Home » TRX7-NEWS » კულტურა

  • აჩიკო ბენაშვილი: პოპ–პორტრეტები: რობერტ ფრიპი და King Crimson – დიდი მუსიკოსების სამჭედლო (ნაწილი III)

    აჩიკო ბენაშვილი: პოპ–პორტრეტები: რობერტ ფრიპი და King Crimson – დიდი მუსიკოსების სამჭედლო (ნაწილი III)

    …გავიდა შვიდი წელიწადი და როკ მუსიკაში ზოგადად  შეიცვალა მიდგომა რეპერტუართან, ჟღერადობასთან, ტექსტებთან თუ კიდევ იმ მუსიკოსებთან, რომელთაც დააარსეს კიდეც როკული მსოფლმხედველობა, აერთიანებდა რა იგი 60-70-ების დასაწყისში დიუან ალმანსა და ანდერსონს, ჯერი გარსიასა და გარი ბრუკერს… იმ დროს სპექტრი უკიდეგანო იყო, მსმენელს კი ყველაფერი მოსწონდა, თუნდაც მკვეთრად განსხვავებული, მაგრამ მაინც ერთნაირად კარგი. Genesis-ის მსმენელი Led Zeppelin-საც უსმენდა,  Jefferson Airplane-ისა კი King Crimson-ს… 80-ები კი უკვე ერთგვარი გაუკაცრიელების, მუსიკალურ სუნთქვასთან გაუცხოვებისა და როკ შემეცნების ფლაგმანების დროებით მივიწყების ეპოქად იქცა. სწორედ მაშინ მკვიდრდებოდა [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (1.03.2013) — (Video) პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია

    TRX7-NEWS (1.03.2013) — (Video) პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია

    პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია და ქართული ემიგრაციის დარბაზი გახსნა. სამკითხველო დარბაზში მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ისეთ უნიკალურ გამოცემებს და ბეჭდურ მასალებს, რომლებიც წითელი ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლიდან გამოიცემოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კაბინეტიც მოინახულა და მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოცემული უიშვიათესი მასალები დაათვალიერა. იგი ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის I და II კორპუსების სარეაბილიტაციო პროექტების გეგმებს გაეცნო და ერთ-ერთ დარბაზში გამოფენილი რეკონსტრუქციის ესკიზები და ილუსტრაციები მოინახულა. „30 წლის წინ ამ დარბაზში სტუდენტები საგამოცდო მასალებს და სხვადსხვა საკითხებს ვამზადებდით. [...]

    Continue reading »

  • პოპ–პორტრეტები: Quicksilver Messenger Service – სურნელოვანი როკის ლაღი მხედრები

    პოპ–პორტრეტები: Quicksilver Messenger Service – სურნელოვანი როკის ლაღი მხედრები

    Quicksilver Messenger Service ფსიქოდელიური ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრად გამომხატველი ჯგუფია, რომელმაც საკუთარ ტყავზე გამოცადა საზოგადოებასთან ოპოზიციაში ყოფნის ყოველგვარი დადებითი თუ უარყოფითი ასპექტი. ჯგუფის წევრები ხშირად კომუნის სახით ცხოვრობდნენ, თრიაქთან შინაურულად იყვნენ და ამიტომაც კომუნა ზოგჯერ ციხის კედლებით ეცვლებოდათ ხოლმე. ასე იყო მომღერალ დინო ვალენტის შემთხვევაში, რომელიც ჯგუფის არსებობის საუკეთესო პერიოდში, სასჯელს იხდიდა… Quicksilver Messenger Service 1965 წელს შეიქმნა და ამერიკის სამხრეთ სანაპიროზე იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ კოლექტივს ეპოქალური ფილმი Revolution გაახმოვანებინეს ისე, რომ ჯგუფის წევრები ეკრანზედაც კი ხშირად ჩნდებოდნენ. [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (30.12.2012) — აჩიკო ბენაშვილი: Led Zeppelin – ზეიმი შედგა!

