Home » Posts tagged 'პოლიტიკა'

  • შესაძლოა ტელე და რადიო “ობიექტივი” დაიხუროს

    შესაძლოა ტელე და რადიო “ობიექტივი” დაიხუროს

    შესაძლოა ტელე და რადიო “ობიექტივი” დაიხუროს. ამ საკითხზე ხვალ მედია–კავშირის გამგეობის წევრები და ჟურნალისტები იმსჯელებენ. რამდენიმე წუთის წინ ირმა ინაშვილმა ეთერში აღნიშნა, რომ მედია საშუალებამ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება.   ”მე მინდა სერიოზულათ ვიმსჯელოთ ხვალ დილიდანვე ობიექტივის მაუწყებლობის შეწყვეტის თაობაზე , ეს პირდაპირ უკავშირდება საარჩევნო პროცესს ” განაცხადა ირმა ინაშვილი ამისი ერთ ერთი მიზეზად კი სოსო მანჯავიძის არჩევნებში დამარცხება დაასახელა. “ძალიან ადვილია იმ ხალხს დაურეკო სახლიდან  რომლებსაც 9 წლიანი ბრძოლა და რეპრესიები აქვს გადატანილი და უთხრა  ყოჩაღ როგორ მიყვარხარ!  . მარტო ეს [...]

    Continue reading »

  • შუალედური არჩევნები

    შუალედური არჩევნები

    მთელი დღეა ვზივარ კომპიუტერთან და ღიიმილით ვაკვირდები შუალედურ არჩევნებზე განვითარებულ მოვლენებს, უნდა ავღნიშნო ,რომ საოცარი “სინქრონი” აღმოვაჩინე საინფორმაციო გამოშვებებსა და საინფორმაციო სააგენტოებს შორის . პირველი რასაც ველოდი , თქმა უნდა ეს იყო ლეიბორისტების კონტექსტიდან ამოვარდნილი ქმედებები.. ჯერ ისევ გახურებული საარჩევნო ფაცი–ფუცი მიდიოდა რომ ბატონმა შალვამ ასე გულუპყვრილოთ გვაცნობა რომ “ყველა” წინასაარჩევნო გამოკითხვებით ლეიბორისტები ლიდერობენ და თუ გუგავა ვერ გაიმარჯვებდა მაშინ ეს არჩევნებიც იქნებოდა გაყალბებული და ლეიბორისტები ყველაფერს იზამდნენ, რომ ზემოთხსენებული ფაქტი მისულიყო დასავლელი ლიდერების ყურებამდე .. თუმცა მე დიდიხანია გამოვთქვამ [...]

    Continue reading »

  • სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“ ოკუპირებულ აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში 1 თვეში კონცერტის გამართავას აპირებს

    სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“ ოკუპირებულ აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში 1 თვეში კონცერტის გამართავას აპირებს

    სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“ ოკუპირებულ აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში 1 თვეში კონცერტის გამართავას აპირებს. ამის შესახებ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანლემა, ანზორ ერქომაიშვილმა, გაზეთ „იზვესტიათან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ანსამბლი ადრე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, წელიწადში რამდენჯერმე გამოდიოდა, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ იქ მოხვედრა შეუძლებელი იყო. „2008 წლის შემდეგ ჩვენ იქ პირველად ჩავალთ. ჩვენ აფხაზური და ოსური სიმღერები გვაქვს რეპერტუარში და საქართველოს ყველა რეგიონის სიმღერებს ვმღერით“, – განაცხადა ერქომაიშვილმა. კითხვაზე, თვლის თუ არა ის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად, [...]

    Continue reading »

