Home » Culimix

  • უყურადღებოდ დარჩენილი ლტოლვილთა სამყარო

    უყურადღებოდ დარჩენილი ლტოლვილთა სამყარო

    ამა წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომს 5 წელი შეუსრულდება. როდესაც გორში ხალხი იხოცებოდა, საზოგადოება დარდობდა და გლოვობდა, პარალელურად თბილისში მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კონცერტები იმართებოდა. ბოლოს ინამუსა მიშამ და ნერვიულობის გამოსახატად წითელი ჰალსტუხის ჭამის ხერხს მიმართა, “ანერვიულდა“ პრეზედენტიც.10000-ზე მეტი ქართველი გახდა საკუთარ მიწაწყალზე ლტოლვილი. საკუთარი სახლებიდან ხალხს ცხვრის ფარასავით მიერეკებოდნენ დაუსახლებელ მინდვრებში გაშენებულ ქოხებში, რომელსაც მაშინდელი უმცირესობა „საქათმეებს“ უწოდებდა და ხელისუფლებას ყოველ წამს ახსენებდა, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო. იყვირეს, ირბინეს არჩევნებში მოიგეს, მაგრამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ლტოლვილთა გარიყული სამყარო არავის გახსენებია. [...]

    Continue reading »

  • Culimix (30.08.2012) — “ყველის კოშკები”

    Culimix (30.08.2012) — “ყველის კოშკები”

    შემადგენლობა: მაგარი ყველი – 200 გრ. ნაღების კარაქი – 120 გრ. ნიგოზი – 50 გრ. ნიორი – 2 კბილი ბოლოკი – 6-7 ც. მწვანილი მომზადების წესი: წვრილ სახეხზე ვხეხავთ ყველს, ვამატებთ დაქუცმაცებულ ნიგოზს, დანაყილ ნიორს, დაჭრილ მწვანილს და ყველაფერს კარგად ავურევთ. ვამატებთ დარბილებულ კარაქს და კარგად ავზელთ. მიღებულ მასას ვაძლევთ ძეხვის ფორმას, ვახვევთ ცელოფანში და ვდგავთ მაცივარში გასციებლად, 2 სთ-ის განმავლობაში. სუფრაზე მირთმევის წინ, ყველის ძეხვს ვჭრით ცილინდრებად, ვდებთ ბოლოკის რგოლებზე და ვაფორმებთ მწვანილით და ბოლოკის თხელი ფირფიტებით. მზა კოშკებს [...]

    Continue reading »

  • Culimix (29.08.2012) — კოქტეილი “მანჰეტენი”

    Culimix (29.08.2012) — კოქტეილი “მანჰეტენი”

    შემადგენლობა: ამერილული ვისკი Bourbon – 50 მლ. წითელი ვერმუტი – 25 მლ. ანგოსტურა Bitters – 3 წვეთი მომზადების წესი: ჭიქაში ვასხავთ ვისკს, ვერმუტს და ანგოსტურას და ვურევთ კოვზით; ვფილტრავთ გაციებულ კოქტეილის ბოკალში; ბოკალში ვაგდებთ კოქტეილის ალუბალს.

    Continue reading »

  • Culimix (28.08.2012) — შოკოლადის ტორტი “ფისტაშკებით”

    Culimix (28.08.2012) — შოკოლადის ტორტი “ფისტაშკებით”

    შემადგენლობა: შავი შოკოლადი – 250გრ. რძიანი შოკოლადი – 200 გრ. კვერცხი – 4 ც. ფქვილი – 170 გრ. შაქარი – 200 გრ. ნაღების კარაქი – 8 ს.კოვზი მარილი – მწიკვი ვანილიანი შაქარი – 1პაკეტი ფსტა – 100 გრ. მომზადების წესი: შავ შოკოლადს ვამტვრევთ და ვადნობთ კარაქთან ერთად. ვაციებთ, ვამატებთ შაქარს და ვთქვეფთ. თქვეფის დროს ჩავახლით კვერცხს, ვამატებთ ვანილიან შაქარს, მარილს, ფქვილს და კარგად ვურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუნუქის ფორმას ვუსმევთ კარაქს, ვაფენთ პერგამენტის ქაღალდს. ფორმაში ვასხავთ ცომის მასას და ვდგავთ [...]