    TRX7-NEWS (30.12.2012) — აჩიკო ბენაშვილი: Led Zeppelin – ზეიმი შედგა!

    როდესაც როკ მუსიკის მოყვარულები 2012 წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ვაფასებთ, ალბათ უპირველეს ყოვლისა მასობრივი მსმენელის ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ და ორიოდე სიტყვით შევეხოთ კონცერტს, რომელიც მართალია ხუთი წლის წინათაა ჩატარებული, მაგრამ მის DVD ვერსიას, მოუთმენლად ველოდით ყველა – დიდიან-პატარიანად. მეტიც, ჩვენთანაც კი, არის ოჯახები, სადაც პაპებთან ერთად, 7-10 წლის შვილიშვილებიც გაიძახოდნენ – „ახალი ბლექ დოგი და ქაშმირი მინდა“… ამგვარად, იმდენად დიდი იყო მოლოდინი იმისა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მობილური ტელეფონის კამერით გადაღებული ერთი მეტ-ნაკლებად უმჯობესი ვერსია წარსულს ჩაბარდებოდა, რომ ზუსტად ხუთი [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (16.12.2012) — ფესტივალი “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” გაიმართება

    TRX7-NEWS (16.12.2012) — ფესტივალი “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” გაიმართება

    კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მე-15 საერთაშორისო ფესტივალი “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” გაიმართება. “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” 16-30 დეკემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო გაიმართება. ფესტივალს დღეს გახსნის ვოკალური მუსიკალური კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ ზურაბ სოტკილავა, მარიონა ნაჭყებია, ქსენია ლეონიდოვა და კარინა პოღოსბეკოვა. “საახალწლო მუსიკალური შეხვედრების” ფარგლებში გაიმართება ჯაზის საღამო, საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი, ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი, თენგიზ ამირეჯიბის საიუბილეო საღამო და კამერული მუსიკალური კონცერტი- ლიანა ისაკაძის სოლისტობით. epn.ge    

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (09.12.2012) — ჯიმი ჰენდრიქსი – სიყვარულის ტირილი (ნაწილი III)

    TRX7-NEWS (09.12.2012) — ჯიმი ჰენდრიქსი – სიყვარულის ტირილი (ნაწილი III)

    ცით ანგელოზი ჩამოსულიყო და გადარჩენა ეწადა ჩემი, მამცნო ამბავი ამბორისა მთვარისა და ღრმა ლურჯი ზღვისა, გაშალა ფრთები და მითხრა, რომ დაბრუნდება ხვალ… და მე ვუთხარ: „გაფრინდი ჩემო ძვირფასო, იფრინე ცაში ჩემო ანგელოზო, ხვალიდან შენთან ვაპირებ ყოფნას“.. და მოვიდა იგი ამ დილით და ვერცხლისფრად დაფარა ბავშვის ნათება და თქვა: „დღეს შენი აღზევების დღეა, მომკიდე ხელი, დღეიდან ჩემი იქნები, აღზევდები და ამაღლდები და მე ვუთხარ: „გაფრინდი ჩემო ძვირფასო, გაფრინდი ჩემო ანგელოზო, უკუნისამდე შენთან ვიქნები“… ჯიმი ჰენდრიქსი Angel ჰენდრიქსს იქამდე ხუთი წლით ადრე, [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (02.12.2012) — ჯიმი ჰენდრიქსი – ელექტრული ლედის იდუმალებით აღსავსე სამყარო (ნაწილი II)

    TRX7-NEWS (02.12.2012) — ჯიმი ჰენდრიქსი – ელექტრული ლედის იდუმალებით აღსავსე სამყარო (ნაწილი II)

