Home » Posts tagged 'საზოგადოება'

  • TRX7-NEWS (20.01.2013) — სოლომონ თერნალელი: ლენინიზმიდან – ფელინიზმამდე

    TRX7-NEWS (20.01.2013) — სოლომონ თერნალელი: ლენინიზმიდან – ფელინიზმამდე

    ფეისბუქზე ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა “ამარკორდი” ახსენდა და მივხვდი, რომ ქართველები, ბოლო თვეებია, ფელინის სურათებში გადავსახლდით. ოღონდ ძნელი გასარკვევია, კონკრეტულად, სად ვართ უფრო მეტად – „ორკესტრის რეპეტიცია“, „და გემი მიცურავს“, თუ მართლაც – „ამარკორდში“. საშინელება თითქოს უკან დარჩა, მაგრამ ჯერ კიდევ შავი ყორანივით მოგვჩახვის და გაურკვევლობის გამოც და ხალხის გადაღლის გამოც გროტესკი მძლავრობს. ამას განსაკუთრებულ ტონს აძლევს პრეზიდენტის უსასრულობამდე მისული აბსურდული „ბრიყვინგები“ (შოთა გლურჯიძის ტერმინი), როცა ის არც იმას გვაკლებს, რომ თავისი თავი დედა ტერეზად და ალექსანდრე მაკედონელად წარმოგვიდგინოს (იანუსივით) და [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (15.01.2013) — პრემიალურად არომატიზირებული ყავა, ანუ ჩემს მაგივრადაც დაიბედეთ, რა!

    TRX7-NEWS (15.01.2013) — პრემიალურად არომატიზირებული ყავა, ანუ ჩემს მაგივრადაც დაიბედეთ, რა!

    – „არა! ასე აღარ ვთამაშობ!..“ ოცნებები უნდა სრულდებოდეს, თორემ უკვე ვიწყებ ნერვიულობას…  ხან „ჯერ მაგის დრო არააო!“, მერე,“ რაღა დროს ეგააო!“ და, ამასობაში, კი გავიდა ცხოვრება… ეგ ცხოვრებაც კარგი ტიპია, – რატომღაც, ჩვენი გეგმების კითხვა ეზარება. მერე, ამ სიზარმაცის კომპენსაციად, გვაძლევს შანსს ერთს, ორს, ზოგჯერ სამსაც. „ძველით“ და „ახლით“ ახალი წელი და ბედობა წყვილ–წყვილად აბა რისი ნიშანი უნდა იყოს? მაგალითად, 14 იანვრის ღამეს საქართველოში ყველა ბებიას ეძლევა წლის უკანასკნელი შანსი – გამოისყიდოს და თავი იმართლოს „გადამალული“ გოზინაყის და ჩურჩხელების გამო. ჩვენც [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (11.01.2013) — თბილისური ყავა ორ ყლუპად პირის სიმშრალის საწინააღმდეგო ეფექტით

    TRX7-NEWS (11.01.2013) — თბილისური ყავა ორ ყლუპად პირის სიმშრალის საწინააღმდეგო ეფექტით

    მიყვარს არა, მიყვარდა ბათუმში, პორტის ყავახანაში, ანუ „ბერეგზე“ ქვიშაზე მოდუღებული ყავის დალევა. იმაზე ადრე გაგრაში მიყვარდა, „კარაველას“ წინ, ფერადი ქოლგების ქვეშ ყავა ყლუპებით. ალბათ, რაღაცას ვიხანგრძლივებდი ქვეცნობიერად… თუმცა, გამოვტყდები, რომ ამ ორ ქალაქზე უფრო მაინც თბილისი მიყვარს, მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარს, თუნდაც ყველაზე ფალსიფიცირებული „ყავის ნარეცხით“… აქ კი რაო? დიქტატურა და ბორშჩი როგორ სჯობს ბაყაყებს და დემოკრატიასო… რა შუაშია და რამ გამახსენა? პასუხისთვის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაისეირნეთ, სანაპიროს მისადგომებთან.. მძაფრი შეგრძნებისთვის ღამის საათები სჯობს. რა დროს ზღვა და სეირნობაა ამ [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (06.01.2013) — მოგონებების ყელსაბამი, შობის თბილი სუნთქვა და მოლოდინში „დაწერილი ყავა“

    TRX7-NEWS (06.01.2013) — მოგონებების ყელსაბამი, შობის თბილი სუნთქვა და მოლოდინში „დაწერილი ყავა“