    Continue reading »

  •  
  • Culimix (27.08.2012) — საუზმე “ზაფხულის ფანტაზია”

    Culimix (27.08.2012) — საუზმე “ზაფხულის ფანტაზია”

    შემადგენლობა: ტარტალეტებისთვის: ფქვილი – 170 გრ. მარგარინი – 40 გრ. რძე – 50 მლ. კვერცხის გული – 1ც. შაქარი – 1ჩ.კოვზი მარილი შიგთავსისთვის: ბულგარულ პილპილი – 1 ც. პომიდსორი – 1 ც. კიტრი – 2 ც. სოუსისთვის: მაგარი ყველი – 50 გრ. ზეითუნის ზეთი – 50 გრ. ნიორი – 2 კბილი სანელებლები ღვინის ძმარი ოხრახუში მომზადების წესი: ტარტალეტები: რძეში ვხსნით შაქარს, მარილს, ფქვილის ნაწილს და კვერცხის გულს, კარგად ვურევთ. ვთქვეფთ დარბილებულ მარგარინს და ვურევთ მზა მასაში, ვამატებთ ფქვილის დარჩენილ ნაწილს [...]

    Continue reading »

  • Culimix (26.08.2012) — კოქტეილი “ცისფერი ლაგუნა”

    Culimix (26.08.2012) — კოქტეილი “ცისფერი ლაგუნა”

    შემადგენლობა: არაყი – 50 მლ. ლიქიორი Blue Curacao – 10 მლ. სპრაიტი – 150 მლ. მომზადების წესი: კოქტეილის ჭიქას ბოლომდე ვავსებთ ყინულის კუბებით; ვასხავთ არაყს, ლიქიორს და სპრაიტს; ვაფორმებთ ლიმონის ნაჭრით.

    Continue reading »

  • Culimix (25.08.2012) — ერბოკვერცხი ბოსტნეულით

    Culimix (25.08.2012) — ერბოკვერცხი ბოსტნეულით

    შემადგენლობა: პომიდორი საშუალო ზომის – 4-5 ც. ბულგარული პილპილი, წითელი – 1 ც. ბულგარული პილპილი, ყვითელი – 1 ც. სოკო – 100 გრ. კვერცხი – 4 ც. ხახვი – 1 თავი ნიორი – 2 კბილი მცენარეული ზეთი – 2 ს.კოვზი ხმელი სანელებელი მწვანილი პილპილი, მარილი – გემოვნებით მომზადების წესი: ხახვს ვჭრით თხელ ნახევარ რგოლებად, ნიორს კი ვაქუცმაცებთ და ვწვავთ მცენარეულ ზეთში. ვამატებთ ზოლებად დაჭრილ ბულგარულ პილპილს და ვაგრძელებთ შუშვას, დარბილებამდე. შემდეგ ვამატებთ ფირფიტებად დაჭრილ სოკოს და რგოლებად დაჭრილ პომიდვრებს. ვაზავებთ [...]

    Continue reading »

  • Culimix (24.08.2012) — კოქტეილი “სამოთხის ჩიტი”

    Culimix (24.08.2012) — კოქტეილი “სამოთხის ჩიტი”

    შემადგენლობა: ტეკილა Silver – 5მლ. კაკაოს ლიქიორი, ღია ფერის – 5 მლ. ამარეტო – 30 მლ. ათქვეფილი ნაღები -45 მლ. მომზადების წესი: შეიკერში ვათავსებთ ყველა ინგრედიენტს ყინულთან ერთად და ვთქვეფთ; ვწურავთ გაციებულ ბოკალში; ვაფორმებთ კოქტეილის ალუბლით.

