Home » TRX7-NEWS » ბიზნესი

  • TRX7-NEWS (28.02.2013) — საქართველოში შესაძლოა რუსი სომელიეები ჩამოვიდნენ

    TRX7-NEWS (28.02.2013) — საქართველოში შესაძლოა რუსი სომელიეები ჩამოვიდნენ

    მარტის ბოლოსთვის საქართველოში შესაძლოა რუსი სომელიეები ჩამოვიდნენ . როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა განაცხადა ,სომელიები საქართველოში ვიზიტს მარტის ბოლოსთვის გეგმავენ. ხეცურიანის განმარტებით, ეს არ იქნება პროპაგანდისტული ვიზიტი რომელიმე მხარისთვის, არამედ ამ ადამიანებს ქართული ღვინის გასინჯვა გულწრფელად აინტერესებთ. ხეცურიანის ცნობით, სომალიები საქართველოში რამის შესამოწმებლად კიარ ჩამოდიან, არამედ მათ სურთ, გაეცნონ, რა მოხდა ბოლო წლების განმავლობაში. მისივე ინფორმაციით, ონიშენკოს წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში ღვინის ხარისხის შემოწმებას კიარ ემსხურება, არამედ იმას, თუ რა პირობებში მზადდება ღვინო, რადგან ისინი ღვინის სპეციალისტები [...]

    Continue reading »

  • უყურადღებოდ დარჩენილი ლტოლვილთა სამყარო

    უყურადღებოდ დარჩენილი ლტოლვილთა სამყარო

    ამა წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომს 5 წელი შეუსრულდება. როდესაც გორში ხალხი იხოცებოდა, საზოგადოება დარდობდა და გლოვობდა, პარალელურად თბილისში მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კონცერტები იმართებოდა. ბოლოს ინამუსა მიშამ და ნერვიულობის გამოსახატად წითელი ჰალსტუხის ჭამის ხერხს მიმართა, “ანერვიულდა“ პრეზედენტიც.10000-ზე მეტი ქართველი გახდა საკუთარ მიწაწყალზე ლტოლვილი. საკუთარი სახლებიდან ხალხს ცხვრის ფარასავით მიერეკებოდნენ დაუსახლებელ მინდვრებში გაშენებულ ქოხებში, რომელსაც მაშინდელი უმცირესობა „საქათმეებს“ უწოდებდა და ხელისუფლებას ყოველ წამს ახსენებდა, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო. იყვირეს, ირბინეს არჩევნებში მოიგეს, მაგრამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ლტოლვილთა გარიყული სამყარო არავის გახსენებია. [...]

    Continue reading »

  • სუნამოების ბაზარი საქართველოში

    სუნამოების ბაზარი საქართველოში

    საქართველოში პარფიუმერიისა და კოსმეტიკის სფეროში  ყოველთვის არსებობდა ხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნა,  ზემოთ ხსენებული ფაქტის მიუხედავად არ არსებობს ადგილობრივი წარმოება. დღესდღეობით საქართველოში „ისი-პარი“-ს 14 და „ვულე-ვუ“-ს 11 მაღაზიაა წარმოდეგნილი. რომლებსაც დიდ კონკურენციას უწევს ბაზრობა, სადაც ფასები შედარებით დაბალია და წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტი მრავალფეროვანი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბაზრობაზე წარმოდგენილი პროდუქცია დაბალხარისხიანია. ექსპერტების მოსაზრებით ბაზრის ამ სეგმენტში დიდია ფალსიფიკაციის რისკი. ხოლო „ვულევუსა“ და „ისი–პა–რი“ ს მაღაზიებში მინიმუმამდეა ეს რისკი დაყვანილი , ფასებიც განსხვავებულია. „ვულე-ვუ“-ში ფასები მაღალია და ფასდაკლებები მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ხდება. მოთხოვნა [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (07.02.2013)  პური 10 თეთრით გაიაფდა

