Home » TRX7-NEWS » საზოგადოება

  • კატო ჩულაშვილი:  „ მარგინალი“ „მარგველა“–ს მოგვერდი და ძველი ავტორიტარული კონფლიქტების ახალი იარები

    კატო ჩულაშვილი: „ მარგინალი“ „მარგველა“–ს მოგვერდი და ძველი ავტორიტარული კონფლიქტების ახალი იარები

    საქმე საქმეზე რომ მიდგება, არცერთი წვეთი არასოდეს აღიარებს წყალდიდობაში თავის ბრალეულობას, არადა წვეთს დიდი ძალა აქვს!.. ნდობაც დიდი პრეტენზიული „ვინმეა“ – საშლელივით, ყოველ შეცდომაზე სულ უფრო ილევა და ილევა…  გულწრფელობა არც ისე იოლია. მეტიც, გულწრფელობა გამბედავი ადამიანების ჩვევაა. არ მაქვს პრეტენზია გამბედავობაზე. ქალი ვარ და დიდად არც მომეთხოვება, მაგრამ, მაინც გულწრფელად ვაღიარებ – არის მომენტები, როცა ჩემს ტოლერანტობას მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის სიმკაცრე განაპირობებს.  როგორც „რომანტიული აგებულების“ ქალბატონები ამბობენ, წლებისა და გამოცდილების გადმოსახედიდან უკეთ ხედავ, რომ ბედი არაერთხელ გაძლევდა შანსს, რომელსაც [...]

    Continue reading »

  • ვაჟა-ფშაველა: სადიდმარხვოდ

    ვაჟა-ფშაველა: სადიდმარხვოდ

    ამ დალოცვილს დიდმარხვას რომ საუბარი შეეძლოს, უთუოდ დიდს სამდურავს შეუთვლიდა და არც წყევლას დააკლებდა მარხვაჭამიებს, რომელნიც უფრო ბლომად მოიძებნებიან ქალაქ ადგილებში, მანამ სოფლად. სოფელს ჯერ კიდევ ძველი სუნი მოსდის და მამა-პაპათ ანდერძი არ დაუვიწყნია. ძველად, ხომ ვიცით, მარხვას დიდის პატივისცემით ეპყრობოღნენ და ეხლაც ისევ დალოცვილი ლობიო, მახოხი, ღოლოს საჭამაბდი და სხვანი მრავალნი მცენარეულნი საჭმელები არიან, დიდმარხვის პატივსაცემლად დამზადებულნი. ქალაქ ადგილას კი ყველა საზოგადოდ ჩვეულებისაგან აკრძალული საქმე ადვილად ჩასადენია კაცისაგან, ხოლო სოფელში ყველა მალე გაიგებს ავს საქმეს და ავის თვალითაც შეჰხედავენ. [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (17.03.2013) — “გუბერნატორის ინსტიტუტი უქმდება”

    TRX7-NEWS (17.03.2013) — “გუბერნატორის ინსტიტუტი უქმდება”

    “ახალი თაობის” მასალების მიხედვით “მომზადებულია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის დღეს არსებულ მმართველობის სისტემას. კონკრეტულად, ადამიანები, რომლებიც სოფლებში, თემებში, დაბებში ცხოვრობენ, ძალიან შორს არიან ადგილობრივი ხელისუფლებისგან. ხშირ შემთხვევებში არ შეუძლიათ მათ თავიანთი ხმა მიაწვდინონ ცენტრს არსებულ მოთხოვნილებებთან და საჭიროებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური შესაძლებლობები ძალიან მწირია, აქედან გამომდინარე მათ არ შეუძლიათ მოაგვარონ ძალიან ბევრი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები”, – აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “გუბერნატორის ინსტიტუტი [...]

    Continue reading »

  • სოლომონ თერნალელი: 1 ოქტომბრიდან ათვლა ხშირად მცდარია

    სოლომონ თერნალელი: 1 ოქტომბრიდან ათვლა ხშირად მცდარია

    ძალიან მიკვირს ის აჟიოტაჟი, რაც ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას მოჰყვა – ახალი მთავრობის დროსაც თავდაცვის სამინისტროს კომპიტერიდან ვირუსებს მიგზავნიდნენ და მისმენდნენო! ჯერ ერთი, ირაკლი ოქრუაშვილისგან რაც მოგვისმენია, უფრო მეტი არ დადასტურებულა. დავიშვათ, ოქრუაშვილის ეჭვი საფუძვლიანია და მას მართლაც უსმენდნენ თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერიდან. აქ საინტერესო ისაა, როდის იყო ეს. ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო ამონაწერი თითქოს დათარიღებულია 11 ნოემბრით! მე ამაში საოცრებას არ ვხედავ და მინდა მივმართო ყველას, ვინც გაოცებული კითხულობს, “…ნუთუ, 1 ოქტომბრის შემდეგ ეს შეიძლებოდა? ნუთუ, ალასანია იყო ამის ორგანიზატორი?..” 1 [...]