  • ინტერვიუ ‘’სსულ’’-ის  პრეზიდენტთან ნოდარ თათვიძესთან

    ინტერვიუ ‘’სსულ’’-ის პრეზიდენტთან ნოდარ თათვიძესთან

    2011-2012 სასწავლო წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად სტუდენტებს მხოლოდ 100%-იანი სასწავლო გრანტით სარგებლობის უფლება მიანიჭეს და არ მისცეს საშუალება ესარგებლად სხვა საგრანტო პროცენტული მაჩვენებლით გარკვეულ დარგებსა და სპეციალობებზე: 1) იურიდიული; 2) ბიზნესის ადმინისტრირება (გარდა ტურიზმისა); 3) სამედიცინო; ჯანდაცვა; 4) მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა; 5) საერთაშორისო ურთიერთობები; 6) საჯარო მმართველობა; მუშაობთ აღნიშნულ პრობლემაზე? დიახ, ჩვენ ორაგნიზაციებს მოგვმართეს სტუდენტებმა რომ დავხმარებოდით აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში და საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა და დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია ვმუშაობთ აღნიშნულ პრობლემის მოსაგვარებლად. რა მოიმოქმედეთ სტუდენტთა დასახმარებლად? საქართველოს სტუდენტთა [...]

    Continue reading »

  •  
  • ბორის ბერეზოვსკი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ბორის ბერეზოვსკი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

    რუსი ოლიგარქი და ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი”, ბერეზოვსკის სიძის, იგორ შუპის მიერ “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის მიხედვით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ბერეზოვსკი ბოლო პერიოდში ლონდონში ცხოვრობდა.

    Continue reading »

  • “საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა”

    “საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა”

    2011-2012 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად უნივერსიტეტებში სტუდენტებს მხოლოდ 100% გრანტით სარგებლობის უფლება მიანიჭეს და არ მისცეს საშუალება, ესარგებლათ სხვა საგრანტო პროცენტული მაჩვენებლით გარკვეულ დარგებსა და სპეციალობებზე: იურიდიული; ბიზნესის ადმინისტრირება (გარდა ტურიზმისა); სამედიცინო; ჯანდაცვა; მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა; საერთაშორისო ურთიერთობები; საჯარო მმართველობა; “საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა” და “დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია” სტუდენტებთან ერთად თხოვნით მიმართავენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს, გაითვალისწინოს 2011-2012 წლებში სასწავლო გრანტთან დაკავშირებული პრობლემა და შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც ინდივიდუალურად შეისწავლის სტუდენტების სამართლიან მოთხოვნას. „საქართველოს სტუდენტთა უფლებების [...]

    Continue reading »

  • კატო ჩულაშვილი:  „ მარგინალი“ „მარგველა“–ს მოგვერდი და ძველი ავტორიტარული კონფლიქტების ახალი იარები

    კატო ჩულაშვილი: „ მარგინალი“ „მარგველა“–ს მოგვერდი და ძველი ავტორიტარული კონფლიქტების ახალი იარები

    საქმე საქმეზე რომ მიდგება, არცერთი წვეთი არასოდეს აღიარებს წყალდიდობაში თავის ბრალეულობას, არადა წვეთს დიდი ძალა აქვს!.. ნდობაც დიდი პრეტენზიული „ვინმეა“ – საშლელივით, ყოველ შეცდომაზე სულ უფრო ილევა და ილევა…  გულწრფელობა არც ისე იოლია. მეტიც, გულწრფელობა გამბედავი ადამიანების ჩვევაა. არ მაქვს პრეტენზია გამბედავობაზე. ქალი ვარ და დიდად არც მომეთხოვება, მაგრამ, მაინც გულწრფელად ვაღიარებ – არის მომენტები, როცა ჩემს ტოლერანტობას მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის სიმკაცრე განაპირობებს.  როგორც „რომანტიული აგებულების“ ქალბატონები ამბობენ, წლებისა და გამოცდილების გადმოსახედიდან უკეთ ხედავ, რომ ბედი არაერთხელ გაძლევდა შანსს, რომელსაც [...]

    Continue reading »

  • ვაჟა-ფშაველა: სადიდმარხვოდ

    ვაჟა-ფშაველა: სადიდმარხვოდ

    ამ დალოცვილს დიდმარხვას რომ საუბარი შეეძლოს, უთუოდ დიდს სამდურავს შეუთვლიდა და არც წყევლას დააკლებდა მარხვაჭამიებს, რომელნიც უფრო ბლომად მოიძებნებიან ქალაქ ადგილებში, მანამ სოფლად. სოფელს ჯერ კიდევ ძველი სუნი მოსდის და მამა-პაპათ ანდერძი არ დაუვიწყნია. ძველად, ხომ ვიცით, მარხვას დიდის პატივისცემით ეპყრობოღნენ და ეხლაც ისევ დალოცვილი ლობიო, მახოხი, ღოლოს საჭამაბდი და სხვანი მრავალნი მცენარეულნი საჭმელები არიან, დიდმარხვის პატივსაცემლად დამზადებულნი. ქალაქ ადგილას კი ყველა საზოგადოდ ჩვეულებისაგან აკრძალული საქმე ადვილად ჩასადენია კაცისაგან, ხოლო სოფელში ყველა მალე გაიგებს ავს საქმეს და ავის თვალითაც შეჰხედავენ. [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (17.03.2013) — “გუბერნატორის ინსტიტუტი უქმდება”