    1968 წელს ინგლისურმა ხმის ჩამწერმა ფირმა Track Records-მა, იმ დროისათვის ძალზედ უცნაური გაფორმების მქონე ვინილის ფირფიტა გამოსცა. ალბომის გარეკანზე ნახევრად შიშველი ლამაზმანები იყვნენ გამოსახულნი. როგორც ჩანს, Track Records-ის მესვეურებმა ჯიმი ჰენდრიქსის ორდისკიანი გიგანტ ალბომის სკანდალური გაფორმებითა და ელექტრული ლედის ჰენდრიქსისეული ხედვის ამგვარად წარმოსახვით, სერიოზული რეკლამის განხორციელება განიზრახეს. შედეგად ამერიკაში Track Records-ის ვინილი ოფიციალური გაყიდვებიდან ამოიღეს, ადგილობრივი Reprise Records-ის ვერსიაში კი გაფორმების გარდა, როგორც ამერიკაში ასე სჩვევიათ ინგლისურ ჯგუფებთან დაკავშირებით, სიმღერათა წყობაც (ამ შემთხვევაში ვინილის დისკის გვერდების მიმდევრობა) ტრადიციულად უხეიროდ შეცვალეს. [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (25.11.2012) — ჯიმი ჰენდრიქსი – მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანესი მუსიკოსი (ნაწილი I)

    TRX7-NEWS (25.11.2012) — ჯიმი ჰენდრიქსი – მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანესი მუსიკოსი (ნაწილი I)

    2012 წელი ერთი როკ თარიღის თვალსაზრისით, მართლაც რომ უმნიშვნელოვანესია. საქმე ისაა, რომ წლეულს ჯიმი ჰენდრიქსს 70 წელიწადი შეუსრულდებოდა; ეს კი იმას ნიშნავს, რომ როკმა მიიღო უკვე 70 წლიანი გამოცდილება, თუმც მისი უმთავრესი წარმომადგენლის გარეშე, მე-20 საუკუნის პოპ მუსიკის განვითარება სულ რაღაც ხუთიოდე წელიწადში რომ იწინასწარმეტყველა და გამორჩეული ლიდერის სახით ჩაუდგა სათავეში ყველა იმ მუსიკალურ ტენდენციასა თუ მსოფლმხედველობას, სადაც ვოკალის თანხლებით გიტარა, მცირეოდენ როლს მაინც ასრულებდა, ანუ არსებობდა… The Jimi Hendrix Experience ლონდონში ჩამოყალიბდა. Cream–თან ერთად, ეს იყო მსოფლიოში პირველი როკ–ტრიო, [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (18.11.2012) — კლდესა და… როკში

    TRX7-NEWS (18.11.2012) — კლდესა და… როკში

    თავის დროზე ამ ალბომის სახელწოდება არასწორად ითარგმნა, თუმცა ქართველმა როკ მუსიკის მოყვარულმა ეს თარგმანი ისევე ალალად მიიღო (მით უმეტეს იმ დროს), როგორც თვით ნამუშევარი, თორემ Deep Purple-ს ნებისმიერი ნაწარმოები, ხომ „როკშია“ გაკეთებული. იქამდე, იან გილანისა და როჯერ გლოვერის მოსვლის შემდეგ კი Deep Purple-მ ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლის დარბაზში, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით დირიჟორ მალკოლმ არნოლდის ხელმძღვანელობით, იმ დროისათვის უნიკალური ნაწარმოები Concerto For The Group And Orchestra წარმოადგინა. ერთდისკიანი ნამუშევარი 55 წუთს გრძელდებოდა და გარდა იმისა, რომ მელომანისათვის ადვილი საშოვნელი არ იყო, [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (11.11.2012) — Procol Harum-ის ერთი შესანიშნავი ნაწარმოების ირგვლივ