    TRX7-NEWS (07.02.2013) პური 10 თეთრით გაიაფდა

    სუპერმარკეტებში პური 10 თეთრით გაიაფდა. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტებმა ეს ფაქტი რამდენიმე მარკეტში გადაამოწმეს და პური რომელიც ღირდა 70 თეთრი ახლა უკვე 60 თეთრად იყიდება. ანალოგიურად გაიაფდა პური, რომელიც 80 თეთრი ღირდა. დღეიდან იგი 70 თეთრად გაიყიდება. „პურის მრეწველთა კავშირის“ თავჯდომარის, მალხაზ დოლიძის განმარტებით, პურის გაიაფება ბოლო დღეებში რუსეთსა და უკრაინიდან ხარისხიანი ფქვილის იმპორტმა განაპირობა. დოლიძის განმარტებით თუ ფქვილზე ფასები კიდევ დაიწევს პურის ფასებიც კიდევ უფრო შემცირდება. epn.ge

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (23.01.2013) — “ბორჯომის“ გაყიდვა დადასტურდა

    TRX7-NEWS (23.01.2013) — “ბორჯომის“ გაყიდვა დადასტურდა

    ნახევარ მილიარდ დოლარად შეფასებული „აიდიეს ბორჯომი“ კომპანიის აქციების გაყიდვას ოფიციალურად დადასტურდა, მაგრამ დეტალები კვლავ გასაიდუმლობულია. თუმცა, საიდუმლო ქართველებისთვისაა თორემ „ფორბსმა“ უკვე გამოაქვეყნა ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგების საინტერესო მონაცემები. კომპანიის სათაო ოფისში აცხადებენ, რომ ხელშეკრულება „აიდიეს ბორჯომსა“ და რუსულ „ალფა ჯგუფს“ შორის 2012 წლის ბოლოს გაფორმდა. მათივე ცნობით, ამჟამად კომპანიის აქციები ახალ მფლობელს უკვე მართვაში აქვს აღებული. თუმცა, აქციების რაოდენობასა და გაყიდვის ფასზე „აიდიეს ბორჯომში“ არ საუბრობენ. „აიდიეს ბორჯომის“ აქციების შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაცია შარშან პერმანენტულად ვრცელდებოდა. ახლა კი უკვე ცნობილი ხდება [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (05.12.2012) — რას აკვირდებიან ბიზნესმენები?

    TRX7-NEWS (05.12.2012) — რას აკვირდებიან ბიზნესმენები?

    ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინვესტორებმა საკუთარ პროექტებზე უარი განაცხადეს. ასეთი ფაქტი დაფიქსირდა სხვადასხვა სფეროში – ენერგეტიკაში, სამშენებლო სექტორში, სასტუმროების ბიზნესში. რის საფუძველზე იღებენ ბიზნესმენები გადაწყვეტილებას და როგორია დღეს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო? მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისიდან პარლამენტის ისევ თბილისში შესაძლო გადმოტანის შესახებ განცხადებების გაკეთების შემდეგ ინვესტორთა ორმა ჯგუფმა იმერთქალაქში ბრენდული სასტუმროს მშენებლობაზე საბოლოოდ განაცხადა უარი. ბიზნესმენებისთვის შემაფერხებელი აღმოჩნდა კაზინოების შესაძლო აკრძალვის თემაც. ენერგეტიკაში მიმდინარე ცვლილებების შემდეგ ინვესტორებმა ჰესების აშენებაც გადაიფიქრეს. მტკვარიჰესისა და ფარავანჰესის ასაშენებლად ახალი ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო. თუმცა, ეს [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (24.10.2012) — მამია სანადირაძე „კავკასუს ონლაინი“-ს დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებს

    TRX7-NEWS (24.10.2012) — მამია სანადირაძე „კავკასუს ონლაინი“-ს დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებს

