Home » AutoMan

  • AutoMan (23.11.2012) — Lamborghini Aventador – როდსტერიც.

    AutoMan (23.11.2012) — Lamborghini Aventador – როდსტერიც.

    კომპანია Lamborghini-მ ოფიციალურად წარმოადგინა თავისი სუპერქარის – Lamborghini Aventador LP700-4-ის გადახდილი ვერსიის – Lamborghini Aventador LP700-4 Roadster-ის ოფიციალური გამოსახულებები და ტექნიკური ინფორმაცია.             კუპესთან შედარებით ცვლილებები არცთუ გლობალურია და ძირითადად ჭერის, როგორც მზიდი ელემენტის მოშორებით გამოწვეული ტექნიკური პერეტრუბაციითაა გამოწვეული. თავად ჭერი ნახშირბოჭკოსაგანაა დამზადებული, მხოლოდ 6 კილოგრამს იწონის, ორი ნაწილისაგან შედგება და ხელით იხსნება. გარდა ამისა, სუპერროდსტერმა უფრო მტკიცე უკანა შუშა, განსხვავებული უკანა საყრდენები და სპეციალური დეფლექტორი მიიღო, რომელიც მგზავრებს ჭერგადახდილ ავტომობილში მგზავრობისას ქარისაგან იცავს. საფირმო [...]

    Continue reading »

  • AutoMan (22.11.2012) — ყველაზე მდიდრული კროსოვერი.

    AutoMan (22.11.2012) — ყველაზე მდიდრული კროსოვერი.

    ბრიტანულმა კომპანიამ Eterniti Motors-მა განაცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდრული კროსოვერის – Eterniti Artemis-ის წარმოებას იწყებს, რომელსაც თავად ინგლისელები „მსოფლიოში პირველ სუპერკროსოვერს“ უწოდებენ.                 აღსანიშნავია, რომ Eterniti Artemis მთლიანად ახალი არ გახლავთ – გამოცდილი თვალი ავტომობილის ყურადღებით დათვალიერებისთანავე მიხვდება, რომ რეალობაში Porsche Cayenne Turbo-ს ძალზე სერიოზულ და ღრმა, პრაქტიკულად ქარხნულ ტუნინგთან გვაქვს საქმე. თავად განსაჯეთ: ინგლისელებმა Porsche Cayenne Turbo-ს ძარაში კარბონისაგან დამზადებული მთელი რიგი ახალი ელემენტები გამოიყენეს, 4,5-ლიტრიანი ბენზინის სტანდარტული ტურბო- V8-ს სიმძლავრე კი [...]

    Continue reading »

  • AutoMan (21.11.2012) — პირველი ესპანური კროსოვერი.

    AutoMan (21.11.2012) — პირველი ესპანური კროსოვერი.

    2015 წელს Seat თავის ისტორიაში პირველი კროსოვერის წარმოებას შეუდგება – აცხადებს საავტომობილო გამოცემა Autocar ესპანური ფირმის პრეზიდენტის ჯეიმს მიურის სიტყვებზე დაყრდნობით. ზომებში ახალი კროსოვერი Volkswagen Tiguan-ისა და Nissan Qashqai-ს მსგავსი იქნება, ხოლო გარეგნულად 2011 წლეს ჟენევაში წარმოდგენილ კონცეპტუალურ Seat IBX-ში ნაპოვნ გადაწყვეტილებებს განავითარებს         გარდა ამისა, ჯეიმს მიურმა განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა, ესპანური მარკის სამოდელო გამაში კიდევ უფრო პატარა კროსოვერიც თუ იქნებოდა – ისეთი, როგორიც Volkswagen Taigun-ია: ასეთი მოდელი, თურმე, მარკას აუცილებლად უნდა ჰყავდეს. თუ ყველაფერი [...]

    Continue reading »

  • AutoMan (20.11.2012) — ჯიბის რაკეტა.

    AutoMan (20.11.2012) — ჯიბის რაკეტა.