    Continue reading »

  •  
  • Culimix (23.08.2012) — კოქტეილი “ბორა-ბორა”

    Culimix (23.08.2012) — კოქტეილი “ბორა-ბორა”

    შემადგენლობა: შოტლანდიური ვისკი – 40 მლ. ვანილის სირიფი – 20 მლ. ყურძენი – 6 მარცვალი ლაიმი – 4 ნაჭერი მომზადების წესი: ბოკალში ვაწყობთ ლაიმს და ყურძენს; ვჭყლეტთ მადლერით (ხის საჭყლეტით) და ბოლომდე ვაყრით დამტვრეულ ყინულს; ვასხავთ ვისკს და ვანილის სიროფს; ვურევთ კოვზით; ვასებთ დამტვრეული ყინულით.

    Continue reading »

  • Culimix (22.08.2012) — ტორტი “საგრაფოს ნანგრევები”

    Culimix (22.08.2012) — ტორტი “საგრაფოს ნანგრევები”

    შემადგენლობა: კვერცხის ცილა -4 კვერცხის შაქარი – 1 ჭიქა ნაღების კარაქი – 300 გრ. შესქელებული რძე – 1 ქილა კაკაოს პუდრა – 1 ჩ.კოვზი ნიგვზის ლებნები გლაზური: კაკაოს პუდრა- 1ჩ.კოვზი შაქარი – 1 ჩ.კოვზი კარაქი – 5გრ. მომზადების წესი: ბეზე: ვთქვეფთ კვერცხის ცილას, თანდათან ვამატებთ შაქრის პუდრას და ვაგრძელებთ თქვეფას მკვრივი ქაფის მიღებამდე. თუნუქის ფორმაზე ვაფენთ კალკას, კალკაზე ვათავსებთ ათქვეფილ ცილას ჩ.კოვზით და ვდგავთ გაცხელებულ ღუმელში. ვაცხობთ დაბალ ცეცხლზე 1სთ-ის განმავლობაში და ვაციებთ ღუმელშივე. კრემი: შესქელებულ რძეში ვურევთ კაკაოს და [...]

    Continue reading »

  • Culimix (21.08.2012) — კრუშონი საზამთროში

    Culimix (21.08.2012) — კრუშონი საზამთროში

    შემადგენლობა: საზამთრო – 4კგ. თეთრი, მშრალი ღვინო – 1 ბოთლი თეთრი, ნახევრად ტკბილი ღვინო – 1 ბოთლი კონიაკი – 100 მლ. ხილის ლიქიორი – 100 მლ. ვაშლი – 2 ც. ატამი – 1ც. თეთრი და შავი ყურძენი – 300 გრ. შაქარი – 100 გრ. მომზადების წესი: ვრეცხავთ ვაშლს, ატამს და ყურძენს. ვაშლს ვჭრით 4 ნაწილად, ვაცლით გულარს და ვჭრით ნაჭრებად; ატამს ვჭრით 2 ნაწილად, ვაცლით კურკას და ვჭრით ნაჭრებად; ყურძენს ვჭრით 2 ნაწილად და ვაცლით კურკებს; დაჭრილ ხილს ვაწყობთ თასში, [...]

    Continue reading »

  • Culimix (20.08.2012) — კენკრა, ვარდისფერი ღვინის ჟელეში

    Culimix (20.08.2012) — კენკრა, ვარდისფერი ღვინის ჟელეში

    შემადგენლობა: შაქარი – 2 ს.კოვზი ჟელატინი – 20 გრ. მარწყვი – 250 გრ. ახალი კენკრა – 125 გრ. მშრალი, ვარდისფერი ღვინო – 350 მლ. ჟოლო – 250 გრ. მომზადების წესი: ღვინის ნახევარს წამოვადუღებთ. გადმოვდგავთ ცეცხლიდან, ვამატებთ შაქარს და ჟელატინს, და ვურევთ; გარეცხილ კენკრას ვაშრობთ და ვანაწილებთ 6 ბოკალში. ღვინის დარჩენილ ნახევარს ვურევთ ჟელატინიან ნარევში, ვასხავთ ბოკლებში და ვდგავთ მაცივარში გასაციებლად.