    კომპანია „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი და ყოფილი მესაკუთრე, მამია სანადირაძე აცხადებს, რომ კომპანიის დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს და ამასთან დაკავშირებით, 24 ოქტომბერს for.ge-ს პრეს-კლუბში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს, მანამდე კი იგი for.ge-სთან „კავკასუს ონლაინის“ მისთვის წართმევის პერიპეტიებზე საუბრობს. სანადირაძის თქმით, ხელისუფლებამ „კავკასუს ონლაინი“ იმის გამო აითვალწუნა, რომ იგი ყოფილი მმრთველი გუნდის უკანონო დავალებებს არ ასრულებდა. მამია სანადირაძე: „2009 წლის სექტემბრიდან იმავე წლის დეკემბრის ჩათვლით კომპანიაზე რამდენიმე ფლანგიდან ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა. თავიდან დაიწყო ჩვენი კომპანიის კაბელების მიზანიმართული ჭრა. ჩვენ გვყავდა უსაფრთხოების სამსახური, [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (24.10.2012) — მაჭავარიანს დაკითხავენ, ჭუტა წერეთელი შესაძლოა დააპატიმრონ

    TRX7-NEWS (24.10.2012) — მაჭავარიანს დაკითხავენ, ჭუტა წერეთელი შესაძლოა დააპატიმრონ

    ჩეხეთში მყოფი ბიზნესმენი მინდია ქაშიბაძე აცხადებს, რომ მას მაღალი თანამდებობის პირები ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე თანხების გადარიცხვას აიძულებდნენ. ბიზნესმენი, რომელიც ჩეხეთის „პანკრაციის“ ციხეში იხდიდა სასჯელს, ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე ერთი თვეა, თავისუფალია, თუმცა საქართველოში თავისი სიმართლის ძებნას არ წყვეტს და დღეს მისი ადვოკატი საქართველოს პროკურატურაში სარჩელს შეიტანს. „კომპანია „მაქსტოპი“ 2002 წელს დავაფუძნე. დროთა განმავლობაში ის გაძლიერდა და შეიქმნა კიდევ ერთი კომპანია, რომელშიც აზერბაიჯანული ინვეტიცია ჩაიდო. მოგვიანებით განხორციელდა რეორგანიზაცია და პარტნიორთა რიგებში ავთანდილ წერეთელი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი თემურ გიორგაძე შემოვიდნენ. [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (13.10.2012) — როგორ დაისჯებიან ბიზნესმენთა მჩაგვრელები?

    TRX7-NEWS (13.10.2012) — როგორ დაისჯებიან ბიზნესმენთა მჩაგვრელები?

    სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ბიზნესმენებისა და მათი საკუთრების უფლების უხეშ დარღვევაზე მიუთითებს ფაქტები, რომელთა გამომზეურებაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. თუკი დაზარალებულებს მოვუსმენთ, პროცესში ხშირად სახელმწიფო მოხელეები იყვნენ ჩართული. ზეწოლის ფაქტი 12 ოქტომბერს მედიაკავშირ ”ობიექტივის” სატელევიზიო ეთერში უკანონო პროცესის ერთ-ერთმა მონაწილემაც აღიარა და თითი მთავარი პროკურორისკენ გაიშვირა. როგორ უნდა აღდგეს სამართლიანობა ქვეყანაში? ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის მონათხრობის მიხედვით, ზაფხულის ერთ გვიან საღამოს წინადადებით მას თავად მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ მიმართა და ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ფირმის – ”გამას” – დირექტორობა შესთავაზა. ამ [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (06.10.2012) — (Video) ქვეყანაში მონოპოლიებს არ დავუშვებ!

    TRX7-NEWS (06.10.2012) — (Video) ქვეყანაში მონოპოლიებს არ დავუშვებ!