    TRX7-NEWS (11.11.2012) — Procol Harum-ის ერთი შესანიშნავი ნაწარმოების ირგვლივ

    როკ მუსიკა, მით უმეტეს გარიჟრაჟზე, ახალგაზრდა – ზოგჯერ მეამბოხე ადამიანების მუსიკად მიიჩნეოდა. მართალიცაა, მაგრამ არის გამონაკლისები, რომელთა გაელვებაც დღემდე გაკვირვებას იწვევს, მით უმეტეს, რომ სიმღერები მასობრივად ეყიდებოდათ და ჩარტებშიც უმაღლეს ადგილებს იკავებდნენ. როგორ ხდებოდა, რომ Jethro Tull ყველაზე „კონცეპტუალური“ ალბომებით განაგებდა ამერიკის ჰიტ პარადებს? რატომ იყო, რომ Melody Maker-მა 1969 წელს მსოფლიოს საუკეთესო ჯგუფთა ხუთეულში Beatles-თან, Rolling Stones-თან და Led Zeppelin-თან ერთად, Genesis და Jethro Tull შეიყვანა და ა.შ. მრავალი შეკითხვაა, რომელზედაც პასუხი თითქოს არ არსებობს და აზრიც არ აქვს [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (4.11.2012) — დევიდ ბოუი – ახალი ბრიტანული სასცენო იმიჯის დამამკვიდრებელი

    TRX7-NEWS (4.11.2012) — დევიდ ბოუი – ახალი ბრიტანული სასცენო იმიჯის დამამკვიდრებელი

    როკ-მუსიკა დაიკვეხნის მუსიკოსებით, რომლებიც წარმმართველ როლს ასრულებენ არამარტო ჟანრის განვითარების, არამედ ამის თანმხლები, ზოგჯერ არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესების განვითარების თვალსაზრისითაც, რაც გამოიხატება ახალი მოდის, ჩაცმულობის, ქცევის, კულტურული ტენდენციებისა თუ იდენტურობის ჩამოყალიბებაში. დევიდ ბოუი მუსიკოსია, რომელმაც გასული საუკუნის 70-იანებიდან მოყოლებული, პოპ მუსიკალური სცენა განსხვავებული სახით დაგვანახა და რეპერტუართან ერთად, სცენური იმიჯი არანაკლებ მნიშვნელოვნად წარმოაჩინა. თუმცა იქამდე იყო მუსიკოსად ჩამოყალიბების წლები, რომელთაც ინგლისელ მოზარდზე, ტრადიციული ზეგავლენა მოახდინეს და თვალწინ განვითარების არაერთი გზა გადაუშალეს. დევიდ ბოუი, ჯერ კიდევ დაწყებით სასკოლო ასაკში ავლენდა მშფოთვარე და [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (28.10.2012) — სტივ ჰარისი – ჰევი მეტალ სცენის ბრიტანელი ლომი!

    TRX7-NEWS (28.10.2012) — სტივ ჰარისი – ჰევი მეტალ სცენის ბრიტანელი ლომი!

    გასული საუკუნის 70-იანი წლების დასასრულს, როდესაც როკ მუსიკა თითქოს ჩრდილში იყო მოქცეული, მისი განვითარება იდეური თვალსაზრისით, მაინცდამაინც თვალშისაცემი არ ყოფილა. სამაგიეროდ აშკარა იყო ჟღერადობის გამძლავრება, რაც ერთის მხრივ სტუდიური ტექნოლოგიის განვითარების, მეორეს მხრივ კი – კაცობრიობის მე-20 საუკუნესთან დაახლოვების და აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგიური დაძაბულობიდან გამომდინარე შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ თვალსაზრისით, ეპოქას ერთი ათწლეულით, მოქმედ (და არამარტო) ჯგუფთაგან, იმ დროისათვის მხოლოდ Black Sabbath-მა გადაუსწრო, რომელმაც კაცობრიობის ეს ეტაპი, ჯერ კიდევ 1960-ების ბოლოს იწინასწარმეტყველა… აი სხვები კი… სხვები მის ტალღას გაჰყვნენ, რაც საბოლოოდ [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (22.10.2012) — ჯონ ჰაისმანი – დასარტყამი ინსტრუმენეტებით მართული ბრიტანული ჯაზ-როკი

    TRX7-NEWS (22.10.2012) — ჯონ ჰაისმანი – დასარტყამი ინსტრუმენეტებით მართული ბრიტანული ჯაზ-როკი

