„ახალი მემარჯვენეების“ ერთ–ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში შეხვედრებს განაგრძობს.
სოფელ მარადიდში სოფლის მოსახლეობის მთავარი საწუხარი ის არის, რომ მდინარე მაჭახელაზე მშენებარე კასკადის გამო სოფელი წყლით უნდა დაიფაროს. აქაურებს ოფიციალურად ჯერ არავინ განუმარტა რა ტიპის კომპენსაცია არის დაგეგმილი ამ ადგილიდან გასასახლებელი ხალხისათვის.
„მოარული ხმებით ჩვენთვის 36 000 ლარის გადახდას აპირებენ, რაც დასასახლებლად და მეურნეობის გამართვისთვის არასაკმარისია. გვეუბნებიან თურქებს მიაკითხეთო, თურქები ისევ ჩვენს ხელისუფლებასთან გვამისამართებენ“– აცხადებენ სოფელ მარადიდში.
მანანა ნაჭყებია მიმართავს აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობას და ადგილობრივ ხელისუფლებას – მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ხალხის პრობლემებს და დროულად, ოფიციალურად განუმარტონ მარადიდელებს რა ოდენობის კომპენსაციის გაცემა იგეგმება მათთვის.
„თუ სოფლის წინაშე ვალდებულებები ჰესის მშენებელ თურქულ მხარეს აქვს, კეთილი ინებეთ მათთან ურთიერთობაშიც იკისრეთ შუამავლობა, რომ ეს ხალხი ბედი ანაბარად მიტოვებულად არ გრძნობდეს თავს“–აცხადებს მანანა ნაჭყებია.
TRX7-NEWS®
TRX7.COM © 2012







© 2013