Video) საქართველოს პრეზიდენტი დღეს საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა

    TRX7-NEWS (1.03.2013) — (Video) საქართველოს პრეზიდენტი დღეს საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი დღეს საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა, სადაც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს. მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ გამოთქვა პრემიერთან შეხვედრის სურვილი.

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (1.03.2013) — (Video) საქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროპის სახალხო პარტიის დელეგაციას შეხვდა

    TRX7-NEWS (1.03.2013) — (Video) საქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროპის სახალხო პარტიის დელეგაციას შეხვდა

    ბიძინა ივანიშვილი ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობათა სამუშაო ჯგუფს შეხვდა, რომელსაც ფრანკო ფრანტინი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებს. სტუმრებმა პირადად პრემიერ–მინისტრისგან მიიღეს პასუხები ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე. შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა და ის თბილ, მეგობრულ ვითარებაში წარიმართა. ევროპელმა დიპლომატებმა ახალ ხელისუფლებასთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (1.03.2013) — (Video) პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია

    TRX7-NEWS (1.03.2013) — (Video) პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია

    პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია და ქართული ემიგრაციის დარბაზი გახსნა. სამკითხველო დარბაზში მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ისეთ უნიკალურ გამოცემებს და ბეჭდურ მასალებს, რომლებიც წითელი ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლიდან გამოიცემოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კაბინეტიც მოინახულა და მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოცემული უიშვიათესი მასალები დაათვალიერა. იგი ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის I და II კორპუსების სარეაბილიტაციო პროექტების გეგმებს გაეცნო და ერთ-ერთ დარბაზში გამოფენილი რეკონსტრუქციის ესკიზები და ილუსტრაციები მოინახულა. „30 წლის წინ ამ დარბაზში სტუდენტები საგამოცდო მასალებს და სხვადსხვა საკითხებს ვამზადებდით. [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (1.03.2013) — პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადება ივანიშვილი – ერდოღანის კაბალური შეთანხმების შესახებ

    TRX7-NEWS (1.03.2013) — პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადება ივანიშვილი – ერდოღანის კაბალური შეთანხმების შესახებ

    მიმდინარე წლის 14 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თურქ კოლეგას – რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. რამდენადაც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, საქართველოს და თურქეთის პრემიერ-მინისტრები ორ ქვეყანას შორის კულტურულ-რელიგიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას მიეწოდა მხოლოდ ზოგადი ცნობები ამ შეთანხმების შესახებ, რომელიც გულისხმობს ბათუმის ცენტრში მუსლიმური სამლოცველოს აშენებასა და თურქეთის ტერიტორიაზე ორი ქართული კულტურული ძეგლის რესტავრაციას. ამავდროულად, ოფიციალური უწყებების მხრიდან სხვა განმარტებები ამ საკითხზე ამ დრომდე არ გაკეთებულა და ხელმისაწვდომი არ არის შეთანხმების ტექსტი ან სხვა [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (28.02.2013) — ლევან კალანდაძე: „შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები დამსაქმებლისთვის და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკისთვის, მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს“

    TRX7-NEWS (28.02.2013) — ლევან კალანდაძე: „შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები დამსაქმებლისთვის და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკისთვის, მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს“

    ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან კალანდაძემ განაცხადა. „ახალი მემარჯვენეები“ მოუწოდებენ ხელისუფლებას, უარი თქვას შრომის კანონმდებლობაში დამსაქმებლისთვის და ზოგადად ბიზნესისთვის სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნური საკანონმდებლო ბარიერების და გაუმართლებელი რეგულაციების დაწესებაზე. სამწუხაროდ, შრომის კანონმდებლობაში შესატანი ახალი ცვლილებები განვითარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე და ქვეყანაში დოვლათის შექმნაზე არ არის ორიენტირებული. დამსაქმებლისთვის და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს შრომით კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების ზოგადი პათოსი, რომელიც ცალსახად მხოლოდ დასაქმებულის უფლებებზეა ორიენტირებული. ეს ერთის [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (28.02.2013) —  ”თავისუფალი საქართველო”: მთავრობამ უნდა შეაჩეროს ბანკის მოვალეთა ფიზიკური და ფინანსური განადგურება

    TRX7-NEWS (28.02.2013) — ”თავისუფალი საქართველო”: მთავრობამ უნდა შეაჩეროს ბანკის მოვალეთა ფიზიკური და ფინანსური განადგურება