    Continue reading »

  •  
  • მოვა თუ არა ნაციონალური გაზაფხული? „შაჰიდი ლეოპოლდის“ მარტის სეზონი, ანუ არც ისე მარტივი ქართული ლოგიკა

    მოვა თუ არა ნაციონალური გაზაფხული? „შაჰიდი ლეოპოლდის“ მარტის სეზონი, ანუ არც ისე მარტივი ქართული ლოგიკა

    ეს კვირა ორშაბათული ამინდით, ქალების, გიჟების და გადარეულების შესაბამის კონტექსტში მოხსენიებით, ანუ სეზონური ნერვაშლილობით დაიწყო. არადა, ისეთი არაფერი მომხდარა – უბრალოდ მოთოვა. დღის მეორე ნახევარში კადრში და ყურადღების ცენტრში იყო კანცელარია „საათნახევრიანი, დახურული და საინტერესო …“ შეხვედრა სახელად „ჩემი შენ გითხარი“ – 2 “მძევლით”, რომელთაგან ერთი დარჩა კმაყოფილი, მეორე – უკმაყოფილო, ხოლო ჩვენ, რა თქმა უნდა -მხიარულები… დაახლოებით ამ სტილში: – ნარდის სათამაშოდ ვარ ჩამოსული ამხელა გზაზე? ნარდი პერის ეთამაშე! – პრიჩომ ზდეს პერი!? ბიჯო! კაცი ხარ და შედი კაცის მდგომარეობაში! … [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (5.03.2013) — „ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტმა დღის სინათლე ვერ იხილოს“

    TRX7-NEWS (5.03.2013) — „ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტმა დღის სინათლე ვერ იხილოს“

    „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მის ავტორებს დაუბრუნა. საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტი განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა წარუდგინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას გარკვეული ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა. კერძოდ, კანონპროექტი სხვა კანონებშიც იწვევდა ცვლილებებს, მაგრამ ეს ცვლილებები კანონპროექტს თან არ ახლდა. ამის გამო ის დაუბრუნდა იმ საინიციატივო ჯგუფს (ზვიად ქორიძე, ნინო ზურიაშვილი, ლაშა ტუღუში და სხვ.), რომელმაც კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა განსახილველად. შეგახსენებთ, კანონპროექტით სამაუწყებლო სფეროში სავალდებულო ტრანზიტის წესი შემოდის. შემოღებული იქნება მაუწყებლის ვალდებულება, მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ სუბიექტს ტრანზიტის უფლება მისცეს. ამასთანავე, [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (5.03.2013) — სავაჭრო ცენტრ „საბას“ ხანძართან დაკავშირებული ახალი დეტალები

    TRX7-NEWS (5.03.2013) — სავაჭრო ცენტრ „საბას“ ხანძართან დაკავშირებული ახალი დეტალები

    სავაჭრო ცენტრ „საბას“ მფლობელი, პაატა კაჭარავა ცენტრის დაწვას დივერსიას უწოდებს და ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა, ხანძარი მისმა კონკურენტებმა მოაწყვეს. შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრ „საბას“ ტერიტორიაზე ხანძარი საღამის საათებში გაჩნდა და შენობის რამდენიმე ათეული კვადრატული მეტრი იმსხვერპლა. თავდაპირველი ვერსია, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზად დასახელდა, ელექტროსადენების გაუმართაობა და მოკლე ჩართვა იყო, თუმცა სავაჭრო ცენტრის მფლობელი მაშინვე აცხადებდა, რომ მთელს შენობაში საღამოს საათებში ელექტროენერგია ითიშება და ამიტომ მოკლე ჩართვა ხანძრის მიზეზი ვერ გახდებოდა. პაატა კაჭარავა for.ge-სთან ხანძრის გამომწვევ ახალ მიზეზებზე საუბრობს. პაატა კაჭარავა: „სათვალთვალო კამერების ჩანაწერების [...]