    ჩემს ცხოვრებაში (ისე, როგორც თქვენს ცხოვრებაში) მოიპოვება წამები, რომელთა აკინძვა და, სხვა ძვირფასეულობასთან ერთად, ზარდახშაში შენახვა მინდება. მაშინ, როცა ძალიან მიჭირს, ამ ფაქიზად ასხმულ წამებს ყელზე სამკაულივით ვირგებ და მშველის ისევ თავიდან გასაბრწყინებლად… შეიძლება ზედმეტად „ქალურ– სენტიმენტალური“ რამე ვთქვი, მაგრამ, ბოლო დროს, ამ განწყობაზე ვარ. ალბათ იმიტომ, რომ ახალი ისეთი არაფერი ხდება, ყოველ შემთხვევაში, ჯერ–ჯერობით არაფერი, რომ ყელზე ჩამოსაკიდებლად ღირდეს. უბრალოდ ვაკეთებ აღმოჩენებს „ადამიანთმცოდნეობაში “, მაქვს თავზე საყრელი დრო, იდეა და გროშიც არ მიჭყავის ჯიბეში. მერე რა? არც არაფერი, რომ ზამთარია, [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (30.12.2012) — ო, ლილო–ლილო! რიო დე ჟანეირო… ანუ ყავის–ფერი დილა და წინასაახალწლოდ განწყობილი ფიქრი გზაზე

    TRX7-NEWS (30.12.2012) — ო, ლილო–ლილო! რიო დე ჟანეირო… ანუ ყავის–ფერი დილა და წინასაახალწლოდ განწყობილი ფიქრი გზაზე

    ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე არც იწვის და არც დნება, როგორც დიდი პოეტის ვერსიაშია… უბრალოდ, დეკემბრის დილა ყინავს… ამ ელექტრონული წეაღსვლის კითხვის პროცესში, ნებითა ჩემითა და სურვილითა სხვისითა, ლილოს გზას გამოყენებენ… დიახ ლილოს, დიახ სამარშრუტო ტაქსით და დიახაც მეტის ღირსი ვარ! ზარმაციც ვარ, უპასუხისმგებლოც, ცაიტნოტში გაკეთებულ საქმეზეც ვგიჟდები, „ჩემი ჭკუით ეკონომიაზე“ ჭკუა მეკეტება, მაგრამ იმას მაინც ვერ ვხვდები, რატომ უყვართ ყველაზე დიდი გაბარიტის მქონე ქალებს (კაცებსაც) „მარშუტკის“ კართან ჯდომა და გასასვლელის ჩახერგვა? რამდენი რამის კულტურა გვაქვს დასახვეწი, მაგრამ, ამ წუთას, ჩემთვის [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (29.12.2012) — სოლომონ თერნალელი: პასუხი ქალბატონ Makaterina Katerina-ს საკონსტიტუციო კითხვაზე

    TRX7-NEWS (29.12.2012) — სოლომონ თერნალელი: პასუხი ქალბატონ Makaterina Katerina-ს საკონსტიტუციო კითხვაზე

    კითხვა: Makaterina Katerina: სოლომონ, როგორც ეჭვმიტანილ კონსტიტუციონალისტს და ანალიტიკოსს, გეკითხებით:– პარლამენტს კონსტიტუციაში ცვლილების (რომ პრეზიდენტმა არჩევნებიდან 3 თვეში შეძლოს პარლამენტის დათხოვნა) შეტანა თუ შეუძლია, ანუ ხმათა 2/3 –ს მიღება შესაძლებელია, რატომ ის ცვლილება არ შეაქვთ,რომ ახალი კონსტიტუცია 5 იანვრიდან შევიდეს ძალაში? ამით ხომ ყველაფერი მოგვარდება და პოლიტიკურ კრიზისსაც ავცდებით?! გაქვთ სავარაუდო პასუხი?!  ====================================================== პასუხი: Solomon Ternaleli: ქალბატონო მაკატერინა – არ ვიცი, ეს შეკითხვა ჩასაჭრელია (“ნა ზასიპკუა”) თუ მეგობრულ-საბაასო, მაგრამ შევეცდები, გიპასუხოთ. ზუსტი პასუხი არ მაქვს. გიპასუხებთ, მე რა მგონია. 1) [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (28.12.2012) — სოლომონ თერნალელი: მეფური გამბიტი (ფიქრები ივანიშვილის წინადადებაზე)