    Continue reading »

  •  
  • Culimix (19.08.2012) — ტარტალეტები ორაგულით და ხიზილალით

    Culimix (19.08.2012) — ტარტალეტები ორაგულით და ხიზილალით

    შემადგენლობა: ტარტალეტებისთვის: ფქვილი – 250 გრ. შაქარი – 30 გრ. კვერცხი – 1 ც. ნაღების კარაქი – 125 გრ. მარილი – მწიკვი სატენისთვის: ავოკადო – 1 ც. ნაღების ყველი – 2 ს.კოვზი ორაგულის თხელი ნაჭერი- მცირედ მარილიანი – 100 გრ. წითელი ხიზილალა – 80 გრ. კამა მომზადების წესი: ტარტალეტები: თასში ვცრით ფქვილს, ვამატებთ შაქარს, მარილს, კვერცხს, კარაქს და ვზელთ ცომს. ცომისგან ვაკეთებთ ბურთულას, ვახვევთ ცელოფანში და ვდგავთ მაცივარში 1 სთ-ით. ამის შემდეგ ვაბრტყელებთ ცომს, ვჭრით ტარტალეტის ფორმის ზომის წრეებად, ვათავსებთ [...]

    Continue reading »

  • Culimix (18.08.2012) — კოქტეილი “ბარონი”

    Culimix (18.08.2012) — კოქტეილი “ბარონი”

    შემადგენლობა: ჯინი – 65 მლ. მშრალი ვერმუტი – 35 მლ. ლიქიორი – 1 ს.კოვზი ტკბილი ვერმუტი – 1 ჩ.კოვზი გახეხილი ლიმონის ცედრა- გემოვნებით ყინულის კუბები – 5-6 ც. მომზადების წესი: შეიკერში ვყრით ყინულს, ვამატებთ ჯინს, მშრალ და ტკბილ ვერმუტს, ლიქიორს, ლიმონის ცედრას და ყველაფერს კარგად ვურევთ; მზა კოქტეილს ვასხავთ ბოკალში; ვაფორმებთ ლიმონის ნაჭრით და პიტნით.  

    Continue reading »

  • Culimix (17.08.2012) — სალათი “ზღვის მარგალიტი”

    Culimix (17.08.2012) — სალათი “ზღვის მარგალიტი”

    შემადგენლობა: კალმარი(ზღვის მოლუსკი) – 500 გრ. კრაბის ჩხირები – 240 გრ. წითელი ხიზილალა – 100 გრ. კვერცხი – 4 ც. მაიონეზი მარილი მომზადების წესი: კალმარს ვდებთ ადუღებულ წყალში, ვადუღებთ 3 წთ-ის განმავლობაში და ვაციებთ. შემდეგ ვჭრით წვრილ ზოლებად. კრაბის ჩხირებს კი ვჭრით წვრილად. მოხარშულ კვერცხს ვაცლით გულს. ცილას ვხეხავთ სახეხზე (კვერცხის გული არ დაგვჭიდება). ერთმანეთში ვურევთ კრაბის ჩხირებს, ცილას, კალმარს და ხიზილალას. ვაზავებთ მარილით და მაიონეზით. სალათს ვათავსებთ სასალათეში, შუაგულში ვაწყობთ ხიზილალას და მოხარშულ კვერცხს, როგორც მარგალიტის სიმბოლოს. სალათი მზადაა [...]

    Continue reading »

  • Culimix (16.08.2012) — შოკოლადის ტრუფელები

    Culimix (16.08.2012) — შოკოლადის ტრუფელები

    შემადგენლობა: რძის ფხვნილი – 200 გრ. კაკაო – 50 გრ. შაქარი – 250 გრ. ნაღების კარაქი- 200 გრ. მომზადების წესი: ქვაბში ვასხავთ 100 მლ წყალს, ვამატებთ შაქარს და ვაცხელებთ ადუღებამდე; შემდეგ ვამატებთ კარაქს და ვადუღებთ დაბალ ცეცხლზე, მასის შესქელებამდე (დაახლოებით 30 წთ); რძის ფხვნილს ვურევთ კაკაოს, ვამატებთ შაქრიანი კარაქის ნარევს, მცირე ულუფებად და ყველაფერს კარგად ვურევთ. ცომი უნდა იყოს ფხვიერი. თბილი მასისგან ვაკეთებთ კაკლის ზომის ბურთულებს, ვავლებთ შაქრის პუდრას და კაკაოს ნარევში, შესაძლებელია ტრუფელები ამოვავლოთ დაფხვნილ ნიგოზში ან ქოქოსის ფანტელებში, [...]