    ბანკების და წინა ხელისუფლების მიერ მართულმა ფინანსურმა გენოციდმა უამრავი ადამიანი ვალებში ჩააგდო. ”თავისუფალი საქართველოს” არაერთმა გაგზავნილმა წერილმა პრემიერ მინისტრის, პარლამენტის თავჯდომარის, პარლამენტის წევრების, იუსტიციის მინისტრის სახელზე, არაერთმა ბრიფინგმა და აქციამ ამ საკითხზე ყურადღების მიქცევისა და დროულად გადაწყვეტასთან დაკავშირებით შედეგი არ გამოიღო. სამწუხაროდ იუსტიციის სამინისტროს მიერ კვლავაც გრძელდება ამ ადამიანების გამოყრა სახლებიდან. 27 თებერვალს, ერთ ერთმა ”მოვალემ”, ციცინო ხარაბაძემ, რომელმაც ვერ შეძლო სასამართლოს გზით საკუთარი სიმართლის დამტკიცება, გამოსახლების პროცესში, ქუთაისში, თავი დაიწვა და დღეს სიკვდილ – სიცოცხლეს ებრძვის რეანიმაციულ განყოფილებაში. საზოგადოებას [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (28.02.2013) — (Video) ოფიციალური მიღება ბაქოში

    TRX7-NEWS (28.02.2013) — (Video) ოფიციალური მიღება ბაქოში

    ბაქოში ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს “განჯლიკის” სასახლეში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და პირველი ლედის მეჰრიბან ალიევას სახელით , პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის პატივსაცემად , ოფიციალური მიღება გაიმართა. ილჰამ ალიევმა თავის მიმართვაში, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ საერთო ღირებულებებზე და ორი ქვეყანის ურთიერთობებზე, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული თანადგომა საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი და აღნიშნა , რომ აზერბაიჯანი ნებისმიერი საერთაშორისო ტრიბუნიდან დაუჭერს მხარს საქართველოს ევრო ატლანტიკურ კურსს. ოფიციალური მიღების [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (27.02.2013) — „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა შეაფასა, როგორც არა პრეზიდენტის, არამედ ქვეყნის მტრის გამოსვლა.

    TRX7-NEWS (27.02.2013) — „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა შეაფასა, როგორც არა პრეზიდენტის, არამედ ქვეყნის მტრის გამოსვლა.

    “სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლის შემდეგ,კიდევ მეტი დარწმუნებით ვამბობ:კატასტროფული სიჩქარით მივექანებით დიდი სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ.   თუ სააკაშვილს გაცნობიერებული აქვს და სწამს, რასაც ლაპარაკობს დღეს, მაშინ თეთრი ხალათი უნდა ჩავაცვათ და სპეციალურ დაწესებულებაში გავუშვათ. ხოლო თუ მას არ სწამს თვისივე ნათქვამის და ამას თავისი თავისა   და  პარტიის გადარჩენისთვის აკეთებს,  უნდა იცოდეს, რომ არაფერი გამოუვა – ნაცმოძრაობა   გასამართლდება, როგორც დამნაშავე ორგანიზაცია.   ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა, საერთოდ მისი ბოლო გამოსვლები, მისი ქმედებები ეს არის არა საქართველოს მოქალაქის, არა [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (27.02.2013) — (Video) საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა მედიასთან

    TRX7-NEWS (27.02.2013) — (Video) საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა მედიასთან

    საქართველოს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (26.02.2013) — „ახალი მემარჯვენეები“: „დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის თემა წმინდა პოლიტიკური  საკითხია და მის ჩამოყალიბებაში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა აუცილებელია“

    TRX7-NEWS (26.02.2013) — „ახალი მემარჯვენეები“: „დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის თემა წმინდა პოლიტიკური საკითხია და მის ჩამოყალიბებაში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა აუცილებელია“

    ქვეყნის ადმინისტრაციულ–ტერიტორიული მოწყობა,  დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობების განვითარება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია და აქედან გამომდინარე მისი სტრატეგიის  ჩამოყალიბება და შემდგომში  ამ მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო  ბაზის შექმნა  აუცილებლად ქვეყანაში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური პარტიების ფართო კონსესუსის საფუძველზე უნდა მოხდეს. ამ და მსგავსი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში პოლიტიკური პარტიების ჩართულობასთან დაკავშირებით  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის   მხრიდან უკვე იყო გამოთქმული მზადყოფნა, შედგა რამდენიმე შეხვედრაც პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით. თუმცა,   პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული ფორმატის მიღმა  ქვეყანაში დაიწყო დეცენტრალიზაციის და ქვეყნის ადმინისტრაციულ–ტერიტორიული  მოწყობის  კონცეფციის  განხილვის ძალზე მნიშვნელოვანი [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (23.02.2013) — სააკაშვილი: “მე ვაპირებდი პოლიტიკიდან წასვლას, თუმცა ეს იქნება ბრძოლის ველიდან გაქცევა”

    TRX7-NEWS (23.02.2013) — სააკაშვილი: “მე ვაპირებდი პოლიტიკიდან წასვლას, თუმცა ეს იქნება ბრძოლის ველიდან გაქცევა”