    TRX7-NEWS (28.12.2012) — სოლომონ თერნალელი: მეფური გამბიტი (ფიქრები ივანიშვილის წინადადებაზე)

    სამწუხაროდ, ახლა რაც წერია კონსტიტუციაში, იმის მიხედვით სააკაშვილს ყველაფერის უფლება აქვს – როცა უნდა დაითხოვს მთავრობას, დანიშნავს ერთპიროვნულად მინისტრებს, მერე თხოვს პარლამენტს ამის დამტკიცებას და თუ პარლამენტი ამაზე უარს ეტყვის 3-ჯერ, დაითხოვს პარლამენტსაც (ოღონდ ეს მხოლოდ აპრილში შეუძლია!)! თან ისე დაითხოვს, რომ დარჩება სწორედაც რომ ერთპიროვნულად დანიშნული (ერთი კაცის ხუშტურით დანიშნული!) მთავრობა, რომელიც ჩაატარებს კიდეც საპარლამენტო არჩევნებს! მართალია, არის ერთი პატარა დაბრკოლება, მიშას ეს ორივე ერთდროულად შეუძლია გააკეთოს მხოლოდ აპრილში. ამიტომ იქცა “აპრილი” გოკა ხაჩიძის, გიორგი ვაშაძის, და სხვა ნაცმოძი [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (24.12.2012) — წლის ბოლო ორშაბათი, ანუ ყავა ერთი ბუტერბროდით და ორი კომპლიმენტით

    TRX7-NEWS (24.12.2012) — წლის ბოლო ორშაბათი, ანუ ყავა ერთი ბუტერბროდით და ორი კომპლიმენტით

    პრინციპში, ქალს ჩუმად ყოფნაც შეუძლია, უბრალოდ მას ასეთი პრინციპი არ გააჩნია და მხოლოდ იმიტომ არ გააჩნია, რომ არ ჭირდება… ცოტა ხმამაღლა ფიქრი გამომივიდა, უფრო სწორად ფიქრის ხმამაღალი გაელვება, თორემ ქალს კიდევ ბევრი რამ შეუძლია. იმაზე გაცილებით მეტი, რასაც მამაკაცის ფანტაზია ეყოფა… ამიტომ, მამაკაცებო! არასოდეს უთხრათ ქალს: – „ვის ჭირდებიო?“ ქალი შეძლებს, უმცირეს დროში დაგარწმუნოთ საწინააღდეგოში და ეს იქნება ის უკანასკნელი რამ, რასაც სიამოვნებით გააკეთებს თქვენთვის. არც გაბრაზებული ვარ, არც ნაწყენი და არც შარზე, უბრალოდ დილიდან ასეთ ხასიათზე გავიღვიძე და აქამდე მომყვა. [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (17.12.2012) — (Video) წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღე

    TRX7-NEWS (17.12.2012) — (Video) წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღე

    უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები. ცხოვრობდა ბარბარე გოდოლში დამწყვდეული, შვებას ოდენ ბუნების [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (16.12.2012) — სოლომონ თერნალელი: მოხიბლული დუელიანტის ოპტიმისტური აღსარება რესპუბლიკის მთავარსარდლის წინაშე

    TRX7-NEWS (16.12.2012) — სოლომონ თერნალელი: მოხიბლული დუელიანტის ოპტიმისტური აღსარება რესპუბლიკის მთავარსარდლის წინაშე

    15 დეკემბერს, ახალ წლამდე ორი კვირით ადრე, გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნდა ქ-ნ ნათია მეგრელიშვილის სტატია „ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს“, რომელშიც აღელვებული ავტორი საქართველოს პრეზიდენტს ემონოლოგება. http://24saati.ge/index.php/category/society/2012-12-16/34507.html ქ-ნ ნათიას არ ვიცნობ, „24 საათის“ მენეჯმენტი დემაგოგიური სერვილანტური ურნალისტიკის ერთ-ერთ ეტალონად მიმაჩნია (თუმცა არის მაგ გაზეთში რამდენიმე ნამდვილად პატივსაცემი ჟურნალისტი) და იმის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ვინ რას მისწერს, ამ პოლიტიკოსზე აზრს ნამდვილად არ შევიცვლი… და მაინც, გადავწყვიტე, რომ ამ სტატიას გამოვეხმაურო. რადგან ასე მგონია, რომ იგი „სა-ეტაპო“ სტატიაა! ჩემი აზრით, ნაკლებადცნობილი ჟურნალისტის ამ თითქოს-და [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (18.11.2012) — „გთხოვთ, ერთმანეთს სათუთად მოექცეთ“