    Continue reading »

  •  
  • Culimix (15.08.2012) — კოქტეილი “ცეცხლოვანი”

    Culimix (15.08.2012) — კოქტეილი “ცეცხლოვანი”

    შემადგენლობა: არაყი – 40 მლ. კონიაკი – 20 მლ. ფორთოხლის ლიქიორი – 20 მლ. ლიმონის წვენი – 20 მლ. ფორთოხლის წვენი – 20 მლ. შაქრის სიროფი – 20 მლ. შამპანური – 60 მლ. ყინულის კუბები მომზადების წესი: არაყს ვამატებთ კონიაკს, ფორთოხლის ლიქიორს და წვენს, ლიმონის წვენს, შაქრის სიროფს, შამპანურს და კარგად ავურევთ; ბოკალში ვყრით ყინულს და ვასხავთ ინგრედიენტების ნარევს.

    Continue reading »

  • Culimix (14.08.2012) — საუზმე ბოსტნეულით, პომიდვრის სასალათეში

    Culimix (14.08.2012) — საუზმე ბოსტნეულით, პომიდვრის სასალათეში

    შემადგენლობა: პომიდორი – 4 ც. ბადრიჯანი (დიდი) – 1 ც. თავიანი ხახვი – 1 ც. ზეთსხილი – უკურკო მწვანე ბარდა ბულგარული პილპილი – წითელი, ყვითელი, მწვანე მცენარეული ზეთი – 2 ს.კოვზი მაიონეზი – 70 გრ. ნიორი – 2 კბილი მარილი სანელებლები გასაფორმებლად: კბილსაჩიჩქნი ჩხირები მომზადების წესი: პომიდვრებს ვჭრით განივად, 2 (დიდ და პატარა) ნაწილად. კოვზით ვიღებთ რბილობს და დიდი ნაწილის ნაპირს ვჭრით კბილანებად. სატენი: ბადრიჯანს ვაცილებთ კანს და ვჭრით პატრა კუბებად. ვაქუცმაცებთ ხახვს და პომიდვრის რბილობს. ყველა ინგრედიენტს ვწვავთ მცენარეულ [...]

    Continue reading »

  • Culimix (13.08.2012) — კოქტეილი “ტროპიკული მილოცვა”

    Culimix (13.08.2012) — კოქტეილი “ტროპიკული მილოცვა”

    შემადგენლობა: ანანასის წვენი – 30 მლ. კონსერვირებული ანანასის ნაჭრები – 70 გრ. შამპანური – 70 მლ. შაქრის სიროფი – 150 მლ. პიტნა – 5 გრ. მომზადების წესი: ანანასის ნაჭრებს ვანაწილებთ ბოკლებში და ვასხავთ შაქრის სიროფს; შამპანურს და ანანასის წვენს ვურევთ ერთმანეთში და ვამატებთ ბოკლებში.

    Continue reading »

  • Culimix (07.08.2012) — დაფარშული ბლინის “ტომრები”

    Culimix (07.08.2012) — დაფარშული ბლინის “ტომრები”

    შემადგენლობა: ბლინი – 10 ც. ფარში (სურვილის მიხედვით) – 500 გრ. პომიდორი 300 გრ. ხახვი – 150 გრ. მარილი, პილპილი – გემოვნებით მცენარეული ზეთი მწვანე ხახვი ბლინისთვის: რძე -50 მლ. კვერცხი -2 ც. მცენარეული ზეთი – 2 ს.კოვზი შაქარი – 1 ს.კოვზი ფქვილი – 200 გრ. ჩამქრალი სოდა (სოდა-ძმრით) – 1 ჩ.კოვზი მარილი მომზადების წესი: ბლინები: კვერცხს ვთქვეფთ შაქართან და მარილლთან ერთად, ვამატებთ ზეთს და ვურევთ; ვამატებთ რძეს და კარგად ვურევთ; შემდეგ ვამატებთ სოდას, ფქვილს და კარგად ვურევთ მიქსერით. ცხელ [...]