    Continue reading »

  • დიპლომირებული გაზაფხული, ანუ პრეზიდენტი „თვით–დაცვის“ რეჟიმში

    დიპლომირებული გაზაფხული, ანუ პრეზიდენტი „თვით–დაცვის“ რეჟიმში

    არაფერი ისე არ აფხიზლებს დღის ბოლოს ადამიანს, როგორც სამუშაო მაგიდაზე დაღვრილი ერთი ფინჯანი ქაფქაფა ყავა. რა თქმა უნდა, მეტი მხნეობისთვის უკეთესი იყო მისი შინაგანად მიღება, მაგრამ ნუ დაიბნევით! ჩათვალეთ და ირგვლივ მყოფებსაც უთხარით, რომ ეს „პარასკევას“ ერთგვარი რიტუალია – უფრო ენერგიული და არომატული მომავალი სამუშაო კვირისთვის. რა თქმა უნდა, ამ მოკლე განმარტების შემდეგ, დასუფთავების მიმართულებით მოგიწევთ დამატებითი შრომა, მაგრამ აქაც იმით გაიმხნევეთ თავი, რომ არც ისე შორეული წარსულის ნაციონალური ბომონდი, მმართველი პარტიის სეფე –ქალები, პაჟები და, ზოგჯერ დოქსოპულოებიც ამ საქმით [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (1.03.2013) — (Video) პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია

    TRX7-NEWS (1.03.2013) — (Video) პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია

    პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია და ქართული ემიგრაციის დარბაზი გახსნა. სამკითხველო დარბაზში მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ისეთ უნიკალურ გამოცემებს და ბეჭდურ მასალებს, რომლებიც წითელი ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლიდან გამოიცემოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კაბინეტიც მოინახულა და მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოცემული უიშვიათესი მასალები დაათვალიერა. იგი ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის I და II კორპუსების სარეაბილიტაციო პროექტების გეგმებს გაეცნო და ერთ-ერთ დარბაზში გამოფენილი რეკონსტრუქციის ესკიზები და ილუსტრაციები მოინახულა. „30 წლის წინ ამ დარბაზში სტუდენტები საგამოცდო მასალებს და სხვადსხვა საკითხებს ვამზადებდით. [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (28.02.2013) — ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა

    TRX7-NEWS (28.02.2013) — ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსიების ბოროტად გამოყენების ბრალდებით რამდენიმე პირი დაკავების თაობაზე განცხადებას ავრცელევს, რომლის ტექსტსაც „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. დაკავებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თამაზ მღებრიშვილი და ამავე სამინისტროს საწარმოთა მართვის ყოფილი უფროსი აბესალომ გურგენიძე. ასევე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული იქნა ორი პირი, შპს „ლენისე კომპანის“ მფლობელი ლუხუმ კაპანაძე და სერგი [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (28.02.2013) — საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია

    TRX7-NEWS (28.02.2013) — საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია

    საქართველოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს. როგორც გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. რაც შეეხება არაგვისპირი-გუდაური (ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთს, აქ დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალი epn.ge

    Continue reading »

  • მოტივირებულად მო–შიში–ნე სამართალი, ანუ წერტილოვანი მასაჟი ოკუპაციის ფარგლებში

    მოტივირებულად მო–შიში–ნე სამართალი, ანუ წერტილოვანი მასაჟი ოკუპაციის ფარგლებში

    აღარ მინდოდა ისედაც თუჯივით მძიმე ორშაბათი ყავის ნალექით და დამემძიმებინა. დღეს სამშაბათია, ფანჯრებს მიღმა ისევ არასტაბილური პესიმისტების და რომანტიული ოპტიმისტების ამინდი დაიარება. არაზომიერ ტემპერატურასთან თანაცხოვრების მე–3 დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ის რაღაც „ვადიანი ვირუსი“ შემომიჩნდა და ჩემს უხასიათობას თბილისის მასშტაბით ყველაზე არომატული ყავაც კი ვერ შველის. უსაქმურობამ გამახსენა, – ბავშვობაში ყავის ნალექს ვიპარავდი და ჩუმად მივირთმევდი. არ ვიცი ჩემს შესაშინებლად მოიგონეს თუ რაიმე ოფიციალურ კვლევას ეყრდნობოდნენ ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ, მავნე ჩვევას იმ არგუმენტით გადავეჩვიე, რომლის თანახმადაც, ყავის ნალექი მილებს [...]