    TRX7-NEWS (18.11.2012) — „გთხოვთ, ერთმანეთს სათუთად მოექცეთ“

    ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში საქართველოს აღმასრულებელი და საკონონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს. სასტუმრო “თბილისი მერიოტში“ გამართული ამ ღონისძიების ორგანიზატორმა, კავშირის “21-ე საუკუნე“ წარმომადგენელმა პაატა გაჩეჩილაძემ განმარტა, რომ შეხვედრა გაცნობითი-საინფორმაციო ხასიათის იქნებოდა და ასეც მოხდა – ორი საათის განმავლობაში სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებმა, ხელისუფლების წევრებთან ერთად მოკლედ მიმოიხილეს პრობლემები, რასაც ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ზაქარია [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (14.11.2012) — ინვესტორები გაფიცვების თვალდათვალ

    TRX7-NEWS (14.11.2012) — ინვესტორები გაფიცვების თვალდათვალ

    შეუშლის თუ არა საქართველოში აგორებული პროტესტის ტალღა ხელს ინვესტორებს? ამაზე ექსპერტები და დარგის სპეციალისტები ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან. მათი სურვილია, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ დაზარლდეს, მაგრამ რეალობა სხვაგვარ სურათს იძლევა. ბოლო პერიოდში გაფიცვა ფოთის პორტის, ბორჯომის ქარხნის, ყულევის ტერმინალის, ჭიათურის მაღაროს, ტყიბულის მაღაროების, ფარავანჰესის თანამშრომლებმა გამოაცხადეს. ამ კომპანიების უმრავლესობა უცხოელი ინვესტორების ხელშია. ეკონომიკის სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი კი განმარტავს, რომ უმსხვილესი ქართული კომპანიების ნაწილში თანამშრომლების გაფიცვა საქართველოთი უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას ხელს არ შეუშლის. გიორგი [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (12.11.2012) — დიტო გელოვანი: ლამის სახლში შემოიჭრას თუთ…

    TRX7-NEWS (12.11.2012) — დიტო გელოვანი: ლამის სახლში შემოიჭრას თუთ…

    ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში – “ვერსია” იპოლიტ მატვეევიჩს სიდედრი არ უყვარდა. კლავდია ივანოვნა სულელი იყო და მისი ასაკი არ იძლეოდა იმის იმედს, რომ ეს ქალი ოდესმე მოჭკვიანდებოდა. ამასთან, უსაშველოდ ძუნწიც იყო და, და ეს მისი სიძუნწის გრძნობა ფრთებს სრული ძალით მხოლოდ იმიტომ ვერ შლიდა, რომ იპოლიტ მატვეევიჩი ღარიბი იყო. ხმა კლავდია ივანოვნას ისეთი ბოხი და მძლავრი ჰქონდა, რომ რიჩარდ ლომგულსაც შეშურდებოდა, ვის ყვირილზეც, როგორც ცნობილია, ცხენებს მუხლები ეკვეთებოდათ. ყველაფერზე აუტანელი კი ის იყო, რომ კლავდია ივანოვნა სიზმრებს ნახულობდა. ხან [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (12.11.2012) — სოლომონ თერნალელი: სამართლის მოლოდინში

    TRX7-NEWS (12.11.2012) — სოლომონ თერნალელი: სამართლის მოლოდინში

    საქართველო ყოველთვის იყო პარადოქსების ქვეყანა და ახლა – განსაკუთრებით. რეჟიმი, რომელიც თავის თავს 50-70 წლიან ჰეგემონიას უწინასწარმეტყველებდა, მალე ჩვენ თვალწინ შეიძლება დაიშალოს. ნაციონალურმა მოძრაობა, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნები ისე გამანადგურებლად მოიგო, რომ არცერთ რაიონში არ წაუგია, ახლა მაჟორიტარული ოლქებშიც კი დამარცხდა, ხოლო იმ ოლქებში, სადაც მაჟორიტარული არჩევნები დარღვევების გამო განმეორებით ჩატარდა, საერთოდ ფიასკო განიცადა. აშკრაა, რომ თუ დღეს საქართველოში ისევ ჩატარდება არჩევნები, ნაცმოძრაობის რეალური რეიტინგი 20%-ზე დაბალი იქნება. გარდა იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ აკონტროლებს მთავრობას და სამინიტროებს, თვით იმ კუნძულებზეც [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (5.11.2012) — დიტო გელოვანი: იყო სიბნელე და უკუნი…