    ამის შესახებ „ქართული ოცნების” ლიდერმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში”  ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრას ქართული ბიზნესის ასეულობით  წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთაც  საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიეღოთ მათზე პასუხები. „ქართული ოცნების” ლიდერმა  ბიზნესმენებს ახალი ბიზნესკანონმდებლობის შექმნაში მონაწილეობა შესთავაზა. “დასახვეწია კანონმდებლობა და შრომის კოდექსი, რათა ადამიანთა შრომის უფლებები იყოს დაცული. მე ყველაფრით დაგეხმარებით, მათ შორის, ჩემი პირადი კაპიტალით, თუ ჩავთვლი, რომ კონკრეტული პროექტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება. ამიტომ, ჩვენ აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ.  ველი თქვენგან წინადადებებს, რათა ერთად შევქმნათ [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (11.08.2012) — ვანო სოციალიზმში – სახელმწიფო კომპანიები ბაზარზე გამოდიან

    TRX7-NEWS (11.08.2012) — ვანო სოციალიზმში – სახელმწიფო კომპანიები ბაზარზე გამოდიან

    ვანო მერაბიშვილის სოციალისტური იდეებიდან გლეხური მეურნეობების დახმარება ერთ-ერთი მათგანია. უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომპანია, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტში ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარება. ეს დაახლოებით საბჭოთა მოდელია, როცა სპეციალურ პუნქტებში გლეხები ტყემალს და ვაშლს აბარებდნენ, შემდეგ კი ეს პროდუქტი გადამუშავებული თუ ნედლი სახით დიდ რუსეთში გაჰქონდათ. ახლა კი, ჯერჯერობით, არც ჩამბარებელი პუნქტებია და რუსული ბაზრის დაბრუნებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თუმცა საარჩევნოდ შემართული პრემიერ-მინისტრი შეუპოვარია. იგი მთელი საქართველოს მასშტაბით ხილისა და ბოსტნეულის შემგროვებელი პუნქტების გახსნას ეპირება, რომლებიც მიღებული პროდუქციის დახარისხების, დაფასოებისა და [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (03.08.2012) — ინფლაციის დონემ – 0,9 პროცენტი შეადგინა

    TRX7-NEWS (03.08.2012) — ინფლაციის დონემ – 0,9 პროცენტი შეადგინა

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში ინფლაცის დონე შემცირდა. 2012 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ – 0,9 პროცენტი შეადგინა. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე (შემცირდა 1,8 პროცენტით), ტრანსპორტზე (შემცირდა 1,9 პროცენტით) და სასტუმროებზე, ასევე კაფეებზე და რესტორნებზე, რომელიც 8,3 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2012 წლის ივლისში 2011 წლის ივლისთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6 პროცენტი შეადგინა. 12–თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (31.07.2012) — უკრაინული კომბინაცია ქართული ღვინის რუსეთში „შესაპარებლად“

    TRX7-NEWS (31.07.2012) — უკრაინული კომბინაცია ქართული ღვინის რუსეთში „შესაპარებლად“

    ქართულმა ღვინომ ჩრდილოეთით აღმართული ცივი კედელი ვერაფრით გადალახა და რუსულ ბაზარზე ყირიმული ბოთლებით დაბრუნდება. ეს ცოტა უცნაური კომბინაციაა: ღვინო ქართული იქნება, მაგრამ პროდუქცია – უკრაინული. ინკერმანის სამარკო ღვინოების ქარხანამ „როსპატენტს“ სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართა, მათ შორისაა, ტრადიციული ქართული ჯიშების დასახელების გამოყენება, ისეთის, როგორიცაა – „ინკერმანი საფერავი“, „ინკერმანი რქაწითელი“ და „ინკერმანი სოვიონ-რქაწითელი“. „ქართული ღვინის ჯიშები უკრაინულ ბაზარზე კარგად მუშაობს, ამიტომ, ჩვენ მათი რუსეთში გატანა გადავწყვიტეთ. რუსულ ბაზარზე შეტანა მიმდინარე წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება“, – განაცხადა კომპანიის გენდირექტორმა [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (08.06.2012) — ნავთობის ფასები შემცირდა

    TRX7-NEWS (08.06.2012) — ნავთობის ფასები შემცირდა

    “როიტერი” იუწყება, რომ ბოლო ვაჭრობის შედეგად მსოფლიოში ნავთობის ფასები შემცირდა. ლონდონში, InterContinental Exchange Futures-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 0,73 აშშ დოლარით შემცირდა და 117,94 აშშ დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკში, New York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 0,67 აშშ დოლარით 99,20 აშშ დოლარმდე შემცირდა.