    როკ სამყაროს მრავალფეროვნებას ის მუსიკოსები განაპირობებენ, რომლებიც მუდმივად ახლის ძიებაში იმყოფებიან; თუ საჭიროა „დასასვენებლად“ გადიან სცენიდან, მერე ან აღარ უბრუნდებიან, ან თუ კიდევ უბრუნდებიან, მაშინ აზრიანად და გასახარად უკვე სამი თაობის მსმენელისა. ჯონ ჰაისმანის ბიოგრაფია სრულად ასახავს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ზემოთაა მოყვანილი, რადგან მუსიკოსმა გასული საუკუნის 60-ებიდან მოყოლებული, არაერთ მუსიკალურ ჟანრში იმოღვაწა, 1980-იან წლებში განერიდა უაღრესად „გაპაპსავებული“ პოპ სცენიდან გამომდინარე, მისთვის უსაყვარლესი ჯგუფის აღდგენას და გააკეთა ეს ზუსტად მაშინ, როდესაც საჭირო იყო, რადგან 1994 წლისათვის მას უკვე ვერცერთი პროდიუსერი ვეღარ [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (14.10.2012) — მარინა ბერიძე: თაკო ჩარკვიანი გაბრაზებული და აგრესიული იყო…

    TRX7-NEWS (14.10.2012) — მარინა ბერიძე: თაკო ჩარკვიანი გაბრაზებული და აგრესიული იყო…

    „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შორის შეხვედრა ჩაიშალა. სამინისტროს თანამშრონლებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მოგვიანებით კულტურის მინისტრობის კანდიდატის, გურამ ოდიშარიას სახელზე მათ მიერ გაკეთებული გაცხადება სოციალური ქსელით გავრცელდა.  „მოგმართავთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლები! 2012 წლის 12 ოქტომბერს, სამინისტროში უნდა შემდგარიყო პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროს დეპარტამენტების დირექტორებსა და თქვენს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის მიზანი, ჩვენი აზრით, იყო სამინისტროს საქმიანობის, უკვე განხორციელებული, ასევე მიმდინარე პროექტების გაცნობა, რომელიც არაკონსტრუქციულობის გამო ჩაიშალა. თუ გაქვთ სურვილი, რომ [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (14.10.2012) — Sweet – ზოგჯერ „არასვიტური“, თანაც ტკბილი და განუხორციელებელი

    TRX7-NEWS (14.10.2012) — Sweet – ზოგჯერ „არასვიტური“, თანაც ტკბილი და განუხორციელებელი

    70-იანი წლების პოპ მუსიკა იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ მუსიკის მსმენელს არაერთი, თუნდაც როკ სტილის არჩევანი ჰქონდა, თუ ვისთვის მოესმინა ამა თუ იმ ეპიზოდში, განწყობის მიხედვით. 60–ების მეორე ნახევრის ბლიუზურ საფუძველზე აგებული ბრიტანული როკი ნელ–ნელა სულ უფრო მეტად გასართობ ტენდენციებს ამჟღავნებდა და დაკვრის ფანტაზიაზე მეტ მნიშვნელობას, სასცენო იმიჯსა და მოხატვა–მორთულობას ანიჭებდა. ამის ერთ–ერთ და სერიოზულ სულისჩამდგმელად დევიდ ბოუი გვევლინება, რომელიც 60–იანების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ინგლისური პოპ მუსიკის მეინსტრიმის ერთ–ერთ სერიოზულ ფიგურად იქცა. მას მოჰყვა მარკ ბოლანი და კიდევ სხვანი და სხვანი, [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (14.10.2012) — თაკო ჩარკვიანი: „კულტურის სამინისტროში ვეებერთელა თანხები არამიზნობრივად არის დახარჯული“

    TRX7-NEWS (14.10.2012) — თაკო ჩარკვიანი: „კულტურის სამინისტროში ვეებერთელა თანხები არამიზნობრივად არის დახარჯული“