    TRX7-NEWS (5.11.2012) — დიტო გელოვანი: იყო სიბნელე და უკუნი…

    ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში – „ვერსია“ ჰოდა, იმას მოგახსენებდით, მოვათვსებდი მსხვილმან–მსხვილმანებს ჩემთან, კარცერ–ლუქსში, სულ ანა–ბანათი დავაწყებინებდი – იმიტომ კი არა, რომ არ იციან, არა, თანმიმდევრულ მეთოდშია საქმე – და იქამდე მეყოლებოდნენ გამოკეტილნი, სანამ „შვლის ნუკრის ნაამობობის“ კითხვისას შვლის მწვადი კი არ გაახსენდებოდათ, არამედ სულ სხვა რამ, უფრო მთავარი… და არ გეგონოთ, რომ კარცერ–ლუქსის ფინანსური საკითხი არ მაქვს გადაწყვეტილი – სხვადასხვა „დოსააფებთან“ და საწევროებთან ერთად შემოვიღებდი გადასახადს კარცერ–ლუქსთათვის, ეს იქნებოდა ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი, თვეში – მანეთი, და ერთის მხრივ ეს არც [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (4.11.2012) — ბაზარი გარანტირებულია, მთავარია, ხელოვნურად არ დაამახინჯონ

    TRX7-NEWS (4.11.2012) — ბაზარი გარანტირებულია, მთავარია, ხელოვნურად არ დაამახინჯონ

    მალე სოფელი სიღატაკესთან ბრძოლის მთავარი ასპარეზი უნდა გახდეს. აზრთა ჭიდილია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მეთოდებით იქნება დაძლეული არაეფექტური მეურნეობის პრობლემა. სპეციალისტთა აზრი ორადაა გაყოფილი: ერთი ნაწილი სოფელს საბჭოთა გადმონაშთად მიიჩნევს და სოფლად დასაქმებულთა მომსახურების სფეროში გადაყვანას ემხრობა. მეორე ნაწილისთვის ის სასურსათო უსაფრთხოების პირობა და ქვეყნის იდენტობის ერთერთი შემადგენელია, რომელიც უგულებელყოფა არ შეიძლება. ფილოსოფიის დოქტორი, ლერი შატბერაშვილი ევროკავშირის გამოცდილებაზე აპელირებს და სოფლის მეურნეობაში ინოვაციური პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს. 2010 – 2012 წლებში თქვენ გამოაქვეყნეთ რამდენიმე სტატია სასოფლო-სა მეურნეო საინოვაციო პოლიტიკის საკითხებზე [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (3.11.2012) —  ტკბილი ნოემბერი, შემორჩენილი ყავა და უქმეები თბილისურად

    TRX7-NEWS (3.11.2012) — ტკბილი ნოემბერი, შემორჩენილი ყავა და უქმეები თბილისურად

    ესეც კიდევ ერთი შაბათი, უკვე “ტკბილი ნოემბრის” ანგარიშზე. თბილისური შემოდგომა კარგ ფორმაშია – სიმწვანესაც ინარჩუნებს, მზესაც და სითბოსაც… უმრავლესობისთვის საოცნებო შემოდგომაა, ერთი სიტყვით… უმცირესობისთვის  წელიწადის დროს და  სიტყვების რაოდენობას აღარც ფასი აქვს და აღარც აზრი… მაგათ ახლა ერთი დიდი გაურკვევლობა სჭირთ და არც დაჩქარებული საბუღალტრო კურსები აწყენდათ – სხვა რომ არაფერი, კომუნალური გადასახადები ხარჯში უნდა გაწერონ, ზარალში თუ დებეტში, ეგ მაინც ხომ უნდა გაარჩიონ ამიერიდან? წლების წინათ, ამ დროს, ანუ ნოემბერში,  ბებიაჩემი წიწილებს, ჩურჩხელებს და მურაბებს ითვლიდა და ახარისხებდა – [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (3.11.2012) — სოლომონ თერნალელი: მკლავჭიდში დაკარგულები და შენ ტე-ს დილემა