    TRX7-NEWS (17.03.2013) — “გუბერნატორის ინსტიტუტი უქმდება”

    “ახალი თაობის” მასალების მიხედვით “მომზადებულია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის დღეს არსებულ მმართველობის სისტემას. კონკრეტულად, ადამიანები, რომლებიც სოფლებში, თემებში, დაბებში ცხოვრობენ, ძალიან შორს არიან ადგილობრივი ხელისუფლებისგან. ხშირ შემთხვევებში არ შეუძლიათ მათ თავიანთი ხმა მიაწვდინონ ცენტრს არსებულ მოთხოვნილებებთან და საჭიროებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური შესაძლებლობები ძალიან მწირია, აქედან გამომდინარე მათ არ შეუძლიათ მოაგვარონ ძალიან ბევრი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები”, – აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “გუბერნატორის ინსტიტუტი [...]

    Continue reading »

  • აჩიკო ბენაშვილი: პოპ–პორტრეტები: რობერტ ფრიპი და King Crimson – დიდი მუსიკოსების სამჭედლო (ნაწილი III)

    აჩიკო ბენაშვილი: პოპ–პორტრეტები: რობერტ ფრიპი და King Crimson – დიდი მუსიკოსების სამჭედლო (ნაწილი III)

    …გავიდა შვიდი წელიწადი და როკ მუსიკაში ზოგადად  შეიცვალა მიდგომა რეპერტუართან, ჟღერადობასთან, ტექსტებთან თუ კიდევ იმ მუსიკოსებთან, რომელთაც დააარსეს კიდეც როკული მსოფლმხედველობა, აერთიანებდა რა იგი 60-70-ების დასაწყისში დიუან ალმანსა და ანდერსონს, ჯერი გარსიასა და გარი ბრუკერს… იმ დროს სპექტრი უკიდეგანო იყო, მსმენელს კი ყველაფერი მოსწონდა, თუნდაც მკვეთრად განსხვავებული, მაგრამ მაინც ერთნაირად კარგი. Genesis-ის მსმენელი Led Zeppelin-საც უსმენდა,  Jefferson Airplane-ისა კი King Crimson-ს… 80-ები კი უკვე ერთგვარი გაუკაცრიელების, მუსიკალურ სუნთქვასთან გაუცხოვებისა და როკ შემეცნების ფლაგმანების დროებით მივიწყების ეპოქად იქცა. სწორედ მაშინ მკვიდრდებოდა [...]

    Continue reading »

  • სოლომონ თერნალელი: 1 ოქტომბრიდან ათვლა ხშირად მცდარია

    სოლომონ თერნალელი: 1 ოქტომბრიდან ათვლა ხშირად მცდარია

    ძალიან მიკვირს ის აჟიოტაჟი, რაც ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას მოჰყვა – ახალი მთავრობის დროსაც თავდაცვის სამინისტროს კომპიტერიდან ვირუსებს მიგზავნიდნენ და მისმენდნენო! ჯერ ერთი, ირაკლი ოქრუაშვილისგან რაც მოგვისმენია, უფრო მეტი არ დადასტურებულა. დავიშვათ, ოქრუაშვილის ეჭვი საფუძვლიანია და მას მართლაც უსმენდნენ თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერიდან. აქ საინტერესო ისაა, როდის იყო ეს. ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო ამონაწერი თითქოს დათარიღებულია 11 ნოემბრით! მე ამაში საოცრებას არ ვხედავ და მინდა მივმართო ყველას, ვინც გაოცებული კითხულობს, “…ნუთუ, 1 ოქტომბრის შემდეგ ეს შეიძლებოდა? ნუთუ, ალასანია იყო ამის ორგანიზატორი?..” 1 [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (13.03.2013) — “ახალი მემარჯვენეები”: ” აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების    თემა პოლიტიკურ ელფერს ატარებს”