    ხელისუფლების გადაბარების პროცესი თითქოს ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ გარკვეული პრობლემები შეიქმნა კულტურის სამინისტროში, სადაც მინისტრობის კანდიდატის, გურამ ოდიშარიას მიერ მივლენილი სამუშაო ჯგუფის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრა პრაქტიკულად ჩაიშალა. ამის შემდეგ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა გურამ ოდიშარიას სპეციალური განცხადებით მიმართეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლის 12 ოქტომბერს სამინისტროში უნდა შემდგარიყო პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროს დეპარტამენტების დირექტორებსა და მინისტრობის კანდიდატის წარმომადგნელებს შორის. “შეხვედრის მიზანი, ჩვენი აზრით, იყო სამინისტროს საქმიანობის უკვე განხორციელებული, ასევე მიმდინარე პროექტების გაცნობა, რომელიც არაკონსტრუქციულობის გამო ჩაიშალა. თუ გაქვთ [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (07.10.2012) — UFO – ამოუცნობი მფრინავი ობიექტი?

    TRX7-NEWS (07.10.2012) — UFO – ამოუცნობი მფრინავი ობიექტი?

    როკ მუსიკის ისტორიამ შემოინახა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული ერთგულებით ემსახურებოდა ზოგადად როკის იდეის განხორციელებას მთელი თავისი არსებობის მანძილზე. რაოდენ დასაფასებელია ამ თვალსაზრისით კონკრეტული შემსრულებელი, თუკი მას არამცთუ ჟანრისთვის, არამედ საკუთარი ჯგუფისთვისაც კი არასოდეს უღალატნია და წლევანდელ ალბომშიც წარმმართველ როლს თამაშობს ჩვენში საკმაოდ დაუფასებელ და ზედმეტად უცნობ კოლექტივში, რომელსაც არსებობის 43 წლის ისტორია გააჩნია. ვისაც არ გაუგია UFO, ალბათ ამ სახელწოდების გაგონებისთანავე იფიქრებს, რომ ეს კოლექტივი ზოგადად ელექტრონული მუსიკის მიმდევარია, იქნება ეს სინთეზატორული, თუ დღევანდელ დღეს კომპიუტერული განხრით. ჯგუფ UFO –ში [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (23.09.2012) — (Video) …მაგრამ ვერასოდეს დამალავთ, რომ მორალურად არარაობა ხართ

    TRX7-NEWS (23.09.2012) — (Video) …მაგრამ ვერასოდეს დამალავთ, რომ მორალურად არარაობა ხართ

    „თუკი საზოგადოებას ცივილურობის დონის შეცნობა სურს, შეიხედოს საკუთარი ციხის კედლებში“ (ფიოდორ დოსტოევსკი).ს „როდესაც ვუცქერ საინფორმაციო გამოშვებებს, ვხვდები, რომ სამყაროს ისინი მართავენ, ვინც არასოდეს უსმენს მუსიკას“ – ეს სიტყვები უკვე ბობ დილანს ეკუთვნის, რომლის ცნობილი პოლიტიკური-ანტისაომარი, თუ სოციალური ხასიათის ტექსტები, ზოგადად ჰუმანური ადამიანის პროტესტს განასახიერებენ და უხსნიან მას აზროვნებას იმ მიმართულებით, რომ არვინ დაჩაგროს და ისე არ მოექცეს სხვას, როგორც საკუთარი თავისადმი არ ისურვებდა. როკ მუსიკა ყოველთვის განსაკუთრებული სიმძაფრით ეხმაურებოდა და გარკვეულწილად მართავდა კიდეც დასავლური სამყაროს სოციალურ, თუ პოლიტიკურ ცხოვრებას. მეორე [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (16.09.2012) — უორენ ჰეინსი – ბლიუზი ძველი მეგობრებისა და თითო კათხა ლუდის თანხლებით…