    Continue reading »

  •  
  • თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა!.. ანუ, დაუჩქარეთ და პირდაპირ იმოძრავეთ!

    თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა!.. ანუ, დაუჩქარეთ და პირდაპირ იმოძრავეთ!

    ყავის დროა! თუმცა ყავის დრო სულაა, ისე როგორც სიყვარულის… აი თავისუფლების დროზე რა გითხრათ?! თუმცა, თავისუფლებაც, ისე როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, შედარებითია, შეფარდებითიც და ჩანაცვლებითიც ყოფილა ჩვენთან, ანუ საქართველოში. რა ვქნათ, თუ თავისუფალ მედიაზე განსხვავებული წარმოდგენები გვაქვს?! დღეს მომეჩვენა, რომ , დაკითხვიდან გამოსული მთავარი რედაქტორი –გიორგი არველაძე , ისეთი ალალი იყო, როგორც არასდროს! რა, თქვენ არ მოგეჩვენათ? ბრმა და უმადური უნდა იყო, რომ თუნდაც პრანჭია „კაცის“ ღვაწლი და დამსახურება ვერ დაინახო… „პრანჭიათა“ კულუარებიდან გამოჟონა, სეზონური გარდერობის შერჩევისას, კატეგორიულად თავს იკავებენ [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (17.02.2013) — ზვიად ძიძიგური: აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი ვიყავი მაშინ და ახლაც

    TRX7-NEWS (17.02.2013) — ზვიად ძიძიგური: აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი ვიყავი მაშინ და ახლაც

    აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი ვიყავი მაშინ და ახლაც ვარ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობის დაწყებამდე „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. „აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი ვიყავი მაშინ და ახლაც ვარ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძეგლების რესტავრაციის წინააღმდეგი ვართ ჩვენ საქართველოში და მე რამდენადაც ვიცი, აზიზიეს მეჩეთზე ლაპარაკი არ არის. არსად წამიკითხავს, რომ აზიზიას მეჩეთის საკითხი ისევ დგება. ვნახე, რომ არის რომელიღაც კულტურული ძეგლის რესტავრაციის საკითხი, როგორც ვიცი, ეს არის მუსულმანური კულტურის ძეგლი”, -განუცხადა [...]

    Continue reading »

  • “ბაჩმან–ხათუნის” გოდების კედელი, ჩიორას ჩივილები და ჩიჩინი ფიჩინამდე, ანუ „3 ჩ“–ს საიდუმლო ნაციონალურად

    “ბაჩმან–ხათუნის” გოდების კედელი, ჩიორას ჩივილები და ჩიჩინი ფიჩინამდე, ანუ „3 ჩ“–ს საიდუმლო ნაციონალურად

    და იყო კიდევ ერთი კვირა ყავისმოყვარულ ქართველთა ცხოვრებაში… კოსმიური თუ პოლიტიკური ძვრებით, მინიმალური საარსებო კალათით და სახელფასო პრემიალური მაქსიმუმით, არც თუ ურიგო რიგგარეშე პარტიული ყრილობით, არც ისე საპრეზიდენტო ვოიაჟით, დაკითხული მერით, ბანკროტი პოლიტიკოსის 2 წუთში გაფენიქსებული რეიტინგით, თვით გურამ დონაძის მიერ ნებაყოფლობით ჩაბარებული 3 პასპორტით და 65 000 იანი შენატანით ბიუჯეტში, პენიტენციალური ქორწილით, კათოლიკური სიყვარულით და ისლამურ–მეზობლური ულტიმატუმებით. პროზაული დასაწყისიაო ვერ იტყვით, მაგრამ, ზოგჯერ საკვირაო განწყობას მხოლოდ კალენდარი ვერ შველის. ცოტა მეტია საჭირო! თუმცა, არის მომენტები, როცა მეტიც მეტისმეტია… ხომ გეუბნებოდით [...]