    „მე ვაპირებდი პოლიტიკიდან წასვლას, თუმცა ეს იქნება ბრძოლის ველიდან გაქცევა და ყველაფრის წყალში ჩაყრა რასაც ამდენი ხნის მანძილზე ვაშენებდით.“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ უნდა დაწყებულიყო ქვეყნის განვითარება, თუმცა დღეს ისმის კითხვები გვეშველება თუ არა რამე. „მე ვფიქრობდი რომ ეს ფურცელი გადავშალეთ, თუმცა ამას ამბობს ხალხი გუწრლფელად და ეს აღარ უნდა ყოფილიყო.“ – განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთ კარგად ორგანიზებულ პარტიად შეაფასა და აღნიშნა, რომ პარტიას აქვს მრავალწლიანი წარმატებული [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (20.02.2013) — „ქართულ ოსურმა მისიამ“ წერილით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს

    TRX7-NEWS (20.02.2013) — „ქართულ ოსურმა მისიამ“ წერილით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს

    გასულ კვირაში „ქართულ ოსურმა მისიამ“ წერილით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, წერილს რომელსაც ხელს აწერს მისიის თავმჯდომარე, რეზო ამაშუკელი, ნათქვამია : „გვინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე თვის წინ „საქართველოს ხალხთა ასამბლეამ“ მოგვმართა თხოვნით, დაგვეზუსტებინა პატიმართა სია სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. სამწუხაროდ დღემდე ეს ვერ შევძელით. გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს სია უბრალოდ არ არსებობს და გამოვრიცხოთ ექსპერტთა გარკვეულ წრეებში გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ იგი თითქოს გასაიდუმლოებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან საუბრისას ამ თემით სპეკულაციის საფუძველი ყველას [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (20.02.2013) — პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადება

    TRX7-NEWS (20.02.2013) — პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადება

    მიმდინარე წლის 18 თებერვალს, გაზეთ „პრაიმ ტაიმში“ გამოქვეყნდა ჟურნალისტური სტატია, სადაც საუბარი იყო მძიმე გაუხსნელ დანაშაულებებზე, მათ შორის საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე ჩვენი ახალგაზრდების „კორტებთან“ ჩაცხრილვის თაობაზე. ერთერთი რესპოდენტი გახლდათ „თავისუფალი საქართველოს“ საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი კონსტანტინე წიწილაშვილი, სადაც იგი შეეხო ამ საქმესთან დაკავშირებული მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს. დანაშაულის მოტივის შესახებ მის მიერ გამოთქმული ვერსია სხვადასხვაგვარად იქნა ინტერპრეტირებული. პარტია „თავისუფალი საქართველო“ მუდმივად აფიქსირებს, რომ უდანაშაულო ახალგაზრდების ჩაცხრილვის ფაქტი არის სააკაშვილის კრიმინალური ხელისუფლების მიერ ჩადენილი ტერორი საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ბრალდებები და [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (20.02.2013) — დავით ბაქრაძე: საკუთარი თავისთვის პატიებას არ ვითხოვთ, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ

    TRX7-NEWS (20.02.2013) — დავით ბაქრაძე: საკუთარი თავისთვის პატიებას არ ვითხოვთ, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ

    როგორც სარპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლად არ განიხილავს დამნაშავეებს. „ლიდერების დონეზე თუ რამე პრობლემა ანგადაცდენა იყო, არავინ ითხოვს პატიებას საკუთარი თავისთვის, თავი დაანებეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დაკითხვებზე ყოველდღიურად უწევთ სიარული. თუ რამეში არიან დამნაშავეები პირველი პირები, ისინი უნდა დაისაჯონ“,–აღნიშნა ბაქრაძემ. მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები მზად არიან ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცენ და არ არის აუცილებელი ყველა ყოფილი თანამშრომლის დაკითხვა. „თუ ჩვენ ვსაუბრობთ კოჰაბიტაციაზე, რა თქმა უნდა ეს ვერ მოხდება იმ ფონზე, რომ 15 000 [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (20.02.2013) — თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული

    TRX7-NEWS (20.02.2013) — თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული

    თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. რამდენიმე წუთში ამ შენობაში გიგი კალანდაძის, ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს. სასამართლოს წინ, პროცესის დაწყებამდე ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. როგორც ისინი აცხადებენ ბაჩო ახალაია პოლიტიკური პატიმარია და მისი დაჭერა ამ მოტივითაა განპირობებული. როგორც ახალაიას მეგობარი გიორგი ონიანი აცხადებს ბაჩოს გირაოთი განთავისუფლება ლოგიკურია, რადგან ის თავად დაბრუნდა საქართველოში და არ დაემალა მართლმსაჯულებას. აქციის მონაწილეებმა სასამართლო დარბაზში გადაინაცვლეს. პოლიციის თანამშრომლები სასამართლოს შენობაში და შენობის შიგნითაც ამ დრომდე რჩებიან. [epn.ge]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (19.02.2013) — ქართულ ოსურმა მისიამ პარალმენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს  წერილით მიმართა