    TRX7-NEWS (13.03.2013) — “ახალი მემარჯვენეები”: ” აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების თემა პოლიტიკურ ელფერს ატარებს”

    “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ჩაატარა. “ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ მოწმე როგორ ხდებოდა განათლების რეფორმის და მეცნიერების რეორგანიზაციის საბაბით, საკანონმდებლო ბაზის მეშვეობით ხელოვნურად შექმნილი  ბარიერების გამო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და არასასურველი ადამიანების   თუ სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამოშორება, გაუქმება, “ჩარეცხვა”.  ყოველი ასეთი პოლიტიკური  გადაწყვეტილების შედეგად ზარალდებოდა ქართული განათლების სისტემა, ჩვენი უნივერსიტეტები და რაც მთავარია, ახალგაზრდა თაობა. სწორედ მაშინ ვიხილეთ ჩვენ პირველად პოლიცია უნივერსიტეტებში,  ქუჩაში გამოყრილი პროფესორ-მასწავლებლები, სამედიცინო კოლეჯის, კადეტთა [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (5.03.2013) — რუსეთში ქართული პროდუქციის მომარაგებაზე ზრუნვა დაიწყეს

    TRX7-NEWS (5.03.2013) — რუსეთში ქართული პროდუქციის მომარაგებაზე ზრუნვა დაიწყეს

    „როსპოტრებნადზორი“ საქართველოდან წაღებული ნიმუშების ლაბორატორიულ შემოწმებას იწყებს. ამასობაში კი ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო ქსელები ქართული პროდუქციის მომარაგებაზე ზრუნვას იწყებენ. ადგილობრივი ღვინისა და მინერალური წყლების რუსეთის ბაზარზე შეტანა კი, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში განახლდეს თუკი რუსეთში პროდუქციის რეგისტრაცია ნორმალურ პირობებში ჩაივლის. ამას ადასტურებს „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი გენადი ონიშენკო, რომელიც კითხვაზე – შეუძლიათ თუ არა ღვინისა და მინერალური წყლების ქართველ მწარმოებლებს პროდუქციის მარტ-აპრილში რუსეთის ბაზარზე შეტანა – იგი პასუხობს, რომ „შესაძლებელია, რა თქმა უნდა“, თუ ამ პროცესს ხელს არ შეუშლის ის არაჯანსაღი პოლიტიკური მდგომარეობა, რასაც [...]

    Continue reading »

  • მოვა თუ არა ნაციონალური გაზაფხული? „შაჰიდი ლეოპოლდის“ მარტის სეზონი, ანუ არც ისე მარტივი ქართული ლოგიკა

    მოვა თუ არა ნაციონალური გაზაფხული? „შაჰიდი ლეოპოლდის“ მარტის სეზონი, ანუ არც ისე მარტივი ქართული ლოგიკა

    ეს კვირა ორშაბათული ამინდით, ქალების, გიჟების და გადარეულების შესაბამის კონტექსტში მოხსენიებით, ანუ სეზონური ნერვაშლილობით დაიწყო. არადა, ისეთი არაფერი მომხდარა – უბრალოდ მოთოვა. დღის მეორე ნახევარში კადრში და ყურადღების ცენტრში იყო კანცელარია „საათნახევრიანი, დახურული და საინტერესო …“ შეხვედრა სახელად „ჩემი შენ გითხარი“ – 2 “მძევლით”, რომელთაგან ერთი დარჩა კმაყოფილი, მეორე – უკმაყოფილო, ხოლო ჩვენ, რა თქმა უნდა -მხიარულები… დაახლოებით ამ სტილში: – ნარდის სათამაშოდ ვარ ჩამოსული ამხელა გზაზე? ნარდი პერის ეთამაშე! – პრიჩომ ზდეს პერი!? ბიჯო! კაცი ხარ და შედი კაცის მდგომარეობაში! … [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (5.03.2013) — „ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტმა დღის სინათლე ვერ იხილოს“

    TRX7-NEWS (5.03.2013) — „ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტმა დღის სინათლე ვერ იხილოს“