      კომპანია Opel პარიზის ავტოსალონზე წარმოდგენილი თავისი უახლესი მინი-ავტომობილის ექსტრემალურ ვერისას გამოუშვებს, რომელსაც Opel Adam OPC დაერქმევა – საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება საავტომობილო გამოცემა EVO. ახალი „ჯიბის რაკეტა“, სავარაუდოდ, სრულიად ახალ 1,4-ლიტრიან ბენზინის ოთხცილინდრიან ტურბოძრავას მიიღებს, რომლის სიმძლავრეც დაახლოებით 182 ცხენისძალა იქნება. ამ ძრავასთან 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი იქნება აგრეგატირებული. სავარაუდოდ, Opel Adam OPC გაყიდვაში 2014 წლიდან გამოვა, თუმცა კონცეპტის სახით მას, როგორც ჩანს, უკვე ჟენევის ავტოსალონზე, 2013 წლის მარტში ვიხილავთ. [დიტო ცოტნიაშვილი]

    Continue reading »

  •  
  • AutoMan (19.11.2012) — განსაკუთრებული სერია.

    AutoMan (19.11.2012) — განსაკუთრებული სერია.

                    კომპანია Daimler-მა ოფიციალურად წარმოადგინა სუპერქარი Mercedes-Benz SLS AMG Black Series, რომლის გაყიდვებიც 2013 წლის ივნისში დაიწყება. როგორც Mercedes-Benz-ის „შავი სერიის“ სხვა ავტომობილები, Mercedes-Benz SLS AMG Black Series-იც უფრო მძლავრი ძრავით, შემცირებული მასითა და გაუმჯობესებული აეროდინამიკით გამოირჩევა. სუპერქარის კაპოტქვეშ იგივე 6,2-ლიტრიანი ბენზინის ტურბო-V8 დგას, როგორიც – „სტანდარტულ“ Mercedes-Benz SLS AMG-ზე, თუმცა ეს აგრეგატი „შავ სერიაზე“ 583-ის ნაცვლად 622 ცხენისძალას და 634-ის ნაცვლად 648 ნიუტონ-მეტრს ავითარებს. გაზრდილი სიმძლავრის მეოხებით სუპერკარის დინამიკაც გაიზარდა: Mercedes-Benz SLS [...]

    Continue reading »

  • AutoMan (18.11.2012) — Peugeot – ახალი ოთხკარიანი კუპე.

    AutoMan (18.11.2012) — Peugeot – ახალი ოთხკარიანი კუპე.

    2015 წელს კომპანია Peugeot თავისათვის სრულიად ახალ ავტომობილს – ოთხკარიან კუპეს წარმოადგენს: აცხადებს ცნობილი ფრანგული საავტომობილო გამოცემა L’Automobile. სადღეისოდ ამ მოდელის შესახებ, რომლის შიდასაქარხნო აღნიშვნაც R85-ია, არცთუ ბევრი რამაა ცნობილი. სავარაუდოდ მისი სიგრძე 4,6 მეტრს მიაღწევს და თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ახა მოდელს Peugeot 501-ს დაარქმევენ. ამ მოდელის კონკურენტად ფრანგები, არც მეტი, არც ნაკლები, სერიული წარმოებისათვის თითქმის მომზადებულ პატარა ოთხკარიან კუპე Mercedes-Benz CLA-ს მოიაზრებენ. ზოგიერთმა ეს შედარება, შესაძლოა, გაზვიადებულადაც ჩათვალოს, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ახალი Peugeot 501 ფირმის [...]

    Continue reading »

  • AutoMan (17.11.2012) — ახალი ბრენდი.

    AutoMan (17.11.2012) — ახალი ბრენდი.

                                                    2013 წლის მარტში, ჟენევის ავტოსალონზე სრულიად ახალი ბრენდის – ჩინური Qoros-ისა და ამ მარკის პირველი ავტომობილის დებიუტი შედგება. Qoros ჩინური საავტომობილო კომპანია Chery-ს შვილობილი ბრენდია, რომლის საშუალებითაც „დედა-კომპანია“ ევროპულ ბაზარზე გასვლას გეგმავს. პიონერი კი ამ საქმეში გოლფ-კლასის სედანი იქნება, რომელსაც სწორედ ჟენევაში წარმოადგენენ. ავტომობილის საფუძველი საკუთარი ძალებით შექმნილი უახლესი პლატფორმა იქნება, რომელზეც მოგვიანებით ასევე დაეფუძნება ჰეტჩბეკი, [...]