    TRX7-NEWS (19.02.2013) — ქართულ ოსურმა მისიამ პარალმენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს წერილით მიმართა

    ქართულ ოსურმა მისიამ პარალმენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს წერილით მიმართა, რომელშიც თავაზობს თანამშრომლობას და თხოვს დახმარებას მიმოსვლის გამარტივების, ოსი და აფხაზი ეროვნების პატიმართა სიის შესახებ და ოსი და აფხაზი ეროვნების პოლიტდევნილების საკითხებთან დაკავშირებით, წერილს უცვლელად გთავაზობთ : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს ბატონო დავით, ეს პირველი წერილია, რომლითაც „ქართულ-ოსური მისია“ მოგმართავთ. გთხოვთ, მიიღოთ პატივისცემის და თანამშრომლობის დასტურად. ასეთია მისიის განწყობა, რომლის შემადგენლობაში საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები არიან, მათ შორის სოხუმიდან და ცხინვალიდან. წინადადება თანამშრომლობის თაობაზე თქვენ გეკუთვნით. 2012 წლის 19 დეკემბერს [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (18.02.2013) — (Video) “შერატონ მეტეხი პალასში” მთავრობის 100-დღიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

    TRX7-NEWS (18.02.2013) — (Video) “შერატონ მეტეხი პალასში” მთავრობის 100-დღიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

    მთავრობის 100-დღიანი მუშაობის ანგარიში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” მოამზადეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ გამოსვლაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის სარკე იმისა, თუ როგორ მუშაობს ქვეყანა. სხვა საკითხებთან ერთად, პრემიერ–მინისტრი საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობის თემასაც შეეხო. “საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობას ყველა ვაღიარებთ, რადგან კონსტიტუცია ერთი კონკრეტული შემთხვევის, ჩემი მოქალაქეობის გამო მთლიანად ყირაზე დააყენეს და დღეს როგორც საფრანგეთის მოქალაქე, ისე ვხელმძღვანელობ მთავრობას. ევროპაში [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (18.02.2013) — „ახალი მემარჯვენეები“ : „საქართველოს დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნის მხრიდან  პრინციპულობას და თანმიმდევრულობას მოითხოვს და ოლიმპიადისადმი დამოკიდებულებაც  ამ პრინციპულობის გამოხატულებად უნდა იქცეს“

    TRX7-NEWS (18.02.2013) — „ახალი მემარჯვენეები“ : „საქართველოს დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნის მხრიდან პრინციპულობას და თანმიმდევრულობას მოითხოვს და ოლიმპიადისადმი დამოკიდებულებაც ამ პრინციპულობის გამოხატულებად უნდა იქცეს“

    რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის და აქედან გამომდინარე ორ ქვეყანას შორის შექმნილი დღევანდელი მდგომარეობის გამო ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებში პოლიტიკურად და მორალურად გაუმართლებლად მიგვაჩნია. პარასკევს, 15 თებერვალს ტელეკომპანია „მაესტროზე“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა გადაწყვეტილია და რომ აბაშიძე–კარასინის მომავალი შეხვედრის თემაც სწორედ ამ საკითხზე დეტალების დაზუსტება იქნება. საქართველოსთვის ოკუპაციის თემა ტრაგიკულად გადაეჯაჭვა ოლიმპიადის თემას. 2008 წელს სწორედ პეკინის ოლიმპიადის დროს მოხდა [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (18.02.2013) — „თეთრების“ ლიდერი საქართველოში მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია.

    TRX7-NEWS (18.02.2013) — „თეთრების“ ლიდერი საქართველოში მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია.

    „ ვიყავი და ვრჩები საქართველოში აზიზიეს სახელთან დაკავშირებული ნებისმიერი მშენებლობის წინააღმდეგი,მით უფრო, მეჩეთის, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი თავის განცხადებაში. რაც შეეხება მაჰმადიანური რწმენისადმი სრულიად ქართველთა, უპირველესად აჭარის მკვიდრთა დამოკიდებულებას, ამაზე მეტყველებს რამდენიმე ციფრი : საქართველოში დღეს ფუნქციონირებს:240 ჯამე და მეჩეთი; 8 მედრესე 3 000-მდე მოსწავლით; 197 მუსულმანური საკულტო და საგანმანათლებლო დაწესებულება. პარალელისათვის – თურქეთში არ არის არც ერთი მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მეჩეთის აშენება ხდება ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ, უნდა ითქვას, რომ ქართულ ძეგლთა რესტავრაციისათვის [...]

    Continue reading »

  •  
 
 

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.