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (07.06.2012) — “მეცხრე არხს” მეტრული მაუწყებლობა შეუწყვიტეს

    TRX7-NEWS (07.06.2012) — “მეცხრე არხს” მეტრული მაუწყებლობა შეუწყვიტეს

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ”სტერეო+” ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. კომპანიის გაფრთხილებისა და დაჯარიმების მიზეზად კი იქცა ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” მაუწყებლობა მეტრულ სიხშირეზე. დედაქალაქის მოსახლეობამ სატელევიზიო ანტენის საშუალებით არხის მიღება სწორედ ”სტერეო+”-ის მეშვეობით შეძლო. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დაადგინეს, რომ ”სტერეო+”-მა სალიცენზიო პირობები დაარღვია, „მეცხრე არხისა“ და ”სტერეო+”-ის ხელმძღვანელები კი კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (07.06.2012) — მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიზეზი: ეკონომიკური თავისუფლება თუ კორუფცია?

    TRX7-NEWS (07.06.2012) — მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიზეზი: ეკონომიკური თავისუფლება თუ კორუფცია?

    ევროპის, და შესაბამისად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე დღემდე არის დავა პოლიტიკის ექსპერტებს შორის. არსებობს რამდენიმე მიდგომა ამ საკითხთან მიმართებით. ზოგი ამტკიცებს, რომ კრიზისი, რომელიც სამი ევროპული ქვეყნის (საბერძნეთი, ირლანდია და პორტუგალია) სახელმწიფო ვალებს უკავშირდება, ეკონომიკური შეზღუდვების არარსებობითაა გამოწვეული. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ მინისტრმა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ განაცხადა. ,,ჩვენ ეკონომიკას უფლება მივეცით, თვითრეგულირებადი ყოფილიყო,”- განაცხადა მინისტრმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას. მისი თქმით, ამჟამინდელმა პრობლემებმა ევროპას უნდა ასწავლოს, რომ მომავალში ეკონომიკაში პოლიტიკა უნდა არსებობდეს.საპატერო ფინანსური ინსტიტუტების სისტემების უფრო მკაცრი [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (01.06.2012) — GNCC – საქართველოში ინტერნეტს 1 მილიონ 637 ათასი აბონენტი მოიხმარს

    TRX7-NEWS (01.06.2012) — GNCC – საქართველოში ინტერნეტს 1 მილიონ 637 ათასი აბონენტი მოიხმარს

    ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 2011 წელს 2010 წელთან შედარებით 49 პროცენტით გაიზარდა და 1 მილიონ 637 ათასი აბონენტი შეადგინა. მათ შორის შედის მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვიც. 2010 წელს მათი რაოდენობა 500 ათასი იყო – აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წლიურ ანგარიშში, რომელიც 31 მაისს გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვნად განვითარდა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელები და მომსახურება. თუ 2010 წლის ბოლოს (ფიქსირებული და უსადენო – მობილურის გამოკლებით) მაღალსიჩქარიანი ინტერნეტს (ფართოზოლოვანი) 287 ათასი მომხმარებელი მოიხმარდა, 2011 წლის ბოლოს იგივე მაჩვენებელმა 388 ათასი აბონენტი შეადგინა. 2011 [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS 19.05.2012 — სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ აბაშაში მარცვლეულის შესანახი ცენტრი მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

    TRX7-NEWS 19.05.2012 — სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ აბაშაში მარცვლეულის შესანახი ცენტრი მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

    სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ აბაშაში მარცვლეულის შესანახი ცენტრი მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. ცენტრის მოცულობა 75 000 ტონა მარცვალს შეადგენს, საშრობის წარმადობა კი საათში 30 ტონაა. ცენტრი მარცვლეული კულტურების მოსავლის პირველად დამუშავებას, გაწმენდას, დამარცვლას და შესაბამის პირობებში შენახვას უზრუნველყოფს. აბაშის მარცვლეულის შესანახი ცენტრი აკმაყოფილებს პროდუქციის სტანდარტიზაციასა და საერთაშორისო ბაზრის ყველა მოთხოვნას. აქვე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია. ცენტრში 40 ადგილობრივია დასაქმებული. ცენტრთან არსებული მაღაზია ფერმერებს წარმოების პროცესში საჭირო საშუალებებით (სასუქი, შხამ-ქიმიკატი, სათესლე მასალა) ამარაგებს. აბაშაში მოქმედი ცენტრი ხელს უწყობს [...]