    „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მის ავტორებს დაუბრუნა. საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტი განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა წარუდგინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას გარკვეული ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა. კერძოდ, კანონპროექტი სხვა კანონებშიც იწვევდა ცვლილებებს, მაგრამ ეს ცვლილებები კანონპროექტს თან არ ახლდა. ამის გამო ის დაუბრუნდა იმ საინიციატივო ჯგუფს (ზვიად ქორიძე, ნინო ზურიაშვილი, ლაშა ტუღუში და სხვ.), რომელმაც კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა განსახილველად. შეგახსენებთ, კანონპროექტით სამაუწყებლო სფეროში სავალდებულო ტრანზიტის წესი შემოდის. შემოღებული იქნება მაუწყებლის ვალდებულება, მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ სუბიექტს ტრანზიტის უფლება მისცეს. ამასთანავე, [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (5.03.2013) — პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

    TRX7-NEWS (5.03.2013) — პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

    ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირების ერთ საკანში მოთავსება აიკრძალება. აქედან გამომდინარე, ცვლილებები შედის „პატიმრობის კოდექსში” და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, რომლის განხილვაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოეწყო. საკითხი განსახილველად იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ წარმოადგინა, რომლის განცხადებითაც წარმოდგენილი ცვლილებებით, 2006 წლამდე არსებული სტატუს -კვო აღდგება. მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი აკრძალვა 2006 წლამდე არსებობდა და არსებობს ეჭვი, რომ მისი გაუქმება სანდრო გვირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირების გამო განხორციელდა. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (5.03.2013) — სავაჭრო ცენტრ „საბას“ ხანძართან დაკავშირებული ახალი დეტალები

    TRX7-NEWS (5.03.2013) — სავაჭრო ცენტრ „საბას“ ხანძართან დაკავშირებული ახალი დეტალები

    სავაჭრო ცენტრ „საბას“ მფლობელი, პაატა კაჭარავა ცენტრის დაწვას დივერსიას უწოდებს და ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა, ხანძარი მისმა კონკურენტებმა მოაწყვეს. შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრ „საბას“ ტერიტორიაზე ხანძარი საღამის საათებში გაჩნდა და შენობის რამდენიმე ათეული კვადრატული მეტრი იმსხვერპლა. თავდაპირველი ვერსია, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზად დასახელდა, ელექტროსადენების გაუმართაობა და მოკლე ჩართვა იყო, თუმცა სავაჭრო ცენტრის მფლობელი მაშინვე აცხადებდა, რომ მთელს შენობაში საღამოს საათებში ელექტროენერგია ითიშება და ამიტომ მოკლე ჩართვა ხანძრის მიზეზი ვერ გახდებოდა. პაატა კაჭარავა for.ge-სთან ხანძრის გამომწვევ ახალ მიზეზებზე საუბრობს. პაატა კაჭარავა: „სათვალთვალო კამერების ჩანაწერების [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (4.03.2013) — (Video) შეხვედრა კანცელარიაში

    TRX7-NEWS (4.03.2013) — (Video) შეხვედრა კანცელარიაში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს სახელმწიფო კანცელარიის შენობაში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა   პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. მან მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანი “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების ღირსეულ წევრებად დარჩენის სურვილი იყო. პრემიერ–მინისტრის თქმით, ახლა მთავარია სწრაფად ჩაცხრეს ემოციური ფონი. “ჩვენ გვქონდა სხვა ტიპის საუბრები. მე დავარწმუნე ის, რომ არანაირი არეულობა არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ამის სურვილი აქვთ. არ [...]

    Continue reading »