    TRX7-NEWS (16.09.2012) — უორენ ჰეინსი – ბლიუზი ძველი მეგობრებისა და თითო კათხა ლუდის თანხლებით…

    მე-20 საუკუნის 80-იანი წლები ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი აღმოჩნდა პოპ მუსიკის ორიენტაციის შეცვლის თვალსაზრისით. როდესაც დღესდღეობით თვალყურს ვადევნებთ თუნდაც 2000 წლიდან მოყოლებულ ცვლილებებს, ერთის მხრივ, მას შემდეგ 12 წელიწადი გავიდა, მაგრამ თითქოს ბევრი არც არაფერი შეცვლილა კომერციული მუსიკის მეინსტრიმის თვალსაზრისით. აი ძველად კი… წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკაში ერთდროულად მოღვაწე თუნდაც Jefferson Airplane და The Allman Brothers Band, ჩარტების სათავეებში ჩამდგომი უკვე სხვადასხვა თაობის ჯგუფები იყვნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ სულ ცოტა ხანში დაარსებულ Eagles-სა თუ Kansas-ზე, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდებოდნენ ზემოთქმული კოლექტივებისაგან, როგორც [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (09.09.2012) — სუზი კუატრო – „ეს ესტრადაა”-თი გაცნობილი გოგონა

    TRX7-NEWS (09.09.2012) — სუზი კუატრო – „ეს ესტრადაა”-თი გაცნობილი გოგონა

    პოპ მუსიკა მე-20 საუკუნის დასავლური ხელოვნების ფრიად უცნაური სფეროა. შვიდი ნოტისაგან შექმნილი ჰანგები ჰქმნიან და ცვლიან შემსრულებელთა ბიოგრაფიებს და რაც მთავარია, ფანტაზიის უნარს უათკეცებენ არამარტო მის წარმომჩენთ, არამედ მსმენელთ, რომლებიც ათწელეულების შემდეგ გაიხსენებენ ბატონ ევგენი მაჭავარიანს თავისი საავტორო ჯერ „ესტრადა და თანამედროვეობითა“, ხოლო შემდეგ კი „ეს ესტრადაა“-თი, აღიდგენენ იმ ჯგუფებსა თუ შემსრულებლებს, რომლებიც დღეს მაინცდამაინც დიდი პოპულარობით აღარ სარგებლობენ, აწონ-დაწონიან – აზრი აქვს მათ ხელახლა მოსმენას, თუ არა, შემდეგ იტყვიან, რომ დრო ტყუილად არ დაუკარგავთ (ყოველ შემთხვევაში იხტიბარს არ გაიტეხენ) [...]

    Continue reading »

  •  
  • Anna Dello Russo-ს 10 მოდური წესი ვიდეოში Fashion Shower

    Anna Dello Russo-ს 10 მოდური წესი ვიდეოში Fashion Shower

            4 ოქტომბერიდან გაყიდვაშია  Anna Dello Russo-ს აქსესუარების კოლექცია  for H&M, მანამდე კი ექსცენტრიულმა Anna Dello Russo-მ კლიპი წარმოგვიდგინა, სადაც სტილის რამოდენიმე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩაგვიტარა. მაშ ასე, დაიმახსოვრეთ წესები, რომლის დაცვის შემთხვევაში თქვენ ნებისმიერი ფართის ვარსკვლავი იქნებით: „წესი № 1 მოდა არის თქვენი განაცხადი  თავისუფლებაზე“ „წესი № 2 სტილსა და მოდას შორის აირჩიეთ მოდა“ „წესი № 3  მოდა ყოველთვის დისკომფორტია. თუკი თავს კომფორტულად გრძნობთ, ესე იგი თქვენი სტილი არ შედგა“ „წესი №4  ნებისმიერ ასაკში უნდა გამოიყურებოდეთ ვარსკვლვივით“ [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (07.09.2012) — ჯაბა ჯიშკარიანმა ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

    TRX7-NEWS (07.09.2012) — ჯაბა ჯიშკარიანმა ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