    Continue reading »

  • AutoMan (16.11.2012) — BMW M6 Gran Coupe – პირველი ფოტოები.

    AutoMan (16.11.2012) — BMW M6 Gran Coupe – პირველი ფოტოები.

    გლობალურ ქსელში ექსტრემალური ოთხკარიანი კუპე BMW M6 Gran Coupe-ს პირველი ფოტოსურათები გავრცელდა, რომელიც ფოტოჯაშუშებმა მწარმოებლის მიერ მოწყობილ დახურულ პრეზენტაციაზე გადაიღეს.                   მიუხედავად იმისა, რომ კონცერნმა BMW-მ ახალი მოდელის მხოლოდ ტიზერები გამოაქვეყნა, ჩინურმა პორტალმა Autohome ავტომობილის სრულფასოვანი გამოსახულებები გამოაქვეყნა. გარეგნულად ახალი BMW M6 Gran Coupe „უბრალოდ“ BMW 6 Gran Coupe-საგან ჟანრისათვის დამახასიათებელი დსტალებით განსხვავდება: უფრო დინამიური და აგრესიული გარეგნობა, განსხვავებული ბამპერები წინ აგრესიული „ნესტოებითა“ და უკან – ორმაგი დიფუზორით, სპეციალური აეროდინამიკული პაკეტი ავტომობილის [...]

    Continue reading »

  •  
  • AutoMan (15.11.2012) — ახალი ოთხკარიანი.

    AutoMan (15.11.2012) — ახალი ოთხკარიანი.

    2013 წლის იანვარში დაგეგმილ დეტროიტის ავტოსალონზე კომპანია Maserati თავის სამოდელო რიგში ერთადერთი ოთხკარიანი სედანის – Maserati Quattroporte-ს ახალი, რიგით მეექვსე თაობა. პირველი „ოთხკარიანი“ (Quattroporte იტალიურად სწორედ „ოთხკარიანს“ ნიშნავს) 1968 წელს გამოჩნდა და სწორედ მან დაუდო დასაბამი ზოგადად ამ მოდელისათვის დამახასიათებელ ნიშნებს: ჯერ სად იყო 5-ე და 7-ე კლასის BMW-ები და ატელიე AMG-ს მიერ შექმნილი სპორტული Mercedes-Benz-ები, როდესაც პირველივე სერიის Maserati Quattroporte-მ გააჩინა ტერმინი „სპორტული ლუქს-სედანი“.                 მას შემდეგ ოთხი თაობა შეიცვალა და დღეს [...]

    Continue reading »

  • AutoMan (14.11.2012) — Porsche -ს ახალი კორსოვერი – პირველი ვიდეო.

    AutoMan (14.11.2012) — Porsche -ს ახალი კორსოვერი – პირველი ვიდეო.

    გლობალურ ქსელში ახალი ვიდეორგოლი გამოჩნდა, რომელზეც სრულიად ახალი კროსოვერი – Porsche Macan-ია გამოსახული: ეს ავტომობილი მნახველთა წინაშე ოფიციალურად 2013 წელს წარსდგება – ჯერჯერობით დასაზუსტებელია, მოდელს სახელად Macan ერქმევა თუ – რაიმე სხვა სახელი. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი კროსოვერი გარეგნულადთავის „უფროს ძმას“ – Cayenne-ს ჰგავს, თუმცა ზომებში უფრო მცირეა, უფრო დინამიური დიზაინი და ჭერის უფრო მეტად დახრილი უკანა საყრდენები აქვს. Porsche Macan-ის საფუძველი სწორედ ის პლატფორმაა, რომელზეც უკვე აგებულია Audi Q5, თუმცა Porsche-ს სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დაკიდება თავიდან ბოლომდე რევიზირებული და [...]

    Continue reading »

  • AutoMan (13.11.2012) — Lexus -ის ახალ პატარა კორსოვერს NX-ს დაარქმევენ.

    AutoMan (13.11.2012) — Lexus -ის ახალ პატარა კორსოვერს NX-ს დაარქმევენ.