  • დიპლომირებული გაზაფხული, ანუ პრეზიდენტი „თვით–დაცვის“ რეჟიმში

    დიპლომირებული გაზაფხული, ანუ პრეზიდენტი „თვით–დაცვის“ რეჟიმში

    არაფერი ისე არ აფხიზლებს დღის ბოლოს ადამიანს, როგორც სამუშაო მაგიდაზე დაღვრილი ერთი ფინჯანი ქაფქაფა ყავა. რა თქმა უნდა, მეტი მხნეობისთვის უკეთესი იყო მისი შინაგანად მიღება, მაგრამ ნუ დაიბნევით! ჩათვალეთ და ირგვლივ მყოფებსაც უთხარით, რომ ეს „პარასკევას“ ერთგვარი რიტუალია – უფრო ენერგიული და არომატული მომავალი სამუშაო კვირისთვის. რა თქმა უნდა, ამ მოკლე განმარტების შემდეგ, დასუფთავების მიმართულებით მოგიწევთ დამატებითი შრომა, მაგრამ აქაც იმით გაიმხნევეთ თავი, რომ არც ისე შორეული წარსულის ნაციონალური ბომონდი, მმართველი პარტიის სეფე –ქალები, პაჟები და, ზოგჯერ დოქსოპულოებიც ამ საქმით [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (1.03.2013) — (Video) საქართველოს პრეზიდენტი დღეს საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა

    TRX7-NEWS (1.03.2013) — (Video) საქართველოს პრეზიდენტი დღეს საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი დღეს საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა, სადაც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს. მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ გამოთქვა პრემიერთან შეხვედრის სურვილი.

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (1.03.2013) — (Video) საქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროპის სახალხო პარტიის დელეგაციას შეხვდა

    TRX7-NEWS (1.03.2013) — (Video) საქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროპის სახალხო პარტიის დელეგაციას შეხვდა

    ბიძინა ივანიშვილი ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობათა სამუშაო ჯგუფს შეხვდა, რომელსაც ფრანკო ფრანტინი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებს. სტუმრებმა პირადად პრემიერ–მინისტრისგან მიიღეს პასუხები ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე. შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა და ის თბილ, მეგობრულ ვითარებაში წარიმართა. ევროპელმა დიპლომატებმა ახალ ხელისუფლებასთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (1.03.2013) — (Video) პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია

    TRX7-NEWS (1.03.2013) — (Video) პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია

    პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია და ქართული ემიგრაციის დარბაზი გახსნა. სამკითხველო დარბაზში მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ისეთ უნიკალურ გამოცემებს და ბეჭდურ მასალებს, რომლებიც წითელი ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლიდან გამოიცემოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კაბინეტიც მოინახულა და მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოცემული უიშვიათესი მასალები დაათვალიერა. იგი ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის I და II კორპუსების სარეაბილიტაციო პროექტების გეგმებს გაეცნო და ერთ-ერთ დარბაზში გამოფენილი რეკონსტრუქციის ესკიზები და ილუსტრაციები მოინახულა. „30 წლის წინ ამ დარბაზში სტუდენტები საგამოცდო მასალებს და სხვადსხვა საკითხებს ვამზადებდით. [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (1.03.2013) — პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადება ივანიშვილი – ერდოღანის კაბალური შეთანხმების შესახებ

    TRX7-NEWS (1.03.2013) — პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადება ივანიშვილი – ერდოღანის კაბალური შეთანხმების შესახებ

    მიმდინარე წლის 14 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თურქ კოლეგას – რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. რამდენადაც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, საქართველოს და თურქეთის პრემიერ-მინისტრები ორ ქვეყანას შორის კულტურულ-რელიგიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას მიეწოდა მხოლოდ ზოგადი ცნობები ამ შეთანხმების შესახებ, რომელიც გულისხმობს ბათუმის ცენტრში მუსლიმური სამლოცველოს აშენებასა და თურქეთის ტერიტორიაზე ორი ქართული კულტურული ძეგლის რესტავრაციას. ამავდროულად, ოფიციალური უწყებების მხრიდან სხვა განმარტებები ამ საკითხზე ამ დრომდე არ გაკეთებულა და ხელმისაწვდომი არ არის შეთანხმების ტექსტი ან სხვა [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (28.02.2013) — ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა

    TRX7-NEWS (28.02.2013) — ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსიების ბოროტად გამოყენების ბრალდებით რამდენიმე პირი დაკავების თაობაზე განცხადებას ავრცელევს, რომლის ტექსტსაც „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. დაკავებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თამაზ მღებრიშვილი და ამავე სამინისტროს საწარმოთა მართვის ყოფილი უფროსი აბესალომ გურგენიძე. ასევე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული იქნა ორი პირი, შპს „ლენისე კომპანის“ მფლობელი ლუხუმ კაპანაძე და სერგი [...]

    Continue reading »

  •  
 
 

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.