    7 სექტემბერს „თავისუფალი საქართველოს“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჯაბა ჯიშკარიანმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ჯიშკარიანის განცხადებით იგი კარგად იცნობს ნაძალადევის პრობლემებს და მაქსიმალურად ეცდება აღნიშნული პრობლემების მათთან ერთად მოგვარებას. პარტიის ინფორმაციით #15 საშუალო სკოლის შენობა ნაციონალური მოძრაობის ნაძალადევის მაჟრიტარობის კანდიდატმა მერაბ სამადაშვილმა შეისყიდა. ჯიშკარიანი ადგილობრივებს აღნიშნული საკითხის გარკვევას დაჰპირდა. გარდა ამისა, „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს პარტიის წინასაარჩევნო გეგმები გააცნო და მოუწოდა არჩევნებზე მისვლისაკენ, რადგან თითოეულმა ადამიანმა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა, რათა დავამარცხოთ სააკაშვილის რეჟიმი [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (07.09.2012) — ია მერკვილაძე: გაიცანით ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი და ძალიან კარგი ადამიანი დუდანა მაზმანიშვილი

    TRX7-NEWS (07.09.2012) — ია მერკვილაძე: გაიცანით ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი და ძალიან კარგი ადამიანი დუდანა მაზმანიშვილი

    დუდანა მაზმანიშვილი: „პოლიცენტრული“ ცხოვრება მაქვს… დუდანა არც ისე დიდი ხნის წინ ნიუ იორკელი იყო, ახლა კი ბერლინში ცხოვრობს. მუსიკა, მწერლობა, თარგმნა (ამჟამად მაქს ფრიშის წერილების თარგმნზე მუშაობს), მხატვრობა, არქეოლოგია, ჭადრაკი, დიპლომატია, რეჟისურა…  ფილმის გადაღებაც კი უნდოდა თინეიჯერს და სცენარიც დაწერა, კლასელებთან ერთად გადაღებისთვისაც კი ემზადებოდნენ. ეს მისი ინტერესების არასრული ჩამონათვალია და მისი ცხოვრების სტილიც. თავის თავზე კი უფრო ლაკონურად საუბრობს, ამბობს, რომ არის მუსიკოსი და აქვს „პოლიცენტრული“ ცხოვრება. დუდანა თბილისში დაიბადა და 14 წლამდე დედაქალაქში ცხოვრობდა. ხატვის ნიჭი პატაროებიდანვე აღმოაჩნდა [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (02.09.2012) — მარტინ კოკერჰემი – ფოლკ როკის ფსიქოდელიური გამოძახილი

    TRX7-NEWS (02.09.2012) — მარტინ კოკერჰემი – ფოლკ როკის ფსიქოდელიური გამოძახილი

    როკ–მუსიკის განვითარების ხანაში, როდესაც ჩნდებოდა უამრავი ახალი სახელი და მიმდინარეობა, იყვნენ ისეთი მუსიკოსებიც, ვისთვისაც უცხო იყო რაიმე ტიპის ჟანრობრივი შეზღუდვები და ტრადიციული მიდგომები. მით უფრო უცნაურია, როდესაც საქმე ეხება ფოლკ როკ რეპერტუარს, რომლის პოპულარობასაც ინგლისში აბსოლუტურად ლოგიკურად უმეტესწილად განსაზღვრავდა ტრადიციული თემატიკა და Fairport Convention, Steeleye Span, String Incredible Band თუ Pentangle–ის ფოლკ როკ ჯგუფობის თვალსაზრისით, „მეგა ვარსკვლავი“ კოელქტივები. მათ ფონზე ძალიან უცნაურად ჩანდა ერთი თამამი მუსიკოსის გამოცხადება ბრიტანულ როკ სცენაზე, რომლის მიზანიც მსმენელთა წინაშე ახალი ინგლისური ხალხური მუსიკის წარმოჩენა იყო. [...]

    Continue reading »

  •  
 
 

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.