    როგორც ჩანს, კომპანია Lexus-მა უკვე შეარჩია სახელი თავისი პატარა კოსოვერისათვის, რომელიც ახალი თაობის Toyota RAV4-ის ბაზაზე შეიქმნება – პრემიუმ-მოდელს Lexus NX-ს დაარქმევენ.             რაც შეეხება „დონორს“ – ახალი თაობის Toyota RAV4-ს, ჩვენ მასზე ზაფხულში უკვე ვისაუბრეთ და ახლა მხოლოდ ახალი ილუსტრაციების წარმოდგენით შემოვიფარგლებით, ხოლო პრემიალურ Lexus NX-ზე უფრო დაწვრილებით შევჩერდებით.         ახალი ლუქს-კროსოვერი პირველ ეტაპზე მინიმუმ ორი მოდიფიკაციით გამოვა: საბაზო იქნება ვერსია Lexus NX 200t, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოდელს 2,0-ლიტრიანი ტრუბოძრავა [...]

    Continue reading »

  • AutoMan (12.11.2012) — BMW-ს ახალი 4-ე სერია.

    AutoMan (12.11.2012) — BMW-ს ახალი 4-ე სერია.

    როგორც ჩანს, BMW მაინც აპირებს 4-ე სერიის გამოშვებას – იუწყება ავტორიტეტული გერმანული საავტომობილო გამოცემა Auto Motor und Sport. თანაც ახალი 4-ე სერია საწყის ეტაპზე ოთხკარიანი კუპე გახდება, რომელიც BMW-ს 3-ე კლასზე დიდი, თუმცა 5-ე კლასზე პატარა იქნება. მოგვიანებით კი 4-ე სერიის სახელწოდებას ახალი კუპეები და კაბრიოლეტებიც მიიღებენ, რომლებიც დღეს არსებულ 3-ე სერიის კუპეებსა და კაბრიოლეტებს შეცვლიან.                             გარდა ახალი ძარისა და უფრო აგრესიული და დინამური დიზაინისა, ახალი [...]

    Continue reading »

  •  
  • AutoMan (11.11.2012) — ახალი Cadillac Escalade უკვე ტესტებზეა.

    AutoMan (11.11.2012) — ახალი Cadillac Escalade უკვე ტესტებზეა.

    2013 წლის მეორე ნახევარში კონცერნ General Motors-ის ლუქს-ქვეგანაყოფი ახალი თაობის Cadillac Escalade-ს წარმოადგენს, რომლის სავალი პროტოტიპების გამოცდები უკვე მთელი სვლით მიმდინარეობს და ისინი ფოტოჯაშუშთა ობიექტივებშიც მოხვდნენ.       წინასწარი მონაცემებით, საყოველთაოდ გამეფებული ტენდენციის მიუხედავად, როდესაც ყოველი მომდევნო მოდელი წინამორბედს ზომებში აღემატება, ახალი Cadillac Escalade წინა მოდელთან შედარებით ზომებში დაიკლებს და მასზე უფრო მცირე მოცულობისა და ეკონომიური ძრავები დადგება, თუმცა ის კვლავინდებურად იქნება ყველზაე ფეშენებელური და მდიდრული მოდელი კონცერნის მთელს სამოდელო გამაში. ზოგიერთი წყარო დამაჯერებლად ირწმუნება, რომ ერთ-ერთი ძრავა Vortec [...]

    Continue reading »

  • AutoMan (10.11.2012) — Renault-ს სიახლეები.

    AutoMan (10.11.2012) — Renault-ს სიახლეები.

    სულ ახლახანს დასრულებულ პარიზის ავტოსალონზე კომპანია Renault-მ, შვილობილი კომპანიის – Dacia-ს ბრენდით, თავისი მსოფლიო ბესტსელერის – მოდელ Logan-ის ახალი თაობა წარმოადგინა, რომელზეც ჩვენ საკმაოდ დაწვრილებით გესაუბრეთ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი Logan წინამორბედზე გაცილებით სიმპათიურად გამოიყურება, თუქეთში უკვე Renault-ს ბრენდით წარმოდგენილი Logan კიდევ უფრო მიმზიდველი და სიმპთიური აღმოჩნდა, ვიდრე – პარიზული Dacia Logan.         გარდა დიზაინისა, შეიცვალა სახელწოდებაც – თურქულ Renault-ს სახელად Symbol ერქმევა, მისი აღჭურვილობა კი უფრო მდიდარია, ვიდრე – Logan-ისა: მაქსიმალურ კომპლექტაციაში „თურქი“ შვიდდუიმიანი სენსორული ეკრანით, [...]