    Continue reading »

  • უყურადღებოდ დარჩენილი ლტოლვილთა სამყარო

    უყურადღებოდ დარჩენილი ლტოლვილთა სამყარო

    ამა წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომს 5 წელი შეუსრულდება. როდესაც გორში ხალხი იხოცებოდა, საზოგადოება დარდობდა და გლოვობდა, პარალელურად თბილისში მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კონცერტები იმართებოდა. ბოლოს ინამუსა მიშამ და ნერვიულობის გამოსახატად წითელი ჰალსტუხის ჭამის ხერხს მიმართა, “ანერვიულდა“ პრეზედენტიც.10000-ზე მეტი ქართველი გახდა საკუთარ მიწაწყალზე ლტოლვილი. საკუთარი სახლებიდან ხალხს ცხვრის ფარასავით მიერეკებოდნენ დაუსახლებელ მინდვრებში გაშენებულ ქოხებში, რომელსაც მაშინდელი უმცირესობა „საქათმეებს“ უწოდებდა და ხელისუფლებას ყოველ წამს ახსენებდა, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო. იყვირეს, ირბინეს არჩევნებში მოიგეს, მაგრამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ლტოლვილთა გარიყული სამყარო არავის გახსენებია. [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (20.01.2013) — სოლომონ თერნალელი: ლენინიზმიდან – ფელინიზმამდე

    TRX7-NEWS (20.01.2013) — სოლომონ თერნალელი: ლენინიზმიდან – ფელინიზმამდე

    ფეისბუქზე ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა “ამარკორდი” ახსენდა და მივხვდი, რომ ქართველები, ბოლო თვეებია, ფელინის სურათებში გადავსახლდით. ოღონდ ძნელი გასარკვევია, კონკრეტულად, სად ვართ უფრო მეტად – „ორკესტრის რეპეტიცია“, „და გემი მიცურავს“, თუ მართლაც – „ამარკორდში“. საშინელება თითქოს უკან დარჩა, მაგრამ ჯერ კიდევ შავი ყორანივით მოგვჩახვის და გაურკვევლობის გამოც და ხალხის გადაღლის გამოც გროტესკი მძლავრობს. ამას განსაკუთრებულ ტონს აძლევს პრეზიდენტის უსასრულობამდე მისული აბსურდული „ბრიყვინგები“ (შოთა გლურჯიძის ტერმინი), როცა ის არც იმას გვაკლებს, რომ თავისი თავი დედა ტერეზად და ალექსანდრე მაკედონელად წარმოგვიდგინოს (იანუსივით) და [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (15.01.2013) — პრემიალურად არომატიზირებული ყავა, ანუ ჩემს მაგივრადაც დაიბედეთ, რა!

    TRX7-NEWS (15.01.2013) — პრემიალურად არომატიზირებული ყავა, ანუ ჩემს მაგივრადაც დაიბედეთ, რა!

    – „არა! ასე აღარ ვთამაშობ!..“ ოცნებები უნდა სრულდებოდეს, თორემ უკვე ვიწყებ ნერვიულობას…  ხან „ჯერ მაგის დრო არააო!“, მერე,“ რაღა დროს ეგააო!“ და, ამასობაში, კი გავიდა ცხოვრება… ეგ ცხოვრებაც კარგი ტიპია, – რატომღაც, ჩვენი გეგმების კითხვა ეზარება. მერე, ამ სიზარმაცის კომპენსაციად, გვაძლევს შანსს ერთს, ორს, ზოგჯერ სამსაც. „ძველით“ და „ახლით“ ახალი წელი და ბედობა წყვილ–წყვილად აბა რისი ნიშანი უნდა იყოს? მაგალითად, 14 იანვრის ღამეს საქართველოში ყველა ბებიას ეძლევა წლის უკანასკნელი შანსი – გამოისყიდოს და თავი იმართლოს „გადამალული“ გოზინაყის და ჩურჩხელების გამო. ჩვენც [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (11.01.2013) — თბილისური ყავა ორ ყლუპად პირის სიმშრალის საწინააღმდეგო ეფექტით

    TRX7-NEWS (11.01.2013) — თბილისური ყავა ორ ყლუპად პირის სიმშრალის საწინააღმდეგო ეფექტით