    Continue reading »

  • TRX7-News (14.05.2012) — პირველად საქართველოში, თიბისი ბანკის მობაილ ბანკინგი iPhone-ებისა და Android-ების მომხმარებლებისთვის

    TRX7-News (14.05.2012) — პირველად საქართველოში, თიბისი ბანკის მობაილ ბანკინგი iPhone-ებისა და Android-ების მომხმარებლებისთვის

     თიბისი ბანკი iPhone-ებისა და Android-ების მომხმარებელს პირველ სრულფასოვან მობაილ ბანკს სთავაზობს. პრეზენტაცია თიბისი ბანკის ახალ ფილიალში  ვაჟა-ფშაველას გამზირზე  გაიმართება, რომელიც ხვალ, 15 მაისს, 13:00 საათზე  გაიხსნება. ახალ მობაილ ბანკინგის პრეზენტაციას, ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე გააკეთებს.

    Continue reading »

  • აპრილის თვის ყველაზე პოპულარული ბიზნეს-პერსონები ქართულ მედიაში

    აპრილის თვის ყველაზე პოპულარული ბიზნეს-პერსონები ქართულ მედიაში

    თბილისი (BPI) – აპრილის თვის მონაცემებით ქართულ მედიაში ყველაზე პოპულარული ბიზნეს პერსონა ,,თავისუფალი უნივერსიტეტის’’ დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე და დეველოპერული კომპანია ,,არსის’’ მფლობელი გია აბულაძე იყვნენ – ინფორმაციას BPI.ge კვლევითი კომპანია ,,ტერრა მედია’’მონიტორინგის საფუძველზე ავრცელებს. ტელევიზიებში პოპულარობის მიხედვით ლიდერები – გია აბულაძე (53), კახა ბენდუქიძე (18), სოსო ფხაკაძე (12), მამუკა ღლონტი (12) და ზურა ბუბუტეიშვილი (11) არიან. რადიო სივრცეში ყველაზე ხშირად მოხსენიებულები იყვნენ – თემურ ჭყონია (31), ნიკა გამყრელიძე (11), პაატა კურტანიძე (10), ანზორ ქოქოლაძე (7), ნიკა რამიშვილი (7) და ლევან ელიზბარაშვილი (7); პრესაში ლიდერობენ – კახა [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS 26.04.2012 — „ჯეოსელი“ 5000 ლარით დააჯარიმეს

    TRX7-NEWS 26.04.2012 — „ჯეოსელი“ 5000 ლარით დააჯარიმეს

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე „ჯეოსელი“ 5000 ლარით დააჯარიმა. კომპანია ყოველგვარი ლიცენზიის და მინიჭების გარეშე გარკვეულ რადიოსიხშირულ სპექტრს იყენებდა.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფმა მთაწმინდის მთის ტერიტორიაზე კომპანია „ჯეოსელის“ კუთვნილი მიმღები–გადამცემი სადგურის შემოწმება, კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე ჩაატარა. „ჯეოსელი“ კომისიას ატყობინებდა, რომ მთაწმინდის მთის ტერიტორიაზე მდებარე სადგურზე კომპანიის კუთვნილ რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების პროცესში გარკვეული ხელშეშლები ფიქსირდებოდა, რაც „ჯეოსელის“ საქმიანობას აფერხებდა. კომპანიამ კომისიისგან მოითხოვა ხელშეშლების მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა. მონიტორინგის შედეგად კი დადგინდა, რომ „ჯეოსელის“ განცხადებაში [...]