    Continue reading »

  • AutoMan (9.11.2012) — Porsche ახალ სუპერქარს ამზადებს.

    AutoMan (9.11.2012) — Porsche ახალ სუპერქარს ამზადებს.

      როგორც საავტომობილო გამოცემა Auto Express იუწყება, კომპანია Porsche-ს გენერალურმა დირექტორმა მათიას მიულერმა Ferrari 458 Italia-სა და McLaren MP4-12C-ს კონკურენტის შექმნის პროცესს „მწვანე შუქი“ მისცა. გამოცემის აზრით, Porsche-ს სამოდელო გამაში ის „თეთრი ლაქა“ უნდა გაქრეს, რომელიც Porsche 911 GT2 RS-სა და ჰიბრიდულ სუპერქარ Porsche 918 Spyder-ს შორის არსებობს. ახალი მოდელი Porsche 961-ის სახელწოდებას მიიღებს და მისი ღირებულება დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი იქნება. როგორც ჩანს, ახალი მოდელი უკვე არსებულ 4,6-ლიტრიან ბენზინის V8-ს მიიღებს, რომლის დღეს არსებული ვერსია 577 ცხენისძალას ავითარებს. სავარაუდოდ, [...]

    Continue reading »

  • AutoMan (8.11.2012) — Mazda RX-7-ის ახალი თაობა სცენაზე გამოსასვლელად ემზადება.

    AutoMan (8.11.2012) — Mazda RX-7-ის ახალი თაობა სცენაზე გამოსასვლელად ემზადება.

        2017 წლისათვის კომპანია Mazda თავისი ლეგენდარული სუპერქარის – Mazda RX-7-ის ახალი თაობის დებიუტს ამზადებს, თანაც უკვე დღეს აინტერესებს ყველას ამ თემის ყველაზე მთავარი საკითხი – რა ძრავა ექნება ახალ თაობას, რომლის ყველა წინამორბედი სწორედ რომ როტორული ძრავით იყო აღჭურვილი და დღეს Mazda მსოფლიოში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ასეთი ტიპის ძრავების სერიულ წარმოებას აგრძელებს. სწორედ 2017 წელს სრულდება 50 წელი იმ მომენტიდან, რაც იაპონურმა კომპანიამ როტორული ძრავების წარმოებას მიჰყო ხელი და, დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი თაობის Mazda RX-7-ზე [...]

    Continue reading »

  •  
  • AutoMan (7.11.2012) — ახალი Mercedes-Benz A-კლასი – ექსტრემალური ვერსია.

    AutoMan (7.11.2012) — ახალი Mercedes-Benz A-კლასი – ექსტრემალური ვერსია.

    კომპანია Mercedes-Benz-მა თავისი ახალი თაობის A-კლასის ექსტრემალური ვერსიის – Mercedes-Benz A 45 AMG-ს „თითქმის ოფიციალური“ ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც პრაქტიკულად კამუფლაჟის გარეშეა გადაღებული. აქვე გთავაზობთ „ნახევრადსპორტული“ ვერსიის – Mercedes-Benz A 250 AMG-ს ექსტერიერისა და ინტერიერის გამოსახულებებს, რადგან ამ ორ მოდელს, როგორც ჩანს, დიზაინსა და სტილში ბევრი რამ ექნებათ საერთო.                         ახალ Mercedes-Benz A 45 AMG-ზე ასევე სრულიად ახალი, ოთხცილინდრიანი, 2,0-ლიტრიანი ტუბოძრავა დადგება, რომლის სიმძლავრეც 350 ცხენისძალა იქნება, გაწევა კი – [...]

    Continue reading »

  • AutoMan (6.11.2012) — ახალი Subaru Forester.

    AutoMan (6.11.2012) — ახალი Subaru Forester.

            ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე, რომელიც 28 ნოემბერს გაიხსნება, კომპანია Subaru თავისი კროსოვერის – Forester-ის განახლებულ ვერსიას წარმოადგენს: სულ ახლახანს კომპანიამ ახალი მოდელის პირველი ოფიციალური ფოტოსურათები გამოაქვეყნა. თუმცა იაპონელები ირწმუნებიან, რომ ავტომობილის ძარა სრულიად ახალია, ამის დაჯერების ნაკლები საფუძველი არსებობს: როგორც პროპორციებით, ასევე საერთო ზომებით, კარებებისა და შუშების ჭრილებით და ბევრი სხვა ძირითადი დეტალით ახალი მოდელი წინამორბედს პრაქტიკულად იმეორებს. მნიშვნელოვანი სიახლე „სახის გამომეტყველებაა“: ახალი ფარები, რადიატორის ცხაური, ბამპერები, გარე სარკეები და დისკები. სალონში – მოწყობილობათა ახალი პანელი, ახალი კონსოლი [...]

    Continue reading »

  • AutoMan (5.11.2012) — ახალი Bugatti Veyron – ველოდოთ?

    AutoMan (5.11.2012) — ახალი Bugatti Veyron – ველოდოთ?

          კომპანია Bugatti საკუთარ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე მძლავრი ავტომობილის წარმოდგენას აპირებს – როგორც ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმებიდან ირკვევა, 2013 წლის სექტემბერში, ფრანკფურტის ავტოსალონზე მნახველთა წინაშე ახალი Bugatti Veyron წარსდგება, რომლის სიმძლავრეც ერთბაშად 1600 ცხენისძალა იქნება. დიახ, ეს შეცდომა არაა – ათას ექვსასი ცხენისძალა: როგორც ჩანს, საუბარი იქნება იმავე W16 სქემის ბენზინის ტურბოძრავაზე, თუმცა მისი მუშა მოცულობა ამჯერად არა 8,0 ლიტრი, არამედ უკვე 9,6 ლიტრი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში მთლად გასაოცარი ამ ძრავის კოლოსალური სიმძლავრე სულაც არაა [...]

    Continue reading »

  • AutoMan (4.11.2012) — ახალი Skoda Octavia – ვიცით თითქმის ყველაფერი

    AutoMan (4.11.2012) — ახალი Skoda Octavia – ვიცით თითქმის ყველაფერი

    ჩეხეთში ჟურნალისტებისათვის ახალი, მესამე თაობის Skoda Octavia-ს დახურული პრეზენტაცია შედგა, რომელზეც წინასერიული ავტომობილები წარმოადგინეს – მანქანებს ექსტერიერისა და ინტერიერის ზოგიერთი დეტალი სანიღბავი აფსკით ჰქონდათ დაფარული, თუმცა როგორც გარე, ასევე შიდა არქიტექტურის საერთო ხასიათისა და მრავალი დეტალის შესახებ საკმაოზე მეტად ცხადი წარმოდგენა შეგვექმნა.           როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის კუთხით საქმე გვაქვს „ჯანსაღ კონსერვატიზმთან“, ანუ – წინა მოდელში ნაპოვნი და არაერთხელ გამოყენებული გადაწყვეტილებების ახლებურ პრაქტიკულად ახლებულ გადამღერებასთან, რომელსაც ჩეხი ინჟინრები ტრადიციების გაგრძელებასა და მარადიული ღირებეულებების ერთგულებას უწოდებენ: თავად [...]

    Continue reading »

  •  
  • AutoMan (2.11.2012) — Audi Q? – სამოდელო რიგი იზრდება.

    AutoMan (2.11.2012) — Audi Q? – სამოდელო რიგი იზრდება.

    ორიოდე წელიწადში Audi თავისი დიდი კროსოვერის – Q7-ის წარმოებას დაასრულებს და უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ამ მოდელს შემცვლელი არ ეყოლება – ის ტრანსფორმაციას განიცდის და მინიმუმ ორ სამოდელო რიგად გაიყოფა: ერთი მათგანი მოიაზრება, როგორც „კუპე-კროსოვერი“ და BMW X6-ის პირდაპირი კონკურენტი, ხოლო მეორე სამოდელო რიგი ერთგვარ „ქვეშტოებად“ გაიყოფა, რომელთაგან ერთი ისეთი დიდი კროსოვერების კლასში მოხვდება, როგორებიცაა Range Rover და Mercedes-Benz GL, ხოლო მეორე კიდევ უფრო დიდი ზომის კროსოვერების – Cadillac Escalade-სა და Infiniti QX56-ის კონკურენტად მოიაზრება. ამგვარად, სახეზე გვექნება სამი [...]