    TRX7-NEWS (3.11.2012) — სოლომონ თერნალელი: მკლავჭიდში დაკარგულები და შენ ტე-ს დილემა

    უკანასკნელი ოცწლეულის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 3-4 წლიანი ინტერვალით მსოფლიო ყურადღების ველში ექცევა ხოლმე (1989-90, 1992-93, 1995, 1999, 2003, 2008, 2012). ამ პერიოდში იყო ყველაზე კატასტროფული დაცემის (1992-94, 2008) და ყველაზე იმედიანი წლები (1989-90, 2003-2005, 2012). მეცნიერული ძალის მტკიცებულებად ვერ გავასაღებ, მაგრამ ჩემი საახლობლოს კოჰორტის მიხედვით ოპტიმიზმის ინდექსი შემდგნაირად ცვალებადობდა: ამჟამად, საზოგადოებაში არის მაღალი მოლოდინი იმის თაობაზე, რომ, ყველაფერი თუ არა, უმრავლეს სფეროებში საქმეები უკეთესობისაკენ წავა. და ყველაზე მეტ გაუმჯობესებას ველოდებით იმ სფეროში, სადაც ყველაზე დედანატირები იყო სიტუაცია – ეს არის [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (1.11.2012) — ვაცადოთ ფრთხილად და ვიჩქაროთ ნელა! ანუ ყავის მსმელებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!

    TRX7-NEWS (1.11.2012) — ვაცადოთ ფრთხილად და ვიჩქაროთ ნელა! ანუ ყავის მსმელებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!

    რატომ? იმიტომ, რომ ბენდუს  უთქვამს, Чтобы заниматься оппозиционной деятельностью, ты должен быть нищим – у тебя не должно быть ничего, что можно было бы отнять–ო!  როგორ იქნება აწი მაგათი (ანუ ოპოზიციის) საქმე, არ ვიცი… ჩვენს “გაღლეტილ” ოპოზიციონერებს  ასეთი ფორმულირება წისქვილზე წყალს ვერ დაუსხამს… თუმცა, სადღაა სამაგათო წისქვილი?! ბორანივით მოგვჭამა ჭირი. –    გვიყვარს კარგი ცხოვრება და რა ვქნათო? აწი და მეტი რაღა უნდა ქნათ? იავნანამ რა ჰქმნა(თავის დროზე, რა საკვირველია…), ვერ ნახეთ? დასხედით და იპოვეთ 5 განსხვავება, მეტი რა საქმე გაქვთ? [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (31.10.2012) — პროტესტის ნიშნად გაკეთებული არჩევანი და რჩევები ბითუმად

    TRX7-NEWS (31.10.2012) — პროტესტის ნიშნად გაკეთებული არჩევანი და რჩევები ბითუმად

    ყავა ყავის წილ! კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ… არადა, თითქოს “მაღალმა მოდამ” ჯანსაღი ცხოვრების წესი დაამკვიდრა. ირგვლივ ყველამ, მეგობრებმა, მეზობლებმა, ოჯახის წევრებმაც კი დაანებეს თავი სხვადასხვა ჯურისა და დონის მავნე ჩვევებს, მათ შორის, პოლიტიკაზე საუბარსაც კი… როგორც ვატყობ, მე და თქვენ შემოვრჩით სამყაროს ყავის ფინჯნით ხელში და დაუვარცხნელი აზრებით თავში… აი მესმის ნებისყოფა! ნებისყოფა გექნება აბა რა! გამოაღებ მაცივარს და მისი წიაღიდან ჩაციებული მოლოდინი შემოგეფეთება. სასწრაფოდ ხურავ კარს და დილის მენიუსთვის ფსონს ისევ ტოსტერზე გახუხულ ღირსებაზე ჩამოდიხარ. დამეთანხმებით [...]

    Continue reading »

  •  
  • TRX7-NEWS (31.10.2012) — „ქართული ოცნება“ VS „ქართული ოცნება“

    TRX7-NEWS (31.10.2012) — „ქართული ოცნება“ VS „ქართული ოცნება“

    კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის მე-7 გვერდის, მარცხენა ბოლო აბზაცში ვკითხულობთ:  „პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მთავრობისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონტროლი. კონტროლის ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმი კი არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიმე მნიშვნელოვან მოვლენასა თუ მაღალი რანგის თანამდებობის პირის მოქმედებაში კანონის დარღვევის ნიშნების არსებობისას. იმისათვის, რომ ამ დროს საპარლამენტო უმრავლესობამ ხელი ვერ შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას და საქმის ობიექტურად გამოძიებას (ამის საფრთხე კი ყოველთვის არსებობს, ვინაიდან, ჩვეულებრივ, ეს პირები მმართველი გუნდის წევრები არიან), პარლამენტი ვალდებული უნდა იყოს, შექმნას ასეთი კომისია, [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (28.10.2012) — ავ-კარგიანი საყოველთაო საბაზისო დაზღვევა

    TRX7-NEWS (28.10.2012) — ავ-კარგიანი საყოველთაო საბაზისო დაზღვევა

    ჯანდაცვის ახალი მინისტრის მთავარი პრიორიტეტი საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებაა. ეს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, 2013 წლიდან ქვეყანაში ყველამ უნდა მიიღო საბაზისო დაზღვევის პაკეტი. ამ პაკეტის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება და ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდიც შეიქმნება. საბაზისო სადაზღვევო პაკეტები ყველა მოსახლისთვის ერთნაირი იქნება, გამონაკლისი მხოლოდ ორი ფაქტორის – ასაკობრივისა და სოციალურის გათვალისწინებით დაიშვება. როგორ იმოქმედებს დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა კერძო სადაზღვევო ბიზნესზე, რა რისკებისა და გამოწვევების წინაშე დადგება დღეს საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიები? ექსპერტები სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას. ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი, [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (28.10.2012) — რა შემთხვევაში ამოქმედდება ნაციონალური ნაღმები

    TRX7-NEWS (28.10.2012) — რა შემთხვევაში ამოქმედდება ნაციონალური ნაღმები

    ხელისუფლების გადაბარების პროცესი ჯერ არც კი იყო დაწყებული, როდესაც სხვადასხვა სოციალური ჯგუფები გააქტიურდნენ. დევნილები ცარიელ შენობებს ორგანიზებულად იკავებენ, მეშახტეები ხელფასის გაზრდას ითხოვენ, ხან მშენებლები, ხან თელასის თანამშრომლები უფლებების აღდენას ცდილობენ და არ უჩანს დასასრული იმ პრობლემების ქუჩაში გამოტანას, რომელიც წლების მანძილზე დაგროვდა ძველი ხელისუფლების წყალობით. ერთი მხრივ, ამ ყველაფერს ორგანიზებულობის ელფერი დაჰკრავს, მაგრამ რეალურად ეს არის ის, რაც ნაცმოძრაობამ შექმნა და დატოვა. პარლამენტი სულ რამდენიმე დღეა, შეიკრიბა მთავრობაც სულ ახლახანს დამტკიცდა, უმცირესობაში გადასული ყოფილი ხელისუფლებაც მის მიერვე გაფუჭებული საქმის გამოსწორებას [...]

    Continue reading »

  • TRX7-NEWS (26.10.2012) — ახალი მთავრობისთვის საბანკო დაპირებების შესრულება თანდათან რთულდება

    TRX7-NEWS (26.10.2012) — ახალი მთავრობისთვის საბანკო დაპირებების შესრულება თანდათან რთულდება

    სესხებზე საბანკო პროცენტების შემცირება სულ უფრო შორეული პერსპექტივა ხდება. ახალი მთავრობა ამ დაპირების შესრულებას თანდათან ემიჯნება. საბანკო სიახლეების კუთხით ყველაზე რეალურად ჯერჯერობით დეპოზიტების დაზღვევა მოჩანს. “კრედიტებზე პროცენტის ხელოვნურად დაწევა შეუძლებელია, ეს ბაზარმა და ეკონომიკამ უნდა დაარეგულიროს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა. ნაცმოძრაობის დეპუტატებმა ივანიშვილს კითხვით მიმართეს, აპირებს თუ არა კრედიტების ჩამოწერას მოსახლეობისთვის და რა ნიშნულამდე გეგმავს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, კანონით ამის დარეგულირება შეუძლებელი იქნება. “საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე, თავის დროზე, შესაძლოა, გავლენა [...]

    Continue reading »

  •  
 
 

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.

TRX7-NEWS®

Could not generate embed. Please try it manualy.