    მიყვარს არა, მიყვარდა ბათუმში, პორტის ყავახანაში, ანუ „ბერეგზე“ ქვიშაზე მოდუღებული ყავის დალევა. იმაზე ადრე გაგრაში მიყვარდა, „კარაველას“ წინ, ფერადი ქოლგების ქვეშ ყავა ყლუპებით. ალბათ, რაღაცას ვიხანგრძლივებდი ქვეცნობიერად… თუმცა, გამოვტყდები, რომ ამ ორ ქალაქზე უფრო მაინც თბილისი მიყვარს, მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარს, თუნდაც ყველაზე ფალსიფიცირებული „ყავის ნარეცხით“… აქ კი რაო? დიქტატურა და ბორშჩი როგორ სჯობს ბაყაყებს და დემოკრატიასო… რა შუაშია და რამ გამახსენა? პასუხისთვის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაისეირნეთ, სანაპიროს მისადგომებთან.. მძაფრი შეგრძნებისთვის ღამის საათები სჯობს. რა დროს ზღვა და სეირნობაა ამ [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (07.01.2013) — ალილოობა საქართველოში

    TRX7-NEWS (07.01.2013) — ალილოობა საქართველოში

    „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყნასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. „და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყოსოსა მათსა. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ ზედა, და დიდებაჲ უფლისაჲ გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა. და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოოთ ყრმაჲ იგი [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (07.01.2013) — (Video) პრეზიდენტი სამებაში

    TRX7-NEWS (07.01.2013) — (Video) პრეზიდენტი სამებაში

    საქართველოს პრეზიდენტი საშობაო წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო და იქ შეკრებილ მრევლსა და სრულიად საქართველოს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (07.01.2013) — (Video) ბიძინა ივანიშვილის საშობაო მილოცვა

    TRX7-NEWS (07.01.2013) — (Video) ბიძინა ივანიშვილის საშობაო მილოცვა

    სადღესასწაულო წირვა-ლოცვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ჭორვილაში მდებარე 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში დაესწრო. “შობა საყვარელი და ტრადიციული დღესასწაულია ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ამ დღეს უდიდესი სიხარულით ველოდებით და ყველა ოჯახში საზეიმო განწყობა სუფევს. შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და მჯერა, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, ახალი შემართებით ავაშენებთ ჩვენს საოცნებო საქართველოს.” – ასე მიულოცა ბიძინა ივანიშვილმა მართლმადიდებლურ სამყაროს შობის ბრწყინვალე დღესასწაული.

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (06.01.2013) — მოგონებების ყელსაბამი, შობის თბილი სუნთქვა და მოლოდინში „დაწერილი ყავა“

    TRX7-NEWS (06.01.2013) — მოგონებების ყელსაბამი, შობის თბილი სუნთქვა და მოლოდინში „დაწერილი ყავა“

    ჩემს ცხოვრებაში (ისე, როგორც თქვენს ცხოვრებაში) მოიპოვება წამები, რომელთა აკინძვა და, სხვა ძვირფასეულობასთან ერთად, ზარდახშაში შენახვა მინდება. მაშინ, როცა ძალიან მიჭირს, ამ ფაქიზად ასხმულ წამებს ყელზე სამკაულივით ვირგებ და მშველის ისევ თავიდან გასაბრწყინებლად… შეიძლება ზედმეტად „ქალურ– სენტიმენტალური“ რამე ვთქვი, მაგრამ, ბოლო დროს, ამ განწყობაზე ვარ. ალბათ იმიტომ, რომ ახალი ისეთი არაფერი ხდება, ყოველ შემთხვევაში, ჯერ–ჯერობით არაფერი, რომ ყელზე ჩამოსაკიდებლად ღირდეს. უბრალოდ ვაკეთებ აღმოჩენებს „ადამიანთმცოდნეობაში “, მაქვს თავზე საყრელი დრო, იდეა და გროშიც არ მიჭყავის ჯიბეში. მერე რა? არც არაფერი, რომ ზამთარია, [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (06.01.2013) — (Video) დღეს სომხური სამოციქულო წმინდა მართმადიდებლური ეკლესია  შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს.

    TRX7-NEWS (06.01.2013) — (Video) დღეს სომხური სამოციქულო წმინდა მართმადიდებლური ეკლესია შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს.

    წმინდა ეჩმიაძინის სახელობის ავლაბრის სომხურ ეკლესიაში გამართულ საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო. ბიძინა ივანიშვილმა სომხურ სამოციქულო ეკლესიას, მის წინამძღოლსა და მრევლს დღესასწაული პირადად მიულოცა. საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ–მინისტრი კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებასაც დაესწრო, რომელშიც ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. შესრულდა სომხური ხალხური ცეკვები და სიმღერები.

    Continue reading »

  •  
 
 

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.