    Continue reading »

  • AutoMan (1.11.2012) — Mazda6 – სამოდელო რიგში კუპეც იქნება.

    AutoMan (1.11.2012) — Mazda6 – სამოდელო რიგში კუპეც იქნება.

    როგორც საავტომობილო გამოცემა Auto Express იუწყება, ახალი თაობის Mazda6-ის სამოდელო რიგში, რომლის ვერსიებმაც, სედანისა და უნივერსალის ტიპის ძარით, დებიუტი შესაბამისად მოსკოვისა და პარიზის ავტოსალონებზე იზეიმეს, უახლოეს მომავალში სრულფასოვანი ორკარიანი კუპეც გამოჩნდება. სავარაუდოდ, კუპეზე ძრავების იგივე რიგი გამოჩნდება, რომლებითაც უკვე აღჭურვილნი არიან სედანი და უნივერსალი: ბენზინის ატმოსფერული 2,0- და 2,5-ლიტრიანი ძრავები (165 და 192 ცხენისძალა) და 2,2-ლიტრიანი ტურბოდიზელი (173 ცხენისძალა). ყველა ამ ვერსიისათვის შესაძლებელი იქნება გადაცემათა როგორც მექანიკური, ასევე ავტომატური 6-სიჩქარიანი კოლოფები. სავარაუდოდ, Mazda6 Coupe-ს ექსტრემალური ვერსიაც ეყოლება, რომელიც, საფირმო ტრადიციისამებრ, [...]

    Continue reading »

  • AutoMan (31.10.2012) — ახალი Range Rover Sport – პირველი ინფორმაცია.

    AutoMan (31.10.2012) — ახალი Range Rover Sport – პირველი ინფორმაცია.

    როგორც საავტომობილო გამოცემა Autocar იუწყება, ახალი თაობის Range Rover Sport დაახლოებით იმავე მიმართულებით განახლდება, რომელიც უკვე გაიარა პარიზში წარმოდგენილმა ბრენდის ფლაგმანმა. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ სპორტული ვერსიის წონა, ალუმინის ახალი პლატფორმისა და მისი დამზადების ტექნოლოგიის წყალობით, დაახლოებით 300 კილოგრმით შემცირდება. ავტომობილის საერთო დიზაინი, წინამორბედის მსგავსად, ერთგვარი კუთხოვანებით იქნება გამორჩეული, ხოლო კარებები და საქარე მინის ჭრილი საფლაგმანო Range Rover-ის იდენტური იქნება. ინტერიერის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, თუ ჯაშუშთა ფოტოების მიხედვით ვიმსჯელებთ, მისი სტილისტიკა საფლაგმანო მოდელისა და პატარა Range Rover [...]

    Continue reading »

  • AutoMan (30.10.2012) — Honda Jazz/ Fit კროსოვერად იქცა.

    AutoMan (30.10.2012) — Honda Jazz/ Fit კროსოვერად იქცა.

                  ბრაზილიაში, სან-პაულუში გამართულ ავტოსალონზე კომპანია Honda-მ თავისი საკმაოდ პოპულარული მოდელის – საქალაქო მოკროვენ Honda Jazz/Fit-ის „გაკროსოვერებული“ ვერსია წარმოადგინა, რომელსაც ბოლოსართად Twist დაემატა. გარეგნულად ახალი მოდელი დონორისაგან ისეთი „კროსოვერული“ ელემენტებით გამოირჩევა, როგორებიცაა ბამპერების, ზღურბლებისა და ბორბლების თაღების პლასტიკით დაცვა, შეცვლილი წინა ფარები, რადიატორის ცხაური და სარკეები და რელინგები სახურავზე. და, რა თქმა უნდა, რამდენიმე სანტიმეტრით გაზრდილი კლირენსით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საწყის ეტაპზე Honda Jazz/Fit Twist მხოლოდ წინახიდიანი ვერსიით გამოვა, თუმცა, იმავე იაპონიის შიდა ბაზარზე, [...]

    Continue reading »

  •  
 
 

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.