    Continue reading »

  •  
  • Culimix (06.08.2012) — კოქტეილი “ჩარლი ჩაპლინი”

    Culimix (06.08.2012) — კოქტეილი “ჩარლი ჩაპლინი”

    შემადგენლობა: ატმის ბრენდი – 30 მლ. ჯინი Beefeater – 30 მლ. ლაიმის წვენი – 30 მლ. მომზადების წესი: შეიკერში ვათავსებთ ყველა ინგრედიენტს; ყინულთან ერთად და ვურევთ; ვწურავთ ბოკალში; ვაფორმებთ ლაიმის ან ლიმონის ცედრით.      

    Continue reading »

  • Culimix (05.08.2012) — საუზმე “ზღვის ნიჟარა”

    Culimix (05.08.2012) — საუზმე “ზღვის ნიჟარა”

    შემადგენლობა: მრგვალი ბულკები – 5ც. კვერცხი – 2 ც. კრევეტები – 100 გრ. წითელი იკრა – 50 გრ. მაიონეზი მცენარეული ზეთი მარილი მოსართავად: კვერცხი – 3 ც. მომზადების წესი: ბულკებს ვჭრით განივად, მაგრამ არა ბოლომდე; ძირა ნაწილს ვაცლით რბილობს; რბილობს ვწვავთ მცენარეულ ზეთში, ოქროსფერის მიღებამდე; მოხარშულ კვერცხს ვხეხავთ წვრილ სახეხზე; წვრილად ვჭრით მოხარშულ კრევეტებს, ვამატებთ კვერცხს, იკრას, შემწვარ რბილობს, მაიონეზს და ვურევთ, ვაზავებთ მარილით; მზა სალათით ვავსებთ ბულკების რბილობამოცლილ ძირა ფენას; ვრთავთ სიგრძეზე გაჭრილი, მოხარშული კვერცხის ნახევრებით და იკრით. ზემოდან [...]

    Continue reading »

  • Culimix (04.08.2012) — კარტოფილი ხაჭოს კრემით

    Culimix (04.08.2012) — კარტოფილი ხაჭოს კრემით

    შემადგენლობა: კარტოფილი – 1კგ. ხაჭო – 200 გრ. არაჟანი -2 ს.კოვზი ნიორი – 2 კბილი მწვანილი მარილი, პილპილი – გემოვნებით მომზადების წესი: კანგაცლილ და გარეცხილ კარტოფილს ვხარშავთ მარილწყალში; ხაჭოს და არაჟანს ვურევთ ერთმანეთში, ვამატებთ წვრილად დაჭრილ მწვანილს, დანაყილ ნიორს და კარგად ავურევთ, ვაზავებთ მარილით და პილპილით; თბილ კარტოფილს ვჭრით სიგრძეზე 2 ნაწილად; კარტოფილის ნახევრებს ვაწყობთ ლანგარზე, ზემოდან ვათავსებთ ხაჭოს კრემს და ვაფორმებთ მწვანილით.

    Continue reading »

  • Culimix (03.08.2012) — კოქტეილი “მოხიტო”

    Culimix (03.08.2012) — კოქტეილი “მოხიტო”

    შემადგენლობა: თეთრი რომი— 50 მლ. შაქრის სიროფი— 20 მლ. სოდიანი— 50 მლ. პიტნა — 15 გრ. ლაიმა — 3 ნაჭერი მომზადები წესი: კოქტეილის ჭიქაში ვდებთ ლაიმას და პიტნას, ვჭყლეტთ საჭყლეტით და ვავსებთ დამტვრეული ყინულით, ვასხავთ რომს, შაქრის სიროფს და სოდიანს, ვურევთ კოვზით, ვავსებთ დამტვრეული ყინულით, ვაფორმებთ პიტნის ტოტით.

    Continue reading »

  •  
 
 

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.