    Continue reading »

  • TRX7-News (25.04.2012) — სასტუმრო “რედისონ ბლუ”-ში ეკონომიკური ბიზნესფორუმი გაიმართება

    TRX7-News (25.04.2012) — სასტუმრო “რედისონ ბლუ”-ში ეკონომიკური ბიზნესფორუმი გაიმართება

    თბილისში, სასტუმრო “რედისონ ბლუ”-ში, ეკონომიკური ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ესტუმრებიან ვილნიუსის მერი არტურ ზუაკასი და ქაიროს გუბერნატორი აბდულ კავი ხალიფა. სპეციალურად ამ ფორუმისთვის საქართველოში უკვე ჩამოვიდა პოლონეთის დელეგაცია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენლების მოლოდინში არიან ფორუმისორგანიზატორები. ეკონომიკური ბიზნეს-ფორუმი  მთავარი საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობა, ეკონომიკა, ტურიზმი და კულტურაა.

    Continue reading »

  • TRX7-News (22.04.2012) — პაატა შეშელიძე: “თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, კიდევ უფრო დიდი კრახით დამთავრდება”

    TRX7-News (22.04.2012) — პაატა შეშელიძე: “თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, კიდევ უფრო დიდი კრახით დამთავრდება”

    [ნოდარ ბაკურაძე, "ბანკები და ფინანსები"] ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ პაატა შეშელიძესთან.- ბატონო პაატა, პრეზიდენტის ინიციატივით 2012 წლის ბოლომდე საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე სახელმწიფოსგან დაზღვევას მიიღებს. როგორ შეაფასებთ ამ ინიციატივას, თქვენი აზრით, რამდენად ჯდება ის ხელისუფლების ეკონომიკურ კურსში, რომელიც ლიბერალიზმისკენაა მიმართული? – 2008 წლიდან ეკონომიკური დერეგულირების იდეა `დიდი სახელმწიფოს~ იდეამ ჩაანაცვლა. სახელმწიფო `მთავარ ინვესტორად~ და `სამუშაო ადგილების~ გენერატორად იქცა. ხალხის კეთილდღეობის სახელით, მნიშვნელოვნად გაიზარდა საბიუჯეტო სახსრების გადანაწილება სხვადასხვა ინდუსტრიების, განსაკუთრებით საბანკო, სადაზღვევო და სამშენებლო სექტორების სასარგებლოდ.სადაზღვევო კომპანიებისთვის პრივილეგიების მინიჭების პოლიტიკა, რეგიონებში გარკვეულ სადაზღვევო კამპანიისთვის [...]

    Continue reading »

  • TRX7-News (22.04.2012) — ევროს ზონის კრიზისი მომაკვდინებელ ფაზაში შედის

    TRX7-News (22.04.2012) — ევროს ზონის კრიზისი მომაკვდინებელ ფაზაში შედის

    ამგვარი ერთობ არადამაიმედებელი აზრი ცნობილმა ფინანსისტმა და მეცენატმა ჯორჯ სოროსმა გამოთქვა. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ შენელდეს, ევროს კრიზისი ბოლო დროს სულ უფრო მძაფრდება. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დაწყებული კრიზისი უკუგამოსყიდვის გრძელვადიანი შეთანხმების წყალობით ცოტათი შეარბილა. ამ შეთანხმებამ, რომლის ფარგლებში ევროს ზონის ბანკებს 1 ტრილიონ ევროზე მეტი 1 პროცენტის განაკვეთით გამოეყო, ფინანსურ ბაზრებს გვარიანი შვება მოგვარა, მაგრამ ამგვარი ვითარება დიდ ხანს ნამდვილად არ გასტანს, რადგან ძირეული გაუარესება დამალულია. სოროსის განცხადებით, არ გადაჭრილა ფუნდამენტური პრობლემები: მეტიც, კრედიტორ და მევალე ქვეყნებს შორის განსხვავება [...]

    Continue reading »

  •  